საერთაშორისო დასახელება:
HYOSCINE BUTYLBROMIDE
მწარმოებელი: GMP, საქართველო
მოქმედი ნივთიერება: ჰიოსცინის ბუთილბრომიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მ-ქოლინორეცეპტორების ბლოკატორი.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ც.
1 ტაბ.
ჰიოსცინის N-ბუთილბრომიდი .......... 10 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს ახასიათებს შინაგანი ორგანოების (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის სადინარების, შარდ-სასქესო გზების) გლუვ კუნთებზე სპაზმოლიზური მოქმედება, ამცირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვლების სეკრეციას.
ჰიოსცინის ბუთილბრომიდი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, რის გამოც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ვერ ახდენს ანტიქოლინერგულ მოქმედებას.
მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში.
ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით - 10 მგ (1 ტაბლეტი) 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.
გვერდითი მოვლენები:
პირის სიმშრალე, კანის სიმშრალე, ტაქიკარდია, ძილიანობა, აკომოდაციის დარღვევა.
შესაძლებელია შარდის შეკავება. ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი კანზე ან სუნთქვის გაძნელება.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუმცა, ახალშობილებში არასასურველი ეფექტის შემთხვევები აღწერილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ნაწლავთა გაუვალობის საშარდე გზების ობსტრუქციის (მათ შორის წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის არსებობისას) დროს, ასევე ტაქიარითმიისადმი (მათ შორის მოციმციმე არითმია) მიდრეკილებისას.
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. ამიტომ სიმპტომები და რეკომენდაციები თეორიული ხასიათისაა.
სიმპტომები: შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, ჰიპერემია, ტაქიკარდია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დათრგუნვა, მხედველობის გარდამავალი დარღვევა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირით და 15% მაგნიუმის სულფატით. შემდეგ ნაჩვენებია ქოლინომიმეტური საშუალებების გამოყენება. გლაუკომის შემთხვევაში ადგილობრივად ინიშნება პილოკარპინი. აუცილებლობისას ინიშნება 0.5-2.5 მგ ნეოსტიგმინი კუნთში ან ვენაში საინიექციოდ, სიმპტომური თერაპია, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია.
ანასპანი აძლიერებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ანტიჰისტამინური პრეპარატების, ქინიდინის, ამანტადინის, დიზოპირამიდის ანტიქოლინერგულ მოქმედებას.
დოფამინის ანტაგონისტები ანასპანთან კომბინაციაში იწვევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ორივე პრეპარატის მოქმედების შემცირებას.
ანასპანმა შესაძლებელია ბეტა-ადრენერგული საშუალებებით გამოწვეული ტაქიკარდია გააძლიეროს.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 10-250 Cტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.