რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

ენციკლოპედია

გენტამიცინი (თვალის წვეთები) - GENTAMICIN - ГЕНТАМИЦИН

საერთაშორისო დასახელება:

GENTAMICIN

მწარმოებელი:

Warsaw pharmaceutical work POLFA, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: გენტამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.3% ფლაკონში: 5 მლ

1 მლ

გენტამიცინი ...........     3 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ჰიდროსულფატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გენტამიცინი მიეკუთვნება ამინოგლიკოზიდების ჯგუფს. გააჩნია ძლიერი ბაქტერიოციდული მოქმედება შემდეგ მიკრობებზე: Enterobacteriaceae, Pseudomonas aeruginosa-ს რამოდენიმე შტამი, Staphilococcus spp.  (მათ შორის მეტაციკლინისადმი მდგრად შტამებზე), Campilobacter spp. ავლენს ცვალებად აქტივობას Enterococcus spp. და Streptococcus spp. მიკროორგანიზმების მიმართ. ტოპრამიცინისადმი მდგრადი მიკროორგანიზმები ასევე ავლენენ მდგრადობას გენტამიცინის მიმართ (ჯვარედინი რეზისტენტობა). არ მოქმედებს ანაერობებზე.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული ბლეფაროკონიუნქტივიტი და დაკრიოცისტიტი;
  • წყლულოვანი კერატიტი.

პრეპარატი გამოიყენება პრე- და პოსტოპერაციული პროფილაქტიკის მიზნით.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება 1-2 წვეთი კონიუნქტივურ ღრუში ჩასაწვეთებლად ყოველ 4 სთ-ში.

გვერდითი მოვლენები:

მკურნალობის პროცესში შეიძლება გამოვლინდეს: ცრემლდენა, თვალის ჰიპერემია, წვა, სინათლის შიში. მხედველობის დარღვევა შეიძლება აღინიშნოს პრეპარატის ჩაწვეთებიდან რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სოკოვანი ან გენტამიცინისადმი მდგრადი შტამებით განპირობებული წყლულოვანი კერატიტი.

პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, თრომბოციტოპენიური პურპურა და ჰალუცინაციები.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა ამინოგლიკოზიდებისადმი;
  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებას ადგენს ექიმი.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი რეკომენდებულია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის კონიუნქტივაზე.

არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ვინაიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს გენტამიცინისადმი რეზისტენტული მიკრობები, ასევე სოკოები.

თვალის მძიმე ბაქტერიული ინფექციებისას ადგილობრივ მკურნალობას უნდა დაემატოს სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია. პრეპარატის ჩაწვეთებას შეიძლება თან ახლდეს ცრემლდენა, ამიტომ იგი არ უნდა იქნას გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების მართვის წინ.

ჭარბი დოზირება:

ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებით არ არსებობს მონაცემები გენტამიცინის ადგილობრივი მოხმარების შემთხვევაში.

გენტამიცინი (თვალის წვეთები) - GENTAMICIN - ГЕНТАМИЦИН - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები