საერთაშორისო დასახელება:
RETINOL; COLECALCIFEOL
მწარმოებელი: Medana; Pharma S. A.,პოლონეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინური პრეპარატი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წყალხსნარი პერორალური მიღებისათვის:
ფლაკოში 10 მლ საწვეთურით.
1 წვეთი
ვიტამინი D3 ......290 სე
ვიტამინი A ...... 580 სე
დამხმარე ნივთიერებები:
პოლისბორატი-80, ბენზილის სპირტი(0.015 გ), გლიცერინი, პროპილენგლიკოლი (0.1 გ), ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ანისულის არომატი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვიტამინი A+D3 აჩქარებს ნაწლავში ვიტამინ D3-ის შეწოვის პროცესს. ეს ვიტამინები მოქმედებს სინერგულად. ვიტამინ A -ს არასაკმარისმა რაოდენობამ შესაძლოა გამოიწვიოს ვიტამინ D3-ით გამოწვეული ჰიპერდოზირების სიმპტომები.
ვიტამინი A+D3 წყალხსნარი ზეთოვანთან შედარებით უფრო კარგად შეიწოვება.
დღენაკლულ ბავშვებში ადგილი აქვს ნაღვლის არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნას, რაც აფერხებს ზეთოვანი ხსნარების შეწოვის პროცესს. ვიტამინი A+D3 ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.
ჩვენებები:
რაქიტის პროფილაქტიკა 4 თვის ასაკიდან.
ფიზიკური განვითარების ჩამორჩენის პროფილაქტიკა ჩვილ ბავშვებში და მოზარდებში.
კანის და ლორწოვანი გარსის დაავადება (მაგ.; ფსორიაზი, იქტიოზი, დერმატოზები).
მიღების წესი და დოზირება:
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ინიშნება:
ბავშვებში 4-12 თვის ასაკის 1-2 წვეთი დღეღამეში;
12 თვის ასაკის ზემოთ 3 წვეთი დღე-ღამეში.
მოზრდილებში: 3 წვეთი 2-ჯერ დღე-ღამეში.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად ვიტამინ A-ს და D-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი.
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. A და D ჰიპერვიტამინოზი;
*თირკმლის უკმარისობა;
*4 თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
*სიფრთხილით ინიშნება ნეფროლითიაზით დაავადებულ პაციენტებში.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ექიმის ინფორმირება ორსულობის ან მასზე ეჭვის არსებობისას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. დღე-ღამეში ვიტამინ A-ს 4000 სე-ზე (6 წვეთი) გადაჭარბება არ არის რეკომენდებული.
ჭარბი დოზირება:
ჰიპერვიტამინოზის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ექიმთან კონსულტაცია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, რიფამპიცინი, ამცირებენ ვიტამინის რეზორბციას.
- თიაზიდური დიურეზული საშუალებები ზრდიან ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს.
- საგულე გლიკოზიდებთან კომბინაცია ზრდის მათ ტოქსიკურ ეფექტს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 5-150C ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.