რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

ენციკლოპედია

დიმექსი - DIMEX - ДИМЕКС

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი+ამონიუმის ქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხველის საწინააღმდეგო პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 125 მლ

10 მლ

დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი ................    0.1992 გ

ამონიუმის ქლორიდი .................................        1.992 გ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას ანჰიდრიდი, მენთოლი, ეთანოლი 96%, ბენზოის მჟავა, სორბიტის მჟავა, საქაროზა, გლიცეროლი, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს H1-მაბლოკირებელ საშუალებას, რომელსაც ახასიათებს გამოხატული ანტიქოლინერგული და სედატიური ეფექტი. ძლიერი ანტიქოლინერგული (M-ქოლინოლიზური) მოქმედება განაპირობებს ბრონქული სეკრეციის შემცირებას და სპაზმოლიზურ ეფექტს.

ამონიუმის ქლორიდს ახასიათებს სეკრეტომოტორული აქტივობა - სასუნთქი ეპითელის წამწამების მოძრაობის სტიმულირებით ხელს უწყობს ნახველის ევაკუაციას.

ჩვენებები:

დიმექსი გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებათა კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი დაავადებების დროს:

  • ზედა სასუნთქი გზების ანთება;
  • მწვავე ან ქრონიკული ბრონქიტები;
  • ტრაქეობრონქიტი.

მიღების წესები და დოზირება:

1-3 წლის ასაკის ბავშვებში: 1/2 ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღში;

4-8 წლის ასაკის ბავშვებში: 1/2-ერთი ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში;

მოზრდილებში და ბავშვებში 10 წლის ასაკის ზევით: 1-2 ჩაის კოკზი ყოველ 6-8 საათში.

მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.

გვერდითი მოვლენები:

დიმექსმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, რაც გრძელდება თითქმის 8 სთ-ის განმავლობაში პრეპარატის მიღებიდან. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, ღებინება, ნევროზული მდგომარეობა. პრეპარატი ზოგჯერ იწვევს აგზნების პარადოქსულ რეაქციებს: უძილობას, აგზნებადობას, კანკალს. ასევე აღინიშნება სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მხედველობის დარღვევა, შარდის გამოყოფის გართულება, მადის მომატება.

უკუჩვენებები:

*ბრონქული ასთმის მწვავე შეტევა;

*პეპტიური წყლული;

*პროსტატის ჰიპერტროფია;

*დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

*ერთ წლამდე ასაკის ბავშვები;

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ორსულებში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება ორსულებში რეკომენდებული არ არის. ცნობილია, რომ პრეპარტი აღწევს დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის დრო ასევე არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

ჩვილ ბავშვებში (განსაკუთრებით დიდი დოზებით) პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაციებიც, ძილიანობა, წნევის დაქვეითება. განსაკუთრებული ყურადღებით გამოიყენება ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში. პრეპარატი ენიშნებათ სიფრთხილით მძღოლებსა და იმ პირებს, რომელთაც მუშაობა უხდებათ სხვადასხვა მანქანა-დანადგარებთან.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რაც ვლინდება როგორც დათრგუნვის, ასევე აგზნების სიმპტომებით. ჭარბ დოზირებას შეიძლება ახლდეს პირის სიმშრალე, გუგების გაფართოება, კანის გაწითლება, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი, სიმპტომატური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დიმექსის გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან (ნურედალი და სხვა პრეპარატები) ერთად იწვევს მისი მოქმედების გაძლიერებას.

პრეპარატის გამოყენებამ დეპრესიის საწინააღმდეგო ტრიციკლურ პრეპარატებთან ერთად (ამიტრიპტილინთან, ფსიქოფორინთან და სხვა.) შეიძლება გამოიწვიოს, მისი გვერდითი ეფექტების გაძლიერება (ძირითადად ხანდაზმულებში).

დიმექსისა და ალკოჰოლის კომბინირებული გამოყენება ზრდის მის ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

დიმექსი - DIMEX - ДИМЕКС - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები