რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

ენციკლოპედია

ეუკარბონი - EUCARBON - ЭУКАРБОН

მწარმოებელი:

F. TRENKA CHEMISH - PHARMACEUTISCHE FABRIK

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საფაღარათო საშუალება

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10, 30 100 და 1000 ც.

კომბინირებული პრეპარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენტეროსორბენტი. ეუკარბონი შეიცავს მხოლოდ ნატურალურ და მინერალურ ინგრედიენტებს. მისი მსუბუქი საფაღარათო და გაზგამყვანი ეფექტი განპირობებულია სენის ფოთლებისა და რევანდის ექსტრაქტის საფაღარათო მოქმედებითა და მცენარეული ნახშირის უნარით – შებოჭოს სხვადასხვა წარმოშობის ტოქსინები. ეუკარბონს გააჩნია მსუბუქი სადეზინფექციო მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. საფაღარათო ეფექტის მისაღებად ანტრაქინონის გლიკოზიდებიდან, რომლებსაც შეიცავენ სენის ფოთლები და რევანდის ექსტრაქტი, საჭიროა მათი ისეთი რაოდენობით მიღება, რომ A და B სენოზიდების რაოდენობამ 15-30 მგ შეადგინოს. ვინაიდან სენოზიდების შემცველობა ეუკარბონის ტაბლეტში საკმაოდ დაბალია, ყაბზობის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ საჭიროა დოზის ინდივიდუალური შერჩევა. საფაღარათო ეფექტი ვითარდება პრეპარატის მიღებიდან 8 – 10 საათის შემდეგ. ჩვენებები:

  • სხვადასხვა გენეზის ყაბზობა, მეტეორიზმი.

 

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები მიიღება დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად კვების დროს ან მის შემდეგ: 12 წლის ზემოთ: 1-2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში, მაქსიმალური საფაღარათო ეფექტის მისაღებად. უფრო ძლიერი ეფექტისათვის დასაშვებია საღამოს დოზის გაზრდა 3-4 ტაბლეტამდე. 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები (ინიშნება პედიატრის მიერ): 1/2 – ერთი ტაბლეტი საკვებთან ერთად ან მის შემდეგ 1-3-ჯერ დღეში. ნაწლავების ინტენსიური დაცლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სწრაფი გასუფთავების მიზნით (მაგ.: რენდგენოლოგიური გამოკვლევის, განსაკუთრებით პიელოგრაფიის წინ) 6-8 ტაბლეტი მიიღება საღამოს დიდი რაოდენობის წყალთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლოვობა არ აღემატება 2 კვირას. სხვადასხვა პაციენტს პრეპარატზე სხვადასხვაგვარი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს. დოზა ინდივიდუალურად უნდა იქნას შერჩეული. ორსულებში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.

გვერდითი მოვლენები: ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დიარეა – იშვიათია. ხანდახან ტუტე რექციის გამო შესაძლებელია შარდის წითლად შეფერვა, რასაც კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია. უკუჩვენებები: პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ნაწლავის გაუვალობა, ნაწლავის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება ან ქრონიკული ანთების გამწვავება, უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი მუცლის არეში. წყალ-მარილოვანი წონასწორობის ძლიერი დარღვევა. ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის ანთება. უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ავტომობილისა და სხვადასხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა: პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე, არ მოქმედებს ორგანიზმის ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე და არ იწვევს ძილიანობას.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: ეუკარბონმა შესაძლოა გააძლიეროს საგულე გლიკოზიდების ეფექტი. სხვა პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ ექიმს. თუ მკურნალობთ დამოუკიდებლად, მიმართეთ ექიმს მკურნალობის მიზანშეწონილობის თაობაზე. ჭარბი დოზირება:

დიარეა მიუთითებს დოზის გადაჭარბებაზე; ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მიღების შეწყვეტა. ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. პრეპარატის მიღებამდე შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე. დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება. შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუდგომელ ადგილას. გაცემის პირობები: ურეცეპტო.

ეუკარბონი - EUCARBON - ЭУКАРБОН - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები