რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

ენციკლოპედია

გრანდაქსინი® - GRANDAXIN® - ГРАНДАКСИН®

საერთაშორისო დასახელება:

TOFISOPAM

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ტოფიზოპამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტრანკვილიზური საშუალება. ბენზოდიაზეპინების ჯგუფის დღის ანქსიოლიტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ტოფიზოპამი ...............  50 მგ

სხვა კომპონენტები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, ტალკი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბენზოდიაზეპინის წარმოებული - ტოფიზოპამი (2.3-ბენზოდიაზეპინი) სხვა ბენზოდიაზეპინების წარმოებულებისგან განსხვავდება, როგორც ქიმიური შემადგენლობით, აგრეთვე ფარმაკოლოგიური თვისებებით.

პრეპარატის ანქსიოლიზური ეფექტი დადგენილია ექსპერიმენტში ჩატარებული კვლევის შედეგად და დამტკიცებულია მისი კლინიკაში ფართოდ გამოყენების საფუძველზე. ამასთან, პრეპარატს არ გააჩნია სედატიური მოქმედება. პრეპარატი სხვა ანქსიოლიზურ საშუალებებთან შედარებით ეფექტურია ვეგეტატური კორელატების კორეგირების მხრივ, რომლებიც თან ახლავს შიშისა და დაძაბულობის შეგრძნებას. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატს გააჩნია სუსტად გამოხატული ფსიქომასტიმულირებელი მოქმედება, იგი უარყოფითად არ მოქმედებს პაციენტის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. პრეპარატი აძლიერებს ფსიქიკური კონცენტრაციის უნარს.

ვინაიდან პრეპარატს არ გააჩნია მიორელაქსაციური ეფექტი, იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ნეირომუსკულური დაავადების არსებობის შემთხვევაშიც. ტოფიზოპამი თერაპიულ დოზებში არ ახდენს ალკოჰოლის ეფექტის პოტენცირებას.

პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად აღინიშნება. იგი არ თრგუნავს გულ-სისხლძარღვთა ფუნქციას.

იმის გამო, რომ პრეპარატს არ გააჩნია სედატიური მოქმედება, იგი წარმოადგენს დღის ანქსიოლიზურ საშუალებას.

ჩვენებები:

  • ფსიქიკური (ნევროზული) და სომატური დარღვევები რომლებსაც თან ახლავს შფოთვა, ვეგეტატიური დარღვევები, ენერგიისა და/ან მოტივაციის არარსებობა, აპათია, დაღლილობა, გუნება-განწყობის დაქვეითება;
  • მკერდის არეში ფსევდოანგინოზური ტკივილის სიმპტომური მკურნალობა;
  • ალკოჰოლის მოხსნის სინდრომი: ეს პრეპარატი ხელს უწყობს ვეგეტატიური სიმპტომებისა და აგზნების კუპირებას პრედელირიოზული და დელირიოზული მდგომარეობისას.
  • გრანდაქსინის გამოყენება შეიძლება იმ შემთვევაშიც, როდესაც უკუნაჩვენებია მიორელაქსანტების მიღება. მაგალითად, მიასთენიის, მიოპათიისა და კუნთების ნევროგენული ატროფიის დროს.

მიღების წესები და დოზირება:

გრანდაქსინის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმს დანიშნულებით. ნებისმიერი საკითხის გასარკვევად საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

ჩვეულებრივი დოზები: 1-2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში (დღე-ღამური დოზა 5-დან 300 მგ-მდე). არარეგულარული გამოყენებისას შეიძლება 1-2 ტაბლეტის მიღება.

მკურნალობის დაწყება შეიძლება ნებისმირი დასაშვები დოზით. დოზის თანდათანობითი ზრდა ჩვეულებრივ, არ არის საჭირო, ვინაიდან პრეპარატი ადვილად ასატანია და მისი მიღებისას, ჩვეულებრივ, არ აღინიშნება უძილობის შემცირება.

გრანდაქსინის ტაბლეტის მიღების დავიწყების შემთხვევაში არ უნდა იქნას მიღებული ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების ასანაზღაურებლად. ექიმი განსაზღვრავს პრეპარატ გრანდაქსინით მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას. ექიმის მითითებები აუცილებლად უნდა შესრულდეს.

გვერდითი მოვლენები:

ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს, შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან ყველა არ განვითარდეს.

გრანდაქსინის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენები: უმადობა, ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, დაძაბულობის შეგრძნება, უძილობა, მომატებული გაღიზიანებადობა, აგზნება, გამონაყარი კანზე, ქავილი, კუნთების დაჭიმულობა, ტკივილი კუნთებში, სუნთქვის დარღვევა.

ზოგჯერ აღინიშნება სიყვითლე, შეიძლება აღინიშნოს გონების დაბინდვა, კრუნჩხვითი შეტევები ეპილეფსიით დაავადებულებში.

უკუჩვენებები:

*ალერგია, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტისა ან ნებისმიერი სხვა ბენზოდიაზეპინის მიმართ;

*სუნთქვის დეკომპენსირებული უკმარისობა ან რესპირატორული დისტრეს-სინდრომი;

*ანამნეზში ძილის დროს სუნთქვის შეწყვეტის სინდრომი;

*ანამნეზში კომატოზური მდგომარეობა.

*ორსულობის პირველი სამი თვე და ლაქტაციის პერიოდი.

არსებული დაავადებისას ან დანიშნული პრეპარატის შესახებ ზუსტი ინფორმაციის უქონლობისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

გრანდაქსინი გადის პლაცენტარულ ბარიერს. ამ პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში. ორსულ ქალებში ამ პრეპარატის დანიშვნამდე საჭიროა მკურნალობის შესაძლო სარგებლისა და რისკის გათვალისწინება.

ძუძუთი კვება: პრეპარატი რძით გამოიყოფა. ამიტომ მისი მიღება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

აუცილებელია სიფრთხილე, ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადების არსებობისას:

*ქრონიკული რესპირატორული დისტრეს-სინდრომი ან ანამნეზში სუნთქვის მწვავე უკმარისობა;

*თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (პრეპარატ გრანდაქსინის ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს);

*სხვა ფსიქიკური დაავადება (დეპრესია, ქრონიკული ფსიქოზი, ფობიები, აკვიატებული მდგომარეობები, პიროვნების დარღვევები). გრანდაქსინმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ამ დაავადებათა სიმპტომებზე:

*ეპილეფსია (პრეპარატ გრანდაქსინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხითი შეტევები);

*დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

გრანდაქსინის თითო ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზის 92 მგ-ს. ეს უნდა იყოს გათვალსიწინებული იმ ავადმყოფთათვის, რომელთაც აქვთ ლაქტოზის აუტანლობა.

ამ პრეპარატის მკურნალობისას არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელის მიღება.

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: მიუხედავად იმისა, რომ გრანდაქსინი არ იწვევს ძილიანობას ან სედატიურ ეფექტს, პაციენტები არ უნდა მართავდნენ ტრანსპორტს და არ უნდა შეასრულონ უბედური შემთხვევების მაღალი რისკის მქონე სამუშაო, მკურნალობის პირველი კურსის დასაწყისში მაინც. შემდგომში ამ შეზღუდვის ხანგრძლივობა და ხარისხი ინდივიდუალურად დგინდება თითოეული პაციენტისთვის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დაუშვებელია გრანდაქსინის მიღება შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

პრეპარატები, რომლებიც თრგუნავს ცენტრალური ნევრული სისტემის ფუნქციებს (ანალგეტიკები, ზოგადი ანესთეზიის საშუალეები, ანტიდეპრესანტები, H1-ანტიჰისტამინური პრეპარატები, სედატიურ-საძილე, ანტიფსიქოზური), ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორები (ალკოჰოლი, ნიკოტინი, ბარბიტურატები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები), სოკოს საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (კეტოკონაზოლი, ინტრაკონაზოლი), ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი (კლონიდინი, კალციუმის არხის ანტაგონისტები), დიგოქსინი, ვარფარინი, ანტაციდური და პერორალური კონტრაცეპტიული საშუალებები.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებისას, დაუყოვნებლივ საჭიროა მიმართვა უახლოეს საავადმყოფოში. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები ექიმის ინფორმირებისათვის.

ჭარბი დოზირების სიმპტომები: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციათა დათრგუნვის სიმპტომები ვლინდება მხოლოდ მაღალი დოზების მიღების შემდეგ (50-120 მგ/კგ სხეულის წონაზე). ასეთმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, გონების დაბინდვა, კომა. სუნთქვის დათრგუნვა და/ან ეპილეფსიური შეტევები.

მკურნალობა: ცნს-ის ფუნქციების გამოხატული დათრგუნვისას არ არის რეკომენდებული ღებინების გამოწვევა. თუმცა შეიძლება კუჭის ამორეცხვა. აქტივირებული ნახშირის მიღება ხელს უწყობს პრეპარატის შეწოვის შემცირებას; ანტაგონისტის სახით შეიძლება ფლუმაზენილის (ანექსატის) შეყვანა, თუმცა იგი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტოფიზოპამს ან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს.

ასევე არ არის სასურველი მისი გამოყენება ბენზოდიაზეპინებისა ან ფლუმაზენილის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, ან ანამნეზში ეპილეფსიის არსებობისას. საჭიროა ძირითადი ფიზიოლოგიური პარამეტრების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სუნთქვის დათრგუნვისას ფლუმაზელენის შეყვანასთან ერთად შეიძლება დამხმარე სუნთქვის განხორციელება. ცნს-ის სტიმულატორების შეყვანა არ არის რეკომენდებული. ჰიპოტენზია ყველაზე კარგად აღმოიფხვრება სითხეების ი/ვ შეყვანის და პაციენტის მოთავსებით ტრენდელენბურგის მდგომარეობაში. თუ ამ ზომებით არ აღდგა ნორმალური არტერიული წნევა, შეიძლება დოფამინის ან ნორადრენალინის გამოყენება. დიალიზი და ფორსირებული დიურეზი უსარგებლოა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

გრანდაქსინი® - GRANDAXIN® - ГРАНДАКСИН® - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები