რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

ენციკლოპედია

ვენოდიოლი - VENODIOL - ВЕНОДИОЛ

საერთაშორისო დასახელება:

DIOSMIN; HESPERIDIN;ASCORBIC ACID

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კაპილარების კედლის გამტარობის შემამცირებელი პრეპარატი, ვენოტონური და ანგიოპროტექტორული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედიან ფირფიტაში 10 ც. კოლოფში 3 ფირფიტა.

1 ტაბ.

დიოსმინი ............................          450 მგ

ჰესპერიდინი .............................     50 მგ

ასკორბინის მაჟვა ......................     100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ჟელატინი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვენოდიოლს გააჩნია ვენოტონური და ანგიოპროტექტორული მოქმედება. ის ამცირებს ვენების დაჭიმულობას, ამაღლებს მათ ტონუსს და ამცირებს ვენურ შეგუბებას; ასევე ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას, "მტვრევადობას" და ზრდის მათ რეზისტენტობას; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ლიმფურ უკუდინებას.

ვენოდიოლის შემადგენლობაში შემავალი ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი), აუმჯობესებს სისხლისძარღვების ელასტიურობას, ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას, ხელს უწყობს ნორმალურ სისხლწარმოქმნას, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს.

სისტემატური გამოყენებისას ეს პრეპარატი ამცირებს ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური წარმოშობის ქრონიკული ვენური უკმარისობის კლინიკურ გამოვლინებებს.

ჩვენებები:

  • ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური წარმოშობის ქრონიკული ვენური უკმარისობა: ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, კრუნჩხვები, ტროფიკული დარღვევები;
  • მწვავე ჰემოროიდული შეტევა.

მიღების წესი და დოზირება:

ვენოდიოლის მნიშვნელოვან თავისებურებებს წარმოადგენს სტანდარტული სადღეღამისო დოზა, რაც ამარტივებს ამ პრეპარატის გამოყენებას.

შესაძლებლია პრეპარატის მიღების ორი სხვადასხვა წესი:

- 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში ჭამის დროს მთელი მკურნალობის მანძილზე;

- 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში, პირველი ორი კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 2 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში ჭამის დროს.

პრეპარატის გამოყენებით მიღებული გამოცდილება მოწმობს, რომ ვენოდიოლის გამოყენების ხანგრძლივობა პირდაპირ პროპორციულია დაავადების სიმძიმისა.

- ქრონიკული ვენური უკმარისობის საწყისი ფორმების მკურნალობისას, როდესაც ვლინდება "ფეხებში სიმძიმის" სინდრომი, ჩვეულებრივ საკმარისია 2-თვიანი კურსი, რომელიც უნდა განმეორდეს აუცილებლობის მიხედვით, წელიწადში 2-3-ჯერ.

- უფრო მძიმე შემთხვევების დროს, როდესაც ადგილი აქვს ტკივილს, კრუნჩხვებსა და შეშუპებას, ვენოდიოლის მიღება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს 3-4 თვის განმავლობაში.

- ვენური ტროფიკული წყლულების მკურნალობისას, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი კურსი - 6 და მეტი თვის განმავლობაში.

- ბუასილის მწვავე შეტევის დროს ინიშნება დღე-ღამეში 6 ტაბლეტი პირველი 4 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ დღე-ღამეში 4 ტაბლეტი მომდევნო 3 დღის განმავლობაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ვენოდიოლის გამოყენება არ იწვევს ამ პრეპარატის მიმართ შეჩვევას.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გამოყენების პერიოდში არ გამოვლენილა ისეთი გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოიწვევდა პრეპარატის მიღების შეწყვეტას. მხოლოდ რამდენიმე პაციენტში ვენოდიოლის მიღებიდან პირველი დღეების განმავლობაში აღინიშნა ვეგეტატიური რეაქციები (მომატებული სისუსტე, თავბრუსხვევა, სიმხურვალის და ჩხვლეტის შეგრძნება ქვედა კიდურებში). აღნიშნული სიმპტომების გამოვლენა არ შეიძლება გახდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტის მიზეზი, ვინაიდან 2-3 კვირის შემდეგ ეს რეაქციები სპონტანურად ქრება.

უკუჩვენებები:

*პრეპარატი უკუნაჩვენებია მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

დღემდე არ არსებობს მონაცემები ორსულებში პრეპარატის გამოყენებით გამოწვეული რაიმე სახის გვერდითი ეფექტის შესახებ.

*ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ გამოიყოფა თუ არა აქტიური ნივთიერებები დედის რძესთან ერთად.

ექსპერიმენტული გამოკვლევების დროს არ გამოვლენილა ტერატოგენული მოქმედება.

განსაკუთრებული მითითებები:

ბუასილის გამწვავების დროს ვენოდიოლი არ ანაცვლებს ანორექტალური მიდამოს დაავადებების სპეციფიურ მკურნალობას. ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, ტარდება დამატებითი გამოკვლევა და ხდება თერაპიის კორექტირება.

ამ პრეპარატის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევები, პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ მოერიდონ მზეზე ხანგრძლივად ყოფნას, დაიკლონ წონაში და ატარონ სპეციალური წინდები, რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის ცირკულაციას.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები გამწვავების ფაზაში.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე: ვენოდიოლი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის შესაძლებლობაზე და ისეთი სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც საჭიროებენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვენოდიოლის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელდ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

ვენოდიოლი - VENODIOL - ВЕНОДИОЛ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები