რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

ენციკლოპედია

ვაგოსტაბილი - VAGOSTABYL - ВАГОСТАБИЛ

მწარმოებელი: Laboratories LEURQUIN MEDIOLANUM S. A.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფიტოპრეპარატი მინერალებით; სედატიური, საგულე და სპაზმოლიზური აქტივობის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.

1 ტაბ.

კუნელის მშრალი ექსტრაქტი ............... 50 მგ
მელისას მშრალი ექსტრაქტი ............... 45 მგ
კალციუმის ლაქტატი ......................... 50 მგ
მაგნიუმის თიოსულფატი .................... 10 მგ

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვაგოსტაბილი არის კომბინირებული პრეპარტი, რომელიც სამკურნალო მცენარეებისა და მინერალების ექსტრაქტების კომპლექსისაგან შედგება. კუნელი აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამაგრებს კაპილარებსა და სისხლძარღვების კედლებს, ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზაციას. მელისა ავლენს სედატიურ, ჰიპოტენზიურ, ანტისპაზმურ და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას. კალციუმი აუცილებელია გულის სტაბილური მოქმედების შენარჩუნებისათვის, ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესის განხორციელებისათვის, ასევე მონაწილეობას ღებულობს ძვლის ქსოვილის ფორმირებაში, სისხლის შედედების პროცესში. მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, რითაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

 

ენებები:
  • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, რასაც თან ახლავს გაღიზიანება, შფოთვა, დაღლილობა, გაფანტულობა;
  • ძილის დარღვევის მსუბუქი ფორმები;
  • კლიმაქტერული სინდრომი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები;
  • ნეიროცირკულატორული დისტონია.

 

 

დოზირები რეჟიმი: მოზრდილები: შფოთვის, დაძაბულობისა და გაღიზიანებული მდგომარეობების დროს ინიშნება: 2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში ჭამამდე. ძილის დარღვევების დროს: 2 ტაბლეტი სადილის დროს და 2 ტაბლეტი ძილის წინ. ბავშვებში: ძილის დარღვევების დროს: 1 ტაბლეტი სადილის დროს და 1 ტაბლეტი ძილის წინ.

 

 

გვერდითი მოვლენები: იშვიათად აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

 

 

უკუჩვენებები: * ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

 

 

ორსულობა და ლაქტაცია: ვაგოსტაბილის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის კონტროლის ქვეშ.

 

 

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას.

 

ვაგოსტაბილი - VAGOSTABYL - ВАГОСТАБИЛ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები