რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

ენციკლოპედია

მუნი - scabies - чесотка

მუნი (ბღერი) კანის ინფექციურ-პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს მუნის ტკიპა Acarus scabiei. ახასიათებს კანის საფარველის ინტენსიური ქავილი, განსაკუთრებით ღამით, კანზე ნაკაწრებისა და წყვილ-წყვილი ხვრელების არსებობა. მუნის გამომწვევი ისეთი მცირე ზომისაა (200-400 მკ), რომ შეუიარაღებელი თვალით პრაქტიკულად არ ჩანს. პარაზიტები დაახლოებით 1 თვეს ცოცხლობენ. მდედრი კანის რქოვან შრეში აკეთებს ხვრელს, სადაც დღეში 2-3 კვერცხს დებს. კვერცხიდან იჩეკება მატლი, რომელიც 10-14 დღეში გაივლის რამდენიმე სტადიას და ზრდასრულ ტკიპად გადაიქცევა.

მუნი კონტაგიოზური (გადამდები) დაავადებაა. ბავშვებში უფრო იოლად ვრცელდება. გადაედება ავადმყოფთან უშუალო და ხანგრძლივი კონტაქტით, მის მიერ გამოყენებული საგნების (ჭუჭყიანი თეთრეული, ტანსაცმელი, პირადი ნივთები) საშუალებით, სქესობრივი კონტაქტით.

სიმპტომები და მიმდინარეობა. მუნის საინკუბაციო პერიოდი 7-10 დღეს შეადგენს, რის შემდეგაც იწყება კლინიკური გამოვლინება:

  • 4კანის  ძლიერი ქავილი, რომელიც ძლიერდება ღამით და სითბოში, მაგალითად, ლოგინში ჩაწოლისას, თბილი აბაზანის მიღებისას. ქავილი ინტენსიურია ყველგან, გარდა სახისა.
  • 4გამონაყარი - უმთავრესად კანის ნაზ უბნებში ჩნდება. ეს არის წვრილი, ქინძისთავისოდენა, ხაზოვნად დალაგებული ბუშტუკები და კვანძები, ეროზიები, რომლებიც თხელი სისხლიანი ქერქით არის დაფარული.
გამონაყარის ტიპური ლოკალიზაციაა ზემო და ქვემო კიდურების მომხრელი ზედაპირი, მაჯები, ხელის თითების ნაოჭები და გვერდითი ზედაპირები, წელი, მუცელი და დუნდულები, ქალებში - სარძევე ჯირკვლების კანი, მამაკაცებში - გენიტალიუმის არე, ბავშვებში - ხელისგულები და ფეხისგულები, შესაძლოა თავიც, განსხვავებით მოზრდილებისაგან.

გამონაყარის ელემენტები წყვილ-წყვილად არის განლაგებული. ხვრელები ერთმანეთისაგან 0,5-1 სმ-ით არის დაშორებული.

გარდა ჩამოთვლილი სიმპტომებისა, მუნისთვის დამახასიათებელია ე. წ. სამკუთხედის ნიშანი - ხვრელების თავისებური, სამკუთხა განლაგება კუდუსუნის მიდამოში, მწვერვალით დუნდულებს შორის არსებული ნაოჭისკენ. ნაკაწრები (ექსკორიაციები) განსაკუთრებით ფეხებზეა გამოხატული.

გვხვდება მუნის ატიპური ფორმებიც, როდესაც დაავადებისთვის დამახასიათებელი სურათი წაშლილია. მაგალითად, მას, ვინც ყოველდღე ბანაობს, აქვს ნაკლებად შესამჩნევი გამონაყარი, რომელიც ნელა ვრცელდება.

გართულებები. მუნის ყველაზე ხშირი გართულებებია:

  • მეორეული პიოდერმია - ქავილის შედეგად ხდება მეორეული ჩირქოვანი ინფექციის თანდართვა. ახასიათებს პუსტულები და ეროზიები, სეროზულ-ჰემორაგიული და ჩირქოვანი ქერქები, თანმხლები  ძლიერი ქავილი.
  • დერმატიტი - ვითარდება მუნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ და კანის ანთებითი მოვლენები ახასიათებს. კანზე წარმოიქმნება ერითემა (სიწითლე), წვრილი ნახეთქები, თხელფირფიტოვანი აქერცვლა, წვრილი კვანძები, ურტიკარიული პაპულები.
  • ლიმფოპლაზია - კვანძების გაჩენას იწვევს დაავადებულის იმუნურ-ალერგიული რეაქცია მუნის გამომწვევის ცხოველქმედების პროდუქტებზე. რეინვაზიის შემთხვევაში ძველ ადგილებში შეიმჩნევა ლიმფოპლაზია, მაგრამ არ ჩანს მუნის ხვრელები.
იშვიათია ეგზემა და ჭინჭრის ციება, რასაც აკარიციდული პრეპარატების ჭარბი გამოყენება იწვევს.

დიაგნოსტიკა. მუნის დიაგნოზს კლინიკური სურათის მიხედვით სვამენ. მთავარი სადიაგნოზო ნიშანი, რომელიც მას სხვა ქავანა დერმატოზებისგან განასხვავებს, არის მუნის ხვრელების არსებობა.

მკურნალობა. დღეს მუნის სამკურნალოდ გამოიყენება:

  • გოგირდის 33%-იანი მალამო: 5 დღე - წასმა, მე-7 დღეს - დაბანა;
  • ბენზილ-ბენზოატის 25%-იანი (ბავშვებში - 10%-იანი) ხსნარი: 3 დღე - წასმა 12-საათიანი შუალედებით, მე-6 დღეს - დაბანა;
  • სპრეგალი (აეროზოლი): ერთჯერადი მიფრქვევა საღამოს, 12 საათის შემდეგ - დაბანა. გამოიყენება გაურთულებელი მუნის შემთხვევაში.
მკურნალობის შემდეგ საჭიროა ავადმყოფის ორჯერადი გასინჯვა ერთკვირიანი შუალედით.

პროფილაქტიკა. აუცილებელია ავადმყოფის იზოლაცია, მისი თეთრეულისა და ტანსაცმლის დეზინფექცია, ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის ერთდროული პროფილაქტიკური დამუშავება.

მუნი - scabies - чесотка - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები