რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

ენციკლოპედია

ალერგოკრომი - ALLERGOCROM - АЛЛЕРГОКРОМ

ფორმა, შეფუთვა: 2%-იანი გამჭვირველე, უფერო თვალის წვეთები, 1 მლ შიეცავს 20 მგ აქტიურ ნივთიერებას. გაყიდვაში გამოდის მუყაოს შეფუთვით, რომელშიაც მოთავსებულია 1 ცალი პოლიეთილენის 10 მლ-იანი ფლაკონი საწვეთურით.

შემადგენლობა: კრომოგლიციური მჟავის დინატრიუმის მარილი (ნატრიუმის კრომოგლიკატი)   (Cromoglicic Acid)

მწარმოებელი: Ursapharm (გერმანია)

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანტიალერგიული საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ალერგოკრომის აქტიურ კომპონენტს წარმოადგენს ნატრიუმის კრომოგლიკატი, რომელსაც  შეუძლია კალციუმის არხების IgE-რეცეპტორების ბლოკირება და პოხიერ უჯრედებში კალციუმის შეღწევის უნარის დათრგუნვა. ამგვარად იგი ასუსტებს პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას და აფერხებს ჰისტამინისა და სწრაფი ჰიპერმგრძნობელობის სხვა მედიატორების გამოყოფას.

ჩვენება:

  • მწვავე და ქრონიკული ალერგიული კონიუნქტივიტი (მათ შორის თივის და საგაზაფხულო კონიუნქტივიტი);
  • კონიუნქტივის არასპეფიციკური ანთებითი პროცესები, გამოწვეული ალერგიული რეაქციების მიერ.

გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშვნით!

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: ექიმის სხვა რეკომენდაციების არარსებობის დროს, ზუსტად დაიცავით პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია. ალერგოკომს იწვეთებენ 1-2 წვეთს 4-ჯერ დღეში კონიუნქტივალურ პარკში. ამისათვის აუცილებელია მოხსნათ ფლაკონს ხუფი, გადმოატრიალოთ ფლაკონი და მის კორპუსზე სუსტად დაჭერით ჩაიწვეთოთ წვეთების საჭირო რაოდენობა კონიუნქტივალურ პარკში. ჩაწვეთების დროს აუცილებელია აარიდოთ ფლაკონი თვალის ლორწოვან გარსს ან კანს. დოზა ერთნაირია ბავშვებსა და მოზრდილებში. ალერგოკრომით მკურნალობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს პაციენტის დაავადების გამომწვევ ალერგენთან კონტაქტის დასრულებამდე.

გვერდითი მოვლენები: თუ ალერგოკრომით მკურნალობისას განვითარდა გვერდითი ეფექტი ან პაციენტი არ არის დარწმუნებული პრეპარატის ეფექტურობაში, საჭიროა მიეწოდოს ეს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს. იშვიათად პაციენტს შეიძლება ჰქონდეს კონსერვანტისადმი (ბენზალკონიუმის ქლორიდი) ან ალერგოკრომის ერთ-ერთი სხვა კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა. ამ შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას წვა, უცხო სხეულის გრძნობა, ქემოზი და კონიუქტივის ჰიპერემია. ყველა ეს სიმპტომი ქრება პრეპარატის მოხსნისთანავე.

უკუჩვენება:

  • პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა. არ არის რეკომენდებული რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენება ალერკოგრომით მკურნალობის დროს. თუ პაციენტი, მკურნალი ექიმის ნებართვით, აგრძელებს მაგარი კონტაქტური ლინზების გამოყენებას ალერგოკრომით მკურნალობის დროს, მაშინ ალერგოკრომის თვალის წვეთების ჩაწვეთებამდე რეკომენდებულია მოიხსნათ კონტაქტური ლინზები და კვლავ გაიკეთოთ ჩაწვეთებიდან არანაკლებ 15 წუთის შემდეგ.
  • ბავშვებში, ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში ალერგოკრომის გამოყენების შესახებ კლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს. ალერგოკრომის ტერატოგონური ეფექტის შესახებ მონაცემების არარსებობის მიუხედავად, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. შესაძლებელია პრეპარატი ალერგოკრომი თვალის წვეთები გამოყენებულ იქნას 1 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში, ორსულობისა (4 თვიდან დაწყებული) და მეძუძური ქალების მკურნალობისთვის ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აღემატება შესაძლებელი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. მოცემული კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არის არა უმეტეს 7-10 დღისა.

განსაკუთრებული მითითებები: ალერგოკრომის გამოყენების შემდეგ შეიძლება წარმოიქმნას მხედველობის სიმახვილის ხანმოკლე დარღვევა (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ), რაც იწვევს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების შენელებას. ამიტომ პრეპარატის გამოყენება უშუალოდ მექანიზმებთან მუშაობისა და ავტოტრანსპორტის მართვის წინ არ არის რეკომენდებული.

ზედოზირება: ზედოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: გამოვლენილი არ არის

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას და ვარგისიანია 3 წელი. ფლაკონი გახსნიდან არა უმეტეს 6 კვირა არის ვარგისიანი.

ალერგოკრომი - ALLERGOCROM - АЛЛЕРГОКРОМ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები