რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

ენციკლოპედია

მენიერის დაავადება - Meniere's disease - Болезнь Меньера

მენიერის დაავადება, იგივე ენდოლიმფური ჰიდროფსი, ლაბირინთის ჰიდროფსი, შიგნითა ყურის წყალმანკი შიგნითა ყურის სმენითი აღქმის, სხეულის მდებარეობისა და მოძრაობის აღქმისა და წონასწორობის მარეგულირებელი ვესტიბულური ნაწილის არაანთებითი დაავადებაა. იგი გამოწვეულია  ლაბირინთში არსებული სითხის (ენდოლიმფა) მოცულობის მატებით და მის შემადგენელ ელექტროლიტებს შორის ნორმალური თანაფარდობის შეცვლით. დაავადება საკმაოდ იშვიათია და უმეტესად შუახნის ადამიანებს ემართებათ.

მენიერის დაავადების განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს შიგნითა ყურის სისხლძარღვოვანი სისტემის ცვლილებები, რომელთა შედეგად აღმოცენებული მოულოდნელი სისხლძარღვოვანი კრიზი სისხლძარღვთა სპაზმითა და მათი კედლების გამავლობის ზრდით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ არტერიების შევიწროებას თან სდევს კაპილარებისა და წვრილი ვენების გაფართოება, შედეგად კი შიგნითა ყურში შეგუბება და შეშუპება ვითარდება. ამ პროცესში მონაწილეობს ვეგეტაციური ნერვული სისტემაც, რომელიც არეგულირებს სისხლძარღვთა სანათურის განივკვეთს და სისხლძარღვთა კედლების გამავლობაზე მოქმედებს. უნდა ითქვას, რომ წვრილი სისხლძარღვების დისრეგულაცია ფსიქიკურმა სტრესმაც შეიძლება გამოიწვიოს.

მენიერის დაავადების პათოგენეზში განსაზღვრული ადგილი უკავია ალერგიულ რეაქციებსაც. დაავადება უმეტესად კლიმაქსურ პერიოდში ვლინდება, რადგან ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვოვანი და ენდოკრინული დარღვევები.

შეტევას, როგორც ჩანს, ლაბირინთიდან (შიგნითა ყურიდან) ცენტრალური ნერვული სისტემისკენ მიმავალი არანორმალური იმპულსები იწვევს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. მენიერის დაავადებას ახასიათებს კლასიკური ტრიადა:

  • თავბრუხვევის შეტევები, რომლებსაც ხშირად სდევს თან გულისრევა და ღებინება;
  • ცალ ყურში სმენის დაქვეითება;
  • ამავე ყურის შუილი.

განასხვავებენ დაავადების სამ ხარისხს:

  • მძიმეს - შეტევები ყოველდღე ან ყოველკვირა ვითარდება, გრძელდება 5 საათზე მეტხანს, ახასიათებს ყველა სიმპტომი, ავადმყოფი შრომისუუნაროა;
  • საშუალო სიმძიმისას - შეტევები ხშირია, 5 საათამდე გრძელდება, ავადმყოფი შეტევის შემდეგ რამდენიმე დღე შრომისუუნაროა, სმენის დაქვეითება მუდმივია;
  • მსუბუქი - შეტევები შესაძლოა იყოს ხშირი, მაგრამ არა ხანგრძლივი, თუმცა არის შემთხვევები, როცა შესვენებებით რამდენიმე თევეც კი გრძელდება; შეტევებს შორის ავადმყოფი შრომისუნარიანია.

შეტევა. თავბრუხვევის შეტევა იწყება მოულოდნელად, სრული ჯანმრთელობის ფონზე, გრძელდება საათობით, თან სდევს გულისრევა და ღებინება ან მსუბუქი შექანება, რყევა სიარულის დროს. ავადმყოფი ცდილობს, დაწვეს და თვალები დახუჭოს. პოზის შეცვლის ყოველგვარი მცდელობა მდგომარეობის გაუარესებას და ღებინებას იწვევს. შეტევისას დაავადებული ყურის შუილი, წესისამებრ, ძლიერდება, ჩნდება ყურის დაგუბების შეგრძნება, აღინიშნება ნისტაგმი, რომელიც შეტევის დასრულებისთანავე ქრება.

შეტევა შესაძლოა დღის ნებისმიერ დროს განვითარდეს, თუმცა უმეტესად ღამღამობით ან დილაობით იჩენს თავს. მისი პროვოცირება შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკურმა ან ფსიქიკურმა გადაძაბვამ. ზოგჯერ ავადმყოფი შეტევის მოახლოებას რამდენიმე საათით, რამდენიმე დღით ადრეც კი გრძნობს. მოსალოდნელი შეტევის მაუწყებელია შუილის გაძლიერება და წონასწორობის ოდნავი დარღვევა.

შეტევები ხშირია, დაავადების გამწვავების ფაზაში რამდენიმე კვირის მანძილზე შესაძლოა არაერთხელ გამეორდეს. შუალედებში ვესტიბულური დარღვევები ბოლომდე არ ქრება.

რემისიის პერიოდში, რომელიც შესაძლოა რამდენიმე თვე და წელიც კი გაგრძელდეს, ავადმყოფი უკეთესობას გრძნობს და შრომის უნარიც უბრუნდება, მაგრამ დროთა განმავლობაში შეტევები უფრო და უფრო მძიმდება და ავადმყოფს რემისიის პერიოდშიც კი აწუხებს საერთო სისუსტე, წონასწორობის მსუბუქი დარღვევა, თავში სიმძიმის შეგრძნება.

დიაგნოზი. ავადმყოფმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიმართოს ექიმ-ოტონევროლოგს, რომელიც ჩივილების (სმენის მოულოდნელი დაქვეითება, ყურების შუილი, თაბრუხვევა, ღებინება) მოსმენისა და ტესტირების შემდეგ მენიერის დაავადებას ივარაუდებს. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიზანშეწონილია ნევროლოგისა და აუდიოლოგის კონსულტაცია. აუცილებლად უნდა მოხდეს დიფერენცირება სეროზული ან ჩირქოვანი ლაბირინთიტისგან, სმენის ნერვის ნევრიტისგან, არაქნოიდიტისგან, ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზისგან.

მკურნალობა. მკურნალობის მიზანია ენდოლიმფის მოცულობისა და შემადგენლობის მუდმივობის უზრუნველყოფა. მკურნალობა კომბინირებულია და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • სპეციალურ დიეტას;
  • დიურეტიკების (შარდმდენების) მიღებას;
  • იმ პრეპარატების მიღებას, რომლებიც ხელს უწყობს ენდოლიმფის ოდენობისა და შემადგენლობის მუდმივობის შენარჩუნებას (მაგალითად, ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი  (ბეტასერკი, ვაზოსერკი)).

თუ თავბრუხვევა ხშირია, შესაძლოა დაინიშნოს სედაციური პრეპარატები.

მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობის დროს დაისმის ოპერაციული მკურნალობის საკითხი.

მენიერის დაავადება, სიმძიმის მიუხედავად, სიცოცხლისთვის საშიშად არ მიიჩნევა.

 

მენიერის დაავადება - Meniere's disease - Болезнь Меньера - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები