რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

ენციკლოპედია

ბისეპტოლი - BISEPTOL - БИСЕПТОЛ

საერთაშორისო დასახელება:

CO- TRIMOXAZOLE

მწარმოებელი: Medana Pharma S.A.,პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: სულფამეტოქსაზოლი +ტრიმეტოპრიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული სულფანილამიდური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუსპენზია პერორალური მიღებისათვის:

ფლაკონში 80 მლ

5 მლ

სულფამეტოქსაზოლი ...........        200 მგ

ტრიმეტოპრიმი ...................       40 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კრემოფორი RH40, მაგნიუმ-ალუმინის სილიკატი, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, მეთილჰიდროქსიბენზოატი (0.15 გ), პროპილჰიდროქსიბენზოატი (0.05 გ), ნატრიუმის საქარინატი (0.064 გ), მალტიტოლი, მოცხარის არომატი, პროპილენგლიკოლი (2.5 გ), გასუფთავებული წყალი.

შაქარს არ შეიცავს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ორი აქტიური ნივთიერების ტრიმეტოპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია თრგუნავს ფოლის მჟავას სინთეზს, რომელიც მიმდინარეობს ორ სხვადასხვა ბიოსინთეზურ ეტაპად, რაც იწვევს ბაქტერიების დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას სინთეზის ინჰიბირებას.

პრეპარტი თრგუნავს შემდეგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდასა და განვითარებას, როგორიცაა: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ფილტვების ანთების გამომწვევ-დიპლოკოკები, გონოკოკები, დიზენტირიის ჩხირები, მუცლის ტიფისა და პარატიფის ჩხირები, კოლი-ჩხირები, პროტეუსის ჩხირი.

ბისეპტოლი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან: პრეპარატის მიღებიდან 1-3 სთ-ის შემდეგ აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში. პრეპარატის 60-80% გამოიყოფა თირკმელებიდან უცვლელი სახით.

ჩვენებები:

 

  • სასუნთქი გზების ინფექციები -  ქრონიკული ბრონქიტი, ცხვირის წიაღების ანთება;
  • საშარდე გზების ინფექციები - ქრონიკული პიელონეფრიტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია სალმონელათი, შიგელებით, E. coli;
  • სასქესო ორგანოების ინფექციები, მათ შორის გონორეული ურეთრიტი;
  • სხვა ბაქტიერული ინფექციები, მაგალითად, კანის, გნსაკუთრებით ჭრილობით განპირობებული ინფექციები.

 

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატს იღებენ პერორალურად ჭამის დროს, ან მის შემდეგ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად. გამოყენების წინ საჭიროა პრეპარატის შენჯღრევა ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე.

ბავშვებში ძირითადად ინიშნება 5 მგ-მდე ტრიმეტოპრიმი 1 კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში,

მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში - 20 მლ სუსპენზიია ყოველ 12 სთ-ში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს.

გვერდითი მოვლენები:

ზოგჯერ შესაძლებელია გულისრევა, ღებინება და კანზე ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

სულფანილამიდების მიმართ სენსიბილიზააცია, ორსულობის პერიოდი, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე ფორმის დაზიანებები. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა სისხლის სურათის შემოწმება.

პრეპარატის ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

თირკმელების უკმარისობის დროს რეკომენდებულია სპეციალური დოზირება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დიურეზულ საშუალებებთან კომბინაციაში ბისეპტოლი ზრდის სისხლდენით მიმდინარე თრომბოციტოპენიის განვითარების შესაძლებლობას.

ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში ზრდის პროთრომბინის დროს. აძლიერებს სულფანილშარდოვანას შემცველი პრეპარატების ეფექტს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ბისეპტოლი - BISEPTOL - БИСЕПТОЛ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები