რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

ენციკლოპედია

ანემია რკინადეფიციტური - anaemia sideropriva - анемия железнодефицитная

რკინადეფიციტური ანემია გამოწვეულია რკინის დეფიციტით, რომელიც მაშინ ვითარდება, როდესაც ორგანიზმი უფრო მეტ რკინას კარგავს, ვიდრე იღებს. რკინადეფიციტური ანემია სისხლის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. რისკჯგუფში შედიან ბავშვები, მოზარდები, რეპროდუქციული ასაკის ქალები. დაავადების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია სრულფასოვანი კვება, რკინითა და ცილებით მდიდარი რაციონი.

ანემიის მიზეზად შეიძლება იქცეს:

  • ქრონიკული გარეგანი სისხლდენა, მაგალითად, სისხლდენა საშვილოსნოდან, კუჭ-ნაწლავიდან, ცხვირიდან, ღრძილებიდან, საშარდე გზებიდან;
  • რკინის დიდი დანახარჯი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
  • რკინის არასაკმარისი საწყისი დონე ანუ მისი უკმარისობა დაბადებისთანავე;
  • რკინის ალიმენტური დეფიციტი (რკინით ღარიბი კვებითი რაციონი);
  • ამ ფაქტორების კომბინაცია.

რკინის დეფიციტის დროს უარესდება ქსოვილოვანი სუნთქვა, ირღვევა ჰემოგლობინის წარმოქმნა, ვითარდება ჰიპოქრომული ანემია (ქვეითდება სისხლის ფერადობის მაჩვენებელი).

სიმპტომები და მიმდინარეობა: ავადმყოფი უჩივის ქრონიკულ დაღლილობას, თავის ტკივილს, თავბრუხვევას, ქვედა კიდურების შეშუპებას, მეხსიერების დაქვეითებას, კანის სიმშრალეს, ფრჩხილების მტვრევადობას, თმის ცვენას. ამას ერთვის გემოს გაუკუღმართება: ავადმყოფები ჭამენ ცარცს, თიხას, ეტანებიან ცხარე, მარილიან საკვებს. გარდა ჩამოთვლილი სიმპტომებისა, ანემიაზე მიუთითებს კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, გულის ფრიალი, ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს.

ძირითადი დაავადების (კუჭისა თუ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ბუასილის, საშვილოსნოს მიომის, ჭარბი მენსტრუაციული სისხლდენების) არსებობისას ანემიის ნიშნებს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც დაერთვის.

რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზი ეფუძნება სისხლში აღმოჩენილ ცვლილებებს: ჰემოგლობინისა და ერითროციტების დონის დაქვეითებას, ფერადობის მაჩვენებლის დაქვეითებას 0,8-მდე და უფრო მეტად, ერითროციტების ფორმის ცვლილებას, სისხლის შრატში რკინის ოდენობის შემცირებას, პლაზმასთან რკინის შეკავშირების უნარის მომატებას.

კურნალობა. რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა ითვალისწინებს მიზეზის კუპირებას, რკინის მარაგის შევსებას და რეციდივების საწინააღმდეგო მკურნალობას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვების რაციონში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობას, ვინაიდან რკინის შეთვისება სწორედ ამაზეა დამოკიდებული. კერძოდ, შეწოვას ხელს უწყობს ცილები, ნახშირწყლები და C ვიტამინი, ხელს უშლის ცხიმები, ტანინის შემცველი პროდუქტები (ჩაი) და რძე. ინიშნება რკინის პრეპარატები (რამდენიმე თვით), რომელთა შერჩევა და დოზირება ექიმის კომპეტენციაა. ვიტამინებს ანემიის მიზეზის გათვალისწინებით უნიშნავენ. თითქმის ყოველთვის ინიშნება C ვიტამინი. დაავადების მიზეზის აღმოფხვრასა და რკინის დეფიციტის შევსებას მოჰყვება ავადმყოფის გამოჯანმრთელება.

 

ანემია რკინადეფიციტური - anaemia sideropriva - анемия железнодефицитная - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები