Online Mkurnali

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

ენციკლოპედია

კლოდიფენი - CLODIFEN - КЛОДИФЕН

საერთაშორისო დასახელება:

DICLOFENAC

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, აშშ

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების და რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 3 მლ., შეფუთვაში 5 ც.

1 ამპ.

ნატრიუმის დიკლოფენაკი ......     75 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ბენზილის სპირტი, მანიტოლი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიკლოფენაკი მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება.

დიკლოფენაკის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინებისა და ანთების გამომწვევი სხვა ფაქტორების სინთეზის დათრგუნვასთან. სახსროვანი სინდრომისას დიკლოფენაკი ხსნის ანთებასა და ტკივილს, ამცირებს დილის შებოჭილობას და სახსრების შეშუპებას.

ჩვენებები:

კლოდიფენი - საინექციო ხსნარი - გამოიყენება მწვავე, ძლიერი ტკივილის სინდრომების დროს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:

  • ხერხემლისა და სახსრების ანთებით-დეგენერაციული დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი - ბეხტერევის დაავადება, სპონდილოართრიტები, სპონდილოართროზები, ოსტეოართროზი);
  • ტკივილის სინდრომები ხერხემლის მხრივ;
  • სახსრისირგვლივი რბილი ქსოვილების რევმატიული დაავადებები;
  • მწვავე პოდაგრული ართრიტი;
  • პოსტტრავმული და პოსტოპერაციული ტკივილი ანთებისა და შეშუპების თანხლებით;
  • შაკიკი;
  • თირკმლის და ნაღვლის კოლიკა.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირებასა და მკურნალობის ხანგრძლივობას, ადგენს მკურნალი ექიმი მდგომარეობის სირთულისა და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებების გათვალისწინებით.

კლოდიფენის ხსნარი კუნთებში ინექციისათვის: ჩვეულებრივ, მკურნალობის დასაწყისში გამოიყენება ერთჯერადად დოზით 75 მგ (1 ამპულა), ან მაქსიმალურად 150 მგ (2 ამპულა) დღე-ღამეში მხოლოდ მოზრდილებში იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია სწრაფი თერაპიული ეფექტის მიღება. ჩვეულებრივ, კლოდიფენის ინექციები ინიშნება 1-5 დღის განმავლობაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი ეფექტები დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე. მიღებული დოზის სიდიდეზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ზოგჯერ ვითარდება გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, იშვიათად აღინიშნება უმადობა, სპაზმები მუცლის არეში, მუცლის გადავსების შეგრძნება, წყლულის განვითარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც იშვიათ შემთხვევაში იწვევს სისხლიანი განავლის სპონტანურ წარმოქმნას;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:

ზოგჯერ - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად ძილის დარღვევა, აგზნებადობა.

კანის მხრივ: იშვიათად აღინიშნება ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. ინექციების ადგილებში შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი გვერდითი ეფექტები (წვის შეგრძნება).

თირკმელების მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა, პროტეინურია, ჰემატურია და თირკმელების დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი,  ნეფროზული სინდრომი). ამიტომ აუცილებელია თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

ღვიძლის მხრივ: ზოგჯერ ადგილი აქვს შრატში ტრანსამინაზების დონის მომატებას. ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

სისხლის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია.

შესაძლოა აღინიშნოს დიკლოფენაკის მიმართ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები შემდეგი სიმპტომების სახით: სახის, ენის და ყელის შეშუპება, გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის მაჩვენებლების მომატება.

უკუჩვენებები:

* დიფლოკენაკის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

* ორსულობის III ტრიმესტრი;

* 18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

კლოდიფენის გამოყენება შესაძლებელია ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებისას:

* ინდუცირებული პორფირია;

* ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრი;

* ძუძუთი კვების პერიოდი;

ექიმის კონტროლი განსაკუთრებით საჭიროა:

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების და/ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებით-წყლულოვანი დაავადებების დროს (წყლულოვანი კოლიტები, კრონის დაავადება) ანამნეზში;

* თირკმლის დაავადების მქონე ავადმყოფებში;

* გულის უკმარისობის და/ან მაღალი არტერიული წნევის დროს;

* ასაკოვან პაციენტებში;

* უშუალოდ მძიმე ქირურგიული ჩარევის შემდეგ; დიდი სიფრთხილით კლოდიფენი შეიძლება გამოყენებულ იქნას ასთმით დაავადებულებში, ალერგიული („თივის“) სურდოს, ცხვირის ლორწოვანის პოლიპების დროს, ასევე აასს-ის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში, რომელთაც გააჩნიათ ასთმის შეტევის, კვინკეს შეშუპების და ჭინჭრის ციების წარმოქმნის საშიშროება.

* იმის გამო, რომ კლოდიფენის დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავბრსუხვევა და დაღლილობის შეგრძნება, ცალკეულ შემთხვევებში ირღვევა ავტომობილის მართვის უნარი. ეს მოვლენები ძლიერდება პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბებისას კლოდიფენისათვის დამახასიათებელი ტიპიური კლინიკური სურათი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კლოდიფენის და შემდეგი პრეპარატების ერთდროული მიღებისას:

- დიგოქსინის, ფენიტოინის ან ლითიუმის შემცველი პრეპატების გამოყენებისას შეიძლება დაქვეითდეს პლაზმაში ამ სამკურნალო საშუალებების დონე;

- დიურეტიკებისა და ჰიპოტენზიური საშუალებების გამოყენებისას შეიძლება შესუსტდეს მათი ეფექტი;

- კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან კომბინირებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია;

- სხვა აასს და გლუკოკორტიკოიდების გამოყენებისას მატულობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების წარმოქმნის რისკი, - აცეტილსალიცილის მჟავის გამოყენებისას ქვეითდება სისხლში დიკლოფენაკის კონცენტრაციის დონე;

- ციკლოსპორინის გამოყენებისას შესაძლოა მოიმატოს ამ უკანასკნელის ტოქსიურმა ზემოქმედებამ თირკმელებზე;

- ანტიდიაბეტური საშუალებების გამოყენებისას შესაძლოა განვითარდევს ჰიპო- და ჰიპერგლიკემია. პრეპარატების ასეთი კომბინაციის დროს აუცილებელია სისხლში შაქრის დონის კონტროლი;

- მეტოტრექსატის მიღებამდე 24 საათით ადრე ან გვიან შეიძლება გაიზარდოს მეტოტრექსატის კონცენტრაცია და გაძლიერდეს მისი ტოქსიური ზემოქმედება;

- ანტიკოაგულანტების გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შედედების რეგულარული კონტროლი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

კლოდიფენი - CLODIFEN - КЛОДИФЕН - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები