რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

ენციკლოპედია

ადისონის დაავადება - Morbus Addisoni - Аддисонова болезнь

ადისონის დაავადება თირკმელზედა ჯირკვლის (თზჯ) პირველადი ქრონიკული უკმარისობაა. მას საფუძვლად უდევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის დესტრუქცია (სტრუქტურის დარღვევა), რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების  გლუკოკორტიკოიდების (კორტიზოლის) და მინერალკორტიკოიდების (ალდოსტერონის)  წარმოქმნის დაქვეითება მოჰყვება. ასიდან 80 შემთხვევაში ადისონის დაავადება თირკმელზედა ჯირკვლის აუტოიმუნურ დაზიანებას უკავშირდება. ხშირია თზჯ-ის ტუბერკულოზური დაზიანებაც. სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია მეტასტაზური კიბო, ათაშანგი, სარკოიდოზი, ამილოიდოზი, ჰემაქრომატოზი, სოკოვანი ინფექცია. დაავადებას (თუმცა იშვიათად) საფუძვლად შეიძლება დაედოს თზჯ-ში სისხლის ჩაქცევა ორსულობის, ინფექციის, ტრავმის, ქირურგიული ოპერაციების დროს.

დაავადება თანდათან ვითარდება. თანდათან ვითარდება ძლიერი სისუსტე, სწრაფი დაღლა, წონის კლება, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ამენორეა (მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტა).

სიმპტომები და მიმდინარეობა

  • მოყავისფრო-ბრინჯაოსფერი პიგმენტაცია კანისა და ლორწოვანი გარსის იმ ადგილებში, მლებიც სინათლის ზემოქმედებას განიცდის: სახეზე, კისერზე, ხელის მტევნებზე. პიგმენტაცია ძლიერდება იდაყვების, იღლიების, საზარდულის, ნაწიბურების მიდამოშიც. ყავისფერი ლაქები ჩნდება ღრძილებზე, ენაზე, ტუჩებზე, ლოყის შიგნითა, ლორწოვან ზედაპირზე;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის ზომების შემცირება;
  • ნერვულ-ფსიქიკური დარღვევები  პარესთეზია, კრუნჩხვა, მეხსიერების დაქვეითება, აგზნებადობა, დეპრესია;
  • ჰიპოგლიკემია;
  • იღლიებსა და ბოქვენზე თმიანობის შემცირება, განსაკუთრებით  ქალებში.

დაავადება უფრო ძლიერად ვლინდება ინფექციის, ტრავმის, ორსულობის, სტრესული ზემოქმედების დროს. მოსალოდნელია, განვითარდეს თზჯ-ის მწვავე უკმარისობა  ე.წ. ადისონის კრიზი. მისთვის დამახასიათებელია მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება, ჰიპოგლიკემია, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, სისუსტე.

დიაგნოსტირება. ჩივილებსა და ობიექტურ გამოვლინებებთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის გამოკვლევას. აუცილებელია სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, რათა დადგინდეს სისხლის პლაზმაში თზჯ-ის ჰორმონების დონე. საჭიროა თზჯ-ის რენტგენოლოგიური კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა. მკურნალობა ეფუძნება ჩანაცვლებით თერაპიას გლუკოკორტიკოიდებისა და მინერალკორტიკოიდების კომბინაციით. აქტიური და ადეკვატური თერაპიის შემთხვევაში პროგნოზი საიმედოა. მკურნალობის შემდეგ უმრავლესობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

 

 

ადისონის დაავადება - Morbus Addisoni - Аддисонова болезнь - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები