რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

ენციკლოპედია

ბილობილი® - BILOBIL® (Ginkgo biloba) - БИЛОБИЛ®

ფორმა, შეფუთვა - კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 2 და 6 ბლისტერი.

შემადგენლობა - 1 კაფს. შეიცავს 40 მგ გინკო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრატს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის კოლოიდური ზეჟანგი, ტალკი.

მწარმოებელი - სლოვენია KRKA

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ტვინისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: გინკო ბილობას ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენის ლაქტონები) ხელს უწყობენ სისხლძარღვის კედლის გამტარობის შემცირებას, ხელს უშლიან თრომბიციტების აგრეგაციას. ამის შედეგად უმჯობესდება მიკროცირკულირება, ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების ჟანგბადითა და გლუკოზით მომარაგება. ჩვენება - პრეპარატი ენიშნებათ ხანდაზმული ასაკის პირებს ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებით, რასაც ახლავს: - ყურადღების და/ან მეხსიერების დარღვევა, ინტელექტუალური შესაძლებლობების დარღვევა; - შფოთვის, შიშის შეგრძნება; - თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევები. ასევე ინიშნება ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევისას. დოზირებისა და მიღების რეჟიმი პრეპარატი ინიშნება შიგნით 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში. კაფსულები უნდა ჩაიყლაპოს მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსი შეადგენს არანეკლებ 3 თვეს. გაუმჯობესების პირველი ნიშნები ჩვეულებრივ 1 თვეში ვლინდება. განმეორებითი კურსის ჩატარება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), დისპეფსია, თავის ტკივილი, სისხლის შედედების დაქვეითება.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, სისხლის შედებების დაქვეითება, ეროზიული გასტრიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, ბავშვთა ასაკი (18 წლამდე). ორსულობა და ლაქტაცია ბილობილის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის

ზედოზირება: დღეისათვის პრეპარატ ბილობილის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცული და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

ბილობილი® - BILOBIL® (Ginkgo biloba) - БИЛОБИЛ® - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები