საერთაშორისო დასახელება:
CLONAZEPAM
მწარმოებელი: Tarchomin pharmaceutical works “POLFA” S.A., პოლონეთი
მოქმედი ნივთიერება: კლონაზეპამი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატი ბენზოდიაზეპინის ჯგუფიდან.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
კლონაზეპამი ................ 2 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს აქვს გამოხატული კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ასევე ცენტრალური მიორელაქსაციური, ანქსიოლიზური, სედატიური და საძილე მოქმედება. მოქმედების მექანიზმს განაპირობებს ცნს-ში გამა-ამინობუტირატის შემაკავებელი გავლენის გაძლიერება.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება - 80%. ნახევარგამოყოფის პერიოდი 23 საათია. გამოიყოფა ძირითადად მეტაბოლიტების სახით.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შერჩევა მკაცრადაა განსაზღვრული ექიმის მიერ. შესაბამისი თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია მკურნალობის დაწყება მცირე დოზებით და შემდეგ თანდათანობით დოზის გაზრდა შესაბამისი თერაპიული ეფექტის მიღებამდე.
ეპილეფსია
მოზრდილები: საწყისი დოზა შეადგენს 1.5 მგ/დღე-ღამეში გაყოფილი 3 მიღებაზე. საჭიროა დოზის თანდათანობით გაზრდა 0.5-1 მგ-ით ყოველი 3 დღის შემდეგ. შემანარჩუნებელი დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად თითოეული ავადმყოფისათვის და დამოკიდებულია თერაპიულ ეფექტზე (ჩვეულებრივ 4-8 მგ/დღე-ღამეში 3-4 მიღებაზე).;
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 20 მგ-ს.
ბავშვები: საწყისი დოზა შეადგენს 1 მგ/ დღე-ღამეში (0.5 მგ 2-ჯერ მიღებაზე), შეიძლება დოზის თანდათანობით გაზრდა 0.5 მგ-ით ყოველი 3 დღის შემდეგ დამაკმაყოფილებელი თერაპიული ეფექტის მიღწევამდე.
შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა შეადგენს:
0-დან 1 წლამდე - 0.5-1 მგ;
1-დან 5 წლამდე - 1-3 მგ;
5-დან 1- წლამდე - 3-6 მგ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ბავშვებში შეადგენს 0.2 მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში.
პაროქსიზმული შიშის სინდრომი:
მოზრდილები: საშუალო დოზა შეადგენს 1 მგ/დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 4 მგ.
ბავშვები: პაროქსიზმული შიშის სინდრომის დროს 18 წლამდე ასაკის ბავშვებში კლონაზეპამის მიღების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
არ შეიძლება პრეპარატის უეცარი მოხსნა, ყოველთვის აუცილებელია დოზის თანდათანობით შემცირება ექიმის კონტროლით.
პრეპარატის უეცარმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა, ხასიათის ცვლილება, ფსიქიური დარღვევები. განსაკუთრებით საშიშია ხანგრძლივი ან მაღალი დოზით მიმდინარე თერაპიის უეცარი შეწყვეტა, ამ დროს მოხსნის სინდრომი უფრო მკვეთრად არის გამოხატული. კლონაზეპამის ხანგრძლივი გამოყენებისას ვითარდება ტოლერანტობა პრეპარატის მიმართ.
ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა სისხლის პერიოდული გამოკვლევები, ღვიძლის ფუნქციური სინჯები. კლონაზეპამით მკურნალობისას და მკურნალობის დამთავრებიდან 3 დღის განმავლობაში იკრძალება ალკოჰოლის მიღება.
გვერდითი მოვლენები:
- კლონაზეპამით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს ხშირი არასასურველი ეფექტები: ძილიანობა, თავბრუსხვევა, მოძრაობის კოორდინაციის მოშლა, დაღლილობა;
- მეხსიერების დაქვეითება, ნერვული აღგზნებადობა, დეპრესია, ზემო სასუნთქი გზების კატარალური ანთება, ნერწყვის სეკრეციის იმომატება;
- იშვიათად შეიძლება აღმოცენდეს: მეტყველების მოშლა, ათვისების უნარის დაქვეითება, ემოციური ლაბილობა, ლიბიდოს დაქვეითება, დეზორიენტაცია, ყაბზობა, მუცელში ტკივილები, მადის დაქვეითება, კანის ალერგიული რეაქციები, კუნთოვანი ტკივილები, ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ხშირი შარდვა, მხედველობის დარღვევა, ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის ტრანსამინაზების (ალატი და ასპატი) და ტუტე ფოსფატაზების მომატება;
- პარადოქსული რეაქციები: ფსიქომოტორული აღგზნებადობა, უძილობა.
პარადოქსული გამოვლინებებისას საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყდეს მკურნალობა.
- კლონაზეპამის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ წამლის უეცარი მოხსნისას ვითარდება წამლისმიერი დამოკიდებულება და აბსტინენციის სინდრომი.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნრობელობა ბენზოდიაზეპინების მიმართ;
* სუნთქვის ცენტრალური დარღვევები და სხვადასხვა გენეზის სუნთქვის უკმარისობის მძიმე ფორმები;
* გლაუკომოს დახურულკუთხოვანი ფორმა;
* მიასთენია;
* ცნობიერების დარღვევა;
* ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა.
ორსულობა და ლაქტაცია:
* პრეპარატის მიღება ორსულობის დროს დასაშვებია მხოლოდ იმ სიტუაციაში, როცა დედის მხრიდან არის მისი დანიშვნის აბსოლუტური ჩვენება, ხოლო სხვა უფრო უსაფრთხო ალტერნატიული პრეპარატის გამოყენება ვერ ხერხდება ან უკუნაჩვენებია. კლონაზეპამით მკურნალობისის აუცილებელია თავის შეკავება ძუძუთი კვებისაგან.
განსაკუთრებული მითითებები:
* მკურნალობის პროცესში და პრეპარატის მოხსნიდან 3 დღის განმავლობაში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობა.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ძილიანობა, დეზორიენტაცია, გაურკვეელი მეტყველება, მძიმე შემთხვევებისას - ცნობიერების დარღვევა და კომა.
სიცოცხლისათვის საშიშია: კლონაზეპამის მოხმარება ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების მქონე სხვა პრეპარტებთან და ალკოჰოლთან ერთად. მწვავე მოწამვლისას საჭიროა ღებინების პროვოცირება, კუჭის ამორეცხვა.
ჰიპერდოზირებისას მკურნალობა სიმპტომურია: სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი (სუნთქვა, პულსი, არტერიული წნევა).
სპეციფიკურ ანტიდოტს წარმოადგენს ფლუმაზენილი (ბენზოდიაზეპინური რეცეპტორების ანტაგონისტი).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- კლონაზეპამის დამთრგუნველ მოქმედებას ცნს-ს ზე აძლიერებს ყველა მსგავსი მოქმედების მქონე პრეპარატი: საძილე (ბარბიტურატები), ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური პრეპარატები, ნეიროლეპტიკები, ანტიდეპრესანტები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, ნარკოტიკული ანალგეტიკები.
- მსგავსი მოქმედება გააჩნია ეთილის სპირტს. კლონაზეპამით მკურნალობისას ალკოჰოლის გამოყენებამ გარდა ცნს-ზე სუმირებული დამთრგუნველი ზემოქმედებისა შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსული რეაქციები: ფსიქომოტორული აღგზნება, აგრესიული ქცევა ან პათოლოგიური თრობის მდგომარეობა.
პათოლოგიური თრობა არ არის დამოკიდებული ალკოჰოლის დოზაზე და სახეობაზე.
- კლონაზეპამი აძლიერებს იმ პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც ამცირებენ ჩონჩხის კუნთების ტონუსს.
- თამბაქოს მოხმარებისას მცირდება კლონაზეპამის ეფექტი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.