მწარმოებელი: HEEL, გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ყელ-ყურ-ცხვირის ანთებითი დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.
გამოშვების ფორმა:
სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მწვავე მდგომარეობისას - 1 ტაბლეტი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში, ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე წყლის მიყოლების გარეშე.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს გაძლიერებული სალივაციის (ნერწყვდენა) დროს.
არ გააჩნია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავია თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.