Online Mkurnali

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ონკოლოგია

-გამარჯობა. ვარ 27 წლის. ორი შვილის დედა ორივეს ვაჭმევდი 1,6 ძუძუს. ერთი თვის წინ ვიყავი მამოლოგთან და ეხოზე ყველაფერი რიგზე მქონდა. 1 კვირის წინ ბავშვის ფეხი მომხვდა მკერდზე იღლიისკენ გარეთა კვადრატზე, თეთრი კანი მაქ და მეორე დღეს დამილურჯდა ,ახლაც დალურჯებული მაქ,პირველი ორი დღე მტკიოდა ოდნავ , მხოლოდ შეხებაზე. დღეს დაბანვისას შევამჩნიე რომ ზუსტად სილურჯე სადაც მაქვს მანდ ვგრძნობ პატარა შარიკს. ციკლი 1 კვიირის წინ დავასრულე და მკერდი არ მაქ გაღიზიანებული. რა შეიძლება იყოს ძაან ვნერვიულობ. ან რამდენ ხანში გადავამოწმო ეხოზე? დავიჯერო ტრამვიდან 1 კვირის შემდეგ კვანძი გამიჩნდა მკერდში?

კატეგორია : ონკოლოგია

-გამარჯობა. ერთი წლის წინ დავასრულე მეორე ლაქტაცია.ასაკი 27 წ. უბრალოდ გადასამოწმებლად გადავიღე მკერდის ეხო. სადაც მითხრეს , რომ ხედავდნენ რაღაცა უბანს,(არც კვანძს და არც რამე საეჭვოს) რომელიც რადიოლოგმა მითხრა, რომ სავარაუდოდ იყო რძის ნარჩენი. დიაგნოზში დამიწერეს დიფუზური ფიბროადენომატოზი და განმეორებითი კვლევა ერთი თვის შემდეგ. მეორე დღესვე წავედი ონკოლოგიის ინსტიტუტში, მამოლოგის კონსულტაციაზე, გამსინჯა კლინიკის პირველმა მამოლოგმა,ორი წუთი დამადო ზუსტად მკერდზე ხელი და აქ არაფერი არ არისო,თუმცა მაინც გადამაღებინა თავიდან მკერდის ეხო და ასევე ფარისებრის. აქ არაფერი არ გამოჩნდა არსაად. გამომიშვეს სახლში, დაასკვნაში დამიწერეს პათოლოგიის გარეშე და ვიზიტი ერთი წლის შემდეგ. ძაან დაბნეული ვარ, რა ვქნა არ ვიცი. 6 თვეში რომ მივიდე ისევ კონტროლზე და რამე კისტა ან რამე მქონდეს ხო არ დავაგვიანებ ან დაუშვათ რომ მქონდეს ეს რაღაცაც ხო არ გადაგვარდება ამ ხნის მანძილზე.

კატეგორია : ონკოლოგია

-გამარჯობა.ვარ 27 წლის. წელიწადი და სამი თვის წინ დავასრულე მეორე ლაქტაცია.ორივე ბავშვს ვაჭმევდი წელიწად ნახევარი. არანაერი პრობლემა არ მქონია არასოდეს მკერდზე. დაახლოებით ერთი კვირაა დვრილის გვერდით არეოლის პატარა მონაკვეთი დაბლა არის ხოლმე ჩაწეული,თითქოს ჩაჩუტულია. თვითონ დვრილი არა. მეორე მკერდის არეოლად მოჭმუხნულია მაგრამ ესე ჩაჩუტულივით არ არის. ანუ დაბლაა ჩაწეული პატარა მონაკვეთზე. ოღონდ ყოველთვის არა. ტანსაცმელი თუ მომედება ან ვწევარ მაშინ ისიც ზოგჯერ დღის მანძილზე.ხან რომ დავხედავ ჩვეულებრივადაა. ვაპირებ ციკლის მეექვსე მეთორმეტე დღეს ეხოზე წავიდე.მანდ გამოჩნდება რამე რომ მჭირდეს? წავიკითხე რომ მკერდის კიბოს სიმპტომია თან 100 პროცენტიანი და ანუ 100 პროცენტით მკერდის კიბო მაქვს? თუ შეიძლება ფორმა დაკარგა მკერდმა და ამასთან იყოს კავშირში. სხვა არანაერი სიმპტომი არ მაქვს

ენციკლოპედია

კალციუმი-D3 ნიკომედი - CALCIUM-D3 NYCOMED - КАЛЬЦИУМ-D3 НИКОМЕД

საერთაშორისო დასახელება:

CALCIUM CARBONATE; COLECALCIFEROL

მწარმოებელი: NYCOMED PHARMA AS, ნორვეგია

მოქმედი ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი+კალციუმის კარბონატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები ფორთოხლის გემოთი: ფლაკონში 20, 50 და 100 ც

1 ტაბ.

ქოლეკალციფეროლი ......   200 სე

კალციუმის კარბონატი.........  1.25 გ

მათ შორის კალციუმი.........500 მგ

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, იზომალტი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ასპარტამი, ფორთოხლის ზეთი, ცხიმოვანი მჟავას მონო- და დიგლიცერიდები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ავსებს კალციუმისა და D3 ვიტამინის დეფიციტს ორგანიზმში. კალციუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, კბილების მინერალაზაციაში, სისხლის შედედებაში, ნერვული გამტარებლობისა და კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში. გულის სტაბილური მუშაობის შენარჩუნებაში.

ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი) არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში, ხელს უწყობს კალციუმის სრულ შეწოვას.

ფარმაკოკინეტიკა:

D3 ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში.

კალციუმისა და D3 ვიტამინის მიღება ეწინააღმდეგება პარათირეოიდული ჰორმონის გაძლიერებულ გამომუშავებას, რომელიც თავის მხრივ, ძვლის გაძლიერებული რეზორბციის (კალციუმის გამორეცხვა ძვლებიდან) სტიმულატორია.

D3 ვიტამინის შეწოვა წვრილ ნაწლავებში ხდება. იონიზირებული ფორმით კალციუმის შეწოვა წვრილი ნაწლავების პროქსიმალურ ნაწილში D ვიტამინდამოკიდებული აქტიური სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით ხორციელდება.

ჩვენებები:

გამოიყენება როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება:

  • არასრულფასოვან კვებასთან დაკავიშირებული კალციუმისა და D3 ვიტამინის დეფიციტური მდგომარეობისას, როცა საკვებთან ერთად მიღებული კალციუმისა და D3 ვიტამინის რაოდენობა საკმარისი არ არის;
  • კალციუმისა და D3 ვიტამინის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დროს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 12 წლის ასაკის ზევით. ინტენსიური ზრდის პერიოდში;
  • ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისას და როგორც დამატება ოსტეოპოროზის ნებისმიერ სპეციფიკურ თერაპიაზე.

მიღების წესი და დოზირება:

12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დოზირება შეირჩევა ინდივიდუალურად.

12 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებს ენიშნებათ 2 ტაბ. დღეში (დილით და საღამოს) ან ინდივიდუალურად კონკრეტული კლინიკური სიტუაციის მიხედვით. ტაბლეტი შეიძლება დაიღეჭოს, მთლიანად გადაიყლაპოს ან გავადნოთ პირში.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: იშვიათად - ყაბზობა, მეტეორიზმი.

უკუჩვენებები:

* ჰიპერკალციემია, როგორც ჰიპერპარათირეოზის შედეგი (პირველადი ან მეორადი);

* ვიტამინის ჰიპერდოზირება;

* დეკალცინირებადი სიმსივნეები, როგორიცაა მიელომა, ძვლოვანი მეტასტაზები, სარკოიდოზი;

* კალციუმის კონცენტრაციის მომატება სისხლში ან შარდში;

* შარდკენჭოვანი დაავადება და თირკმლის უკმარისობა;

* ხანგრძლივი იმობილიზაციით გამოწვეული ოსტეოპოროზი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იზრდება კალციუმისა და D ვიტამინის მიმართ მოთხოვნილება.

კალციუმი D3 ნიმკომედის მიღება ნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს, თუმცა აუცილებელია კალციუმისა და D ვიტამინის სხვა წყაროებიდან დამატებით მიღების გათვალისწინება და მუდმივი სამედიცინო კონტროლის ჩატარება.

განსაკუთრებული მითითებები:

* კალციუმი-D3 ნიკომედის ტაბლეტი შეიცავს ასპარტამს, ამიტომ პრეპარატის მიღება ფენილკეტონურიით დაავადებულთათვის არ შეიძლება.

* თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის (ჩვეულებრივ აღენიშნებათ ასაკოვან ადამიანებს) ან უმნიშვნელო ჰიპერკალციურიის მქონე პირებში აუცილებელია შარდსა და სისხლში კალციუმის კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი. გარდა ამისა, აუცილებელია შარდში გამოყოფილი კალციუმის კონტროლი იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ კენჭები თირკმელში, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰიპერკალციურიის განვითარება.

* თიაზიდური ჯგუფის დიურეტიკების მიმღებ პაციენტებს იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება აღენიშნოთ ჰიპერკალციემია. პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ იმ პაციენტებს, რომლებიც იღებენ სათითურას პრეპარატებს.

ჭარბი დოზირება:

დოზის მწვავე ან ქრონიკული გადაჭარბებისას გაცილებით სერიოზულ შედეგად ითვლება D ვიტამინისადმი ჰიპერმგრძნობელობით განპირობებული ჰიპერკალციემიის განვითარება. ტოქსიკური ეფექტი შესაძლებელია განვითარდეს დღე-ღამეში 200 საღეჭი ტაბლეტის მიღებისას.

სიმპტომები: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, სისუსტე, თავის ტკივილი (ამ დროს კალცუმის დონე სისხლში დაახლოებით 2,6 მმოლ/ლ-ს აღწევს), შესაძლებელია გულის წასვლა და კომის განვითარება. პოლიდიფსია და პოლიურია თირკმლის შესაძლო დაზიანებაზე მიგვითითებს.

მკურნალობა: აუცილებელია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. საჭიროა ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა და დიეტის დაცვა კალციუმის რაოდენობის შეზღუდვით. ძალიან მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდების ან სხვა სპეციალური თერაპიის გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კალციუმმა შეიძლება ტეტრაციკლინის რიგის, ფთორის ან რკინის შემცველი პრეპარატების აბსორბცია გაძლიეროს. ამიტომ კალციუმი-D3 ნიკომედის ტაბლეტების მიღება აუცილებელია ზემოთაღნიშნული პრეპარატების მიღებამდე 3 საათით ადრე ან შემდეგ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მჭიდროდ დახურულ ფლაკონში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

კატეგორია : ონკოლოგია

-გამარჯობა. ერთი წლის წინ დავასრულე მეორე ლაქტაცია.ასაკი 27 წ. უბრალოდ გადასამოწმებლად გადავიღე მკერდის ეხო. სადაც მითხრეს , რომ ხედავდნენ რაღაცა უბანს,(არც კვანძს და არც რამე საეჭვოს) რომელიც რადიოლოგმა მითხრა, რომ სავარაუდოდ იყო რძის ნარჩენი. დიაგნოზში დამიწერეს დიფუზური ფიბროადენომატოზი და განმეორებითი კვლევა ერთი თვის შემდეგ. მეორე დღესვე წავედი ონკოლოგიის ინსტიტუტში, მამოლოგის კონსულტაციაზე, გამსინჯა კლინიკის პირველმა მამოლოგმა,ორი წუთი დამადო ზუსტად მკერდზე ხელი და აქ არაფერი არ არისო,თუმცა მაინც გადამაღებინა თავიდან მკერდის ეხო და ასევე ფარისებრის. აქ არაფერი არ გამოჩნდა არსაად. გამომიშვეს სახლში, დაასკვნაში დამიწერეს პათოლოგიის გარეშე და ვიზიტი ერთი წლის შემდეგ. ძაან დაბნეული ვარ, რა ვქნა არ ვიცი. 6 თვეში რომ მივიდე ისევ კონტროლზე და რამე კისტა ან რამე მქონდეს ხო არ დავაგვიანებ ან დაუშვათ რომ მქონდეს ეს რაღაცაც ხო არ გადაგვარდება ამ ხნის მანძილზე.

ვამელანი - VAMELAN - ВАМЕЛАН - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები