რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

ენციკლოპედია

კარბამაზეპინი - CARBAMAZEPIN - КАРБАМАЗЕПИН

საერთაშორისო დასახელება:

CARBAMAZEPINE

მწარმოებელი: BALKANPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: კარბამაზეპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიეპილეფსიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

კარბამაზეპინი ...............200 მგ

დამხმარე საშუალებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, გლიცერინი.

ჩვენებები:

  • პრეპარატი ეფექტურია ეპილეფსიის კეროვანი და გენერალიზებული ყველა ფორმის, მისი ფსიქომოტორული ექვივალენტის და მიოკლონური გულყრების დროს.
  • იგი მოქმედებს ტკივილის სინდრომზე სამწვერა ნერვის ნევრალგიის, გლოსოფარინგული ნევრალგიის და მტკივნეული ტიკების დროს. ეფექტურია ნევრალგიური ტკივილების tabes dorsalis დროს, ნევრალგიური ტკივილების, რომლებიც დაკავშირებულია მრავლობით სკლეროზთან, მწვავე იდიოპათური ნევრიტის (Guillain-Bare-სინდრომი), დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის, ფანტომური ტკივილების არსებობისას, კიდურებში, პოსტტრავმული ნეიროპათიის, ან ნევრალგიის, ჰემიფასციური სპაზმის შემთხვევაში.
  • პრეპარატს იყენებენ ზოგიერთი ფსიქიური დარღვევის დროს, მათ შორის შიზოაფექტური მდგომარეობების ჩათვლით.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება ჭამის დროს, რადგანაც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას. თუ მისაღები დოზა გამოტოვებული იქნა, აუცილებელია პრეპარატის მიღება შესაძალებლობის გაჩენის შემთხვევაში, მაგრამ არ შეიძლება დოზის გაორმაგება.

გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად მკურნალობა იწყება დაბალი დოზით, რომელსაც ზრდიან ყოველ კვირას ადექვატურ დოზამდე. თუ მკურნალობა იწყება სხვა ანტიკონვულსიური თერაპიის ფონზე, საჭიროა მკურნალობა დაიწყოს დაბალი დოზით და იგი თანდათანობით გაიზარდოს. ამავე დროს ამცირებენ სხვა ანტიეპილეფსიური საშუალების დოზას. გამონაკლისია ფენიტოინი, რომლის დოზას ხანდახან ზრდიან.

შემანარჩუნებელ დოზას ხანდახან ზრდიან, რათა თავიდან ავიცილოთ პრეპარატის დაბალი კონცენტრაცია სისხლში.

რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება, რათა არ გაძლიერდეს კრუნჩხვითი შეტევები ეპილეფსიური სტატუსის განვითარებით. ტკივილის სინდრომის დროს, თუ ტკივილი მცირდება, მაშინ დოზას ამცირებენ ერთი თვის განმავლობაში ტკივილის გაქრობამდე.

ეპილეფსიის სამკურნალოდ მკურნალობა იწყება დოზით 100 მგ-დან, ან 200 მგ-დან (1/2 ან 1 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში, რომელსაც ყოველ კვირას ზრდიან შესაბამისად 100 მგ და 200 მგ დღეში შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 600 მგ-დან 1.6 გ დღეში.

ნევრალგიის დროს - 100 მგ (1/2 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში, ყოველ კვირას დოზის გაზრდით 200 მგ-მდე, აუცილებლობის შემთხვევაში 12 საათში ერთხელ უმატებენ 100 მგ-ს ტკივილის გაქრობამდე.

როგორც ანტფისიქოზური საშუალება - 200-400 მგ (1-2 ტაბლეტი) დღეში, გაყოფილი თანაბარ მიღებაზე დოზის თანდათანობითი გაზრდით 1.6 გ-მდე  დღეში.

ბავშვებში 12-15 წლის ასაკი - დოზა არ უნდა აღემატოს 1 გ დღეში.

15 წლის ასაკი და ზევით - 1.2 გ, ზოგიერთ შემთხვევაში მოზრდილებში - 1.6 გ.

ბავშვებში 6 წლამდე - 10-20 მკ/კგ, გაყოფილი 2-3 მიღებაზე. დოზა იზრდება 100 მგ-ით დღეში, კარგი ტოლერანტობის შემთხვევაში 250-350 მგ-მდე დღეში (დოზა არ უნდა აღემატოს 35 მგ/კგ დღეში).

ბავშვებში 6-12 წლამდე - 100 მგ დღეში, დოზის ყოველკვირეული გაზრდით 100 მგ-ით დღეში მინიმალური სამკურნალო დოზის მიღწევამდე. შემანარჩუნებელი დოზა - 400-800 მგ დღეში. დღიური დოზა შეადგენს 1 გ-ს. შეძლებისდაგვარად პრეპარატი ინიშნება დაყოფილი სახით 3-4 მიღებაზე დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ხშირად აღინიშნება ძილიანობა, ვერტიგო, ატაქსია, დიპლოპია, გულისრევა, ღებინება, შეშუპება.

შესაძლებელია კრუჩხვების რიცხვის გაზრდა მაღალი დოზების დროს.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;

* სისხლის სურათის გამოხატული ცვლილებების დროს (ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია), ან ანამნეზში მწვავე - გარდამავალი პორფირიის არსებობისას;

* მაო-ს ინჰიბიტორებთან კომბინაციაში.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის რეკომენდებული ამ დროს პრეპარატის დანიშვნა.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით გამოიყენება:

* ალკოჰოლიზმის (აძლიერებს დეპრესიას, ანელებს პრეპარატის მეტაბოლიზმს), ქცევითი ცვლილებების დროს - ლატენტური ფსიქოზები, მოზრდილებში - აგზნება განსაკუთრებით სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას;

* შაქრიანი დიაბეტის (შეიძლება ხელი შეუწყოს შაქრის მომატებას სისხლში);

* გლაუკომის (თვალის შიდა წნევის მომატება. მისი სუსტი ანტიქოლინერგული მოქმედების გამო);

* ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას;

* ჰემატოლოგიური რეაქციების შემთხვევაში, რომლებიც გამოწვეულია სხვა პრეპარატებით;

* თირკმელების ფუნქციის დარღვევის;

* შარდის რეტენციის;

* ჰიპონატრიემიის დროს, რომელიც გამოწვეულია ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეცისიის სინდრომით, ან სხვა მდგომარეობით, როგორიცაა: ჰიპოპიტუიტარიზმი, ჰიპოთირეოიდიზმი.

გაფრთხილება და გაფრთხილების ზომები:

პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში 6 წლამდე. სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ ასაკში.

კარბაპაზეპინის მიერ გამოწვეული ლეიკოპენიის და თრომბოციტოპენიის გამო ავადმყოფებში აღინიშნება ინფექციების განვითარება, სისხლდენები ღრძილებიდან და ჭრილობების შეხორცების შენელება. ამასთან დაკავშირებრით პაციენტებმა უნდა დაიცვან პირის ღრუს მკაცრი ჰიგიენა. შესაძლებელია ფოტომგრძნობელობის განვითარება.

პრეპარატმა შეიძლება იმოქმედოს ზოგიერთ ტესტებზე - ორსულობის, ღვიძლის სინჯებზე, ქოლესტერინზე, ტრიგლიცერიდებზე, პროტეინებზე, თირეოდიულ ჰორმონებზე და სხვა.

ტრანპორტის მართვა და სამუშაოს შესრულება, რომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას არ არის რეკომენდებული პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზის დადგენამდე, იმ შემთხვევაში, თუ დაავადება იძლევა ამის საშუალებას (ტკივილის სინდრომი), ავადმყოფებში ეპილეფსიით ეს საქმიანობა შეზღუდულია.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებისას შეიძლება განვითარდეს სტუპორი, კომა, გაღიზიანება, კრუნჩხვები, სუნთქვის დათრგუნვა, ანურია, ოლიგურია, შარდის რეტენცია, კარდიოვასკულური დარღვევები, მათ შორის ტაქიკარდია, კუნთოვანი სპაზმი, ტიკები, ატაქსია, ატეტოზური მოძრაობები, ოპისტოტონუსი, მიდრიაზი.

პირველი დახმარება ჭარბი დოზირებიას: ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის და საფაღარათო საშუალებების გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კარბამაზეპინი ურთიერთქმედებს ბევრ სამკურნალო საშუალებასთან.

- მისი ერთდროული გამოყენება სხვა ანტიკონვულსანტებთან (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, ჰიდანტოინი, ვალპროის მჟავა, ვალპროატი, ბარბიტურატები) იწვევს მეტაბოლიზმის ურთიერთგაძლიერებას ღვიძლის მიკროსომული ფერმენტული სისტემების ინდუცირების გამო. ამ შემთხვევაში სწორი მკურნალობის ჩასატარებლად აუცილებელია სისხლში პრეპარატის კონცენტრიციის მონიტორირება დოზის დასადგენად.

-  კარბამაზეპინის მეტაბოლიზმი ითრგუნება პროპოქსიფენით, ერითრომიცინით, რაც იწვევს მისი ტოქსიკურობის გაძლიერებას.

- კარბამაზეპინი ზრდის ღვიძლში ქსანტინების მეტაბოლიზმს, რის გამოც იზრდება თეოფილინის ინდექსი. ღვიძლის მიკროსომული ფერმენტული სისტემების ინდუქციის და მეტაბოლიზმის გაძლიერების გამო მცირდება ანტიკოაგულანტების ეფექტი. ამ შემთხვევაში აუცილებელია პროთრომბინული დროის მონიტორირება ზუსტი დოზის დასადგენად.

- პრეპარატი ამცირებს კორტიკოსტეროიდების ეფექტს.

- ტრიციკლური ანტიდეპრესანტები - დოქსეპინი, ისევე როგორც მაპროტილინი და ჰალოპერიდოლი, ფენოთიაზინები და თიოქსანტანები აძლიერებენ კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებას, იწვევენ ანტიქოლინერგული ეფექტების პოტენცირებას.

- აცეტამინოფენთან კარბამაზეპინის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰეპატოტოქსიკურობის განვითარების რისკი, ისევე როგორც ძლიერდება ციმეტიდინის ტოქსიკურობა.

- კარბამაზეპინის ტოქსიკურობა ძლიერდება მისი კომბინაციით დილთიაზემთან, ვერაპამილთან, ესტროგენულ პრეპარატებთან და კონტრაცეპტულ საშუალებებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან დაცულ ადგილას. არ შეიძლება პრეპარატის გაყინვა.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

კარბამაზეპინი - CARBAMAZEPIN - КАРБАМАЗЕПИН - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები