ფორმა, შეფუთვა: საინექციო ხსნარი 0,1%. 1 ამპულაში 1 მლ ხსნარია და შეიცავს 1 მგ ადრენალინს. კოლოფში მოთავსებულია 10 ამპულა.
შემადგენლობა: Epinephrine
მწარმოებელი: პოლონეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადრენერგული და დოფამინერგული აგენტი
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ადრენალინი წარმოადგენს ორგანიზმში წარმოებულ თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის ჰორმონს. მისი ზემოქმედებით ხდება კანისა და ვისცერული სისხლძარღვების შევიწროება, იმატებს გულის შეკუმშვის ძალა, იზრდება გულის გამტარობისა და შეკუმშვების სიხშირე, ჟანგბადზე გულის კუნთის მოთხოვნის მომატება. დაბალი დოზებით მიღებისას საერთო პერიფერიული რეზისტენტობის შემცირებას იწვევს. გულის ფუნქციის სტიმულაცია და პერიფერული რეზისტენტობის მომატება იწვევს სისტოლური წნევის მომატებას. ადრენალინი იწვევს ბრონქების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების გლუვი კუნთების რელაქსაციას და გავლენას ახდენს ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე. იგი ასევე ზრდის სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას.
ჩვენება:
დოზირებისა და მიღების რეჟიმი: პრეპარატი გამოიყენება ექიმის მითითებების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციაც. მოზრდილებში ადრენალინი ინიშნება ამგვარად:
ბავშვებში გამოყენებული დოზირება:
კანქვეშ და კუნთებში: ახალშობილები და ჩვილები 3 თვემდე: 0,005-0,1 მლ ერთჯერადი დოზა. 4 თვიდან 14 წლამდე: 0,2-0,3 მლ ერთჯერადი დოზა. 15-დან 18 წლამდე: 0,4 მლ ერთჯერადი დოზა. ანაფილაქსიური შოკის დროს კანქვეშ და კუნთებში ინექციის გამეორება შეიძლება 3-ჯერ ყოველ 5-20 წუთში.
გულის უეცარი გაჩერებისას: ვენაში ნელა კეთდება 10 მკგ/კგ სხეულის წონაზე, ხოლო საჭიროებისას 3 წუთის შემდეგ 10-100 მკგ/კგ წონაზე. ანაფილაქსიური შოკის დროს ვენებში კეთდება ნელი ინექცია დოზით 10-30 მკგ/კგ/სხეულის წონაზე. თუ პაციენტი შენიშნავს, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები: არტერიული წნევის მომატება, გულის არიტმიები, ტაქიკარდია, რეტროესტერნული ტკივილები და ზოგჯერ სინკოპე. ასევე შეიძლება განვითარდეს: ტრემორი, აგზნება, გაღიზიანება, თავის ტკივილი, უძილობა, დისპნოე, ჭარბი ნერწყვდენა, ოფლიანობა, გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა, გლუკოზისა და შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება შრატში.
უკუჩვენება:
განსაკუთრებული მითითებები: ადრენალინი არ გამოიყენება ინტრაკარდიულად კორონარული სისხლძარღვების შესაძლო დაზიანების გამო. ორსულობისა და ლაქტაციის დროს მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია - ადრენალინის გამოყენება ორსულობისას დასაშვებია, თუ, ექიმის აზრით, მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.
განსაკუთრებული სიფრთხილე მოეთხოვებათ ადრენალინის მიღებისას:
ადრენალინი იწვევს ფსიქოფიზიკური მდგომარეობის ხანმოკლე მოშლას და ამდენად უარყოფითად მოქმედებს ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
ზედოზირება: ჭარბი დოზის სიმპტომებია - გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, არიტმია, არტერიული წნევის მომატება, მიდრიაზი, კანის სიფერმკრთალე, თავის ტკივილი, კუნთების ტრემორი, აგზნება, ფსიქომოტორული აგზნება. ჭარბი დოზის შედეგები ხანმოკლეა და არ საჭიროებს თერაპიას. გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ვენებში ისეთი სწრაფმოქმედი ნივთიერების შეყვანა, რომელიც თრგუნავს ბეტაადრენერგიულ რეცეპტორებს (მაგ., პროპრანოლოლი). ასევე შესაძლებელია ნიტროგლიცერინის გამოყენება ენის ქვეშ. რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც ის ამჟამად იღებს ან წარსულში იღებდა. საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებთან (მაგ., ჰალოტანი) ერთად ადრენალინის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს გულის არიტმიები, მათ შორის ვენტრიკულური ფიბრილაცია. ადრენალინი არ გამოიყენება დიგიტალისის, საგულე გლიკოზიდებისა და ქინიდინის მაღალ დოზებთან ერთად, ვინაიდან ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ გულის კუნთის სენსიტიზაცია ბეტაადრენერგული პრეპარატების მიმართ და გულის არიტმიები. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გუანეთიდინი, მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, ანტიჰისტამინები და ლევოთიროთქსინ ნატრიუმი ზრდიან ადრენალინის ეფექტს. ადრენალინი ასუსტებს პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების ეფექტს.
შენახვის პირობები და ვადა: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. ვადა მითითებულია შეფუთვაზე.