საერთაშორისო დასახელება:
PARACETAMOL; CHLOPHENIRAMINE;
მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი
მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი+ ქლორფენირამინის მალეატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გრიპისა და გაციების სიმპტომების მოსახსნელი საშუალება.
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
პარაცეტამოლი ........................... 650 მგ
ქლორფენირამინის მალეატი ........ 4 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი.
პარაცეტამოლი წარმოადგენს ანალგეზიურ და ანტიპირეტულ საშუალებას, მცირედ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსის უპირატესად თერმორეგულაციის ცენტრში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან.
პერორალური მიღებისას, იგი სწრაფად აბსორბირდება და ეფექტს ავლენს მიღებიდან 15-30 წუთში.
ქლორფენირამინის მალეატი H1-ჰისტამინო რეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების კაპილარების გამტარობას, ცრემლდენას, სურდოს, თვალებისა და ცხვირის ქავილს.
ა-ფერინი ფორტე ტაბლეტები გამოიყენება გრიპისა და გაციების თანმხლები ცხვირიდან გამონადენის, სურდოს, ცხვირისა და ყელის ქავილის, თავის ტკივილის, ყელის ტკივილის, ცხელების ზოგადი სისუსტის, რინიტის, თვალების ქავილისა და ცრემლდენისას.
მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები: 1 ტაბლეტი ყოველ 4-6 სთ-ში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 6 ტაბლეტი. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 3-5 დღე.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის დანიშნვა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში გამოხატულია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნერვული აშლილობა, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები. ასეთ შემთხვევაში საჭიროა კუჭის გაწმენდა გასტრალური ლავაჟი და სიმპტომური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ა-ფერინით მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.