რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

ენციკლოპედია

წყავი - Laurocerasus officinalis Roem - Лавровишня лекарственная

ვარდისებრთა ოჯახიდანაა. წყავი მარადმწვანე ბუჩქი ან მცირეტანიანი ხეა. 1-3 (8) მ სიმაღლით, მუქი რუხი ფერის ქერქით. მისი მუქი მწვანე, ყლორტებზე მორიგეობით განლაგებული, მოკლეყუნწიანი ფოთლები ტყავისებურია, ზემოდან პრიალა, ქვემოდან უფრო მკრთალი, ღია მწვანე ფერის, მოყვანილობით მოგრძო ელიფსურია, კიდეხერხკბილა ან კიდემთლიანი, სიგრძით 5-20 სმ აღწევს, მთავარი ძარღვის ძირში 2-4 ჯირკვალი აქვს.

სურნელოვანი თეთრი ყვავილები გასულ წლის ფოთლების იღლიებიდან ამოსული 5-13 სმ სიგრძის მტევნებადაა შეკრებილი. ნაყოფი მომრგვალო-კვერცხისებრი კურკიანაა 8 მმ სიგრძით, შავი, წვნიანი რბილობით. 1000 ც თესლის წონა 110-18% გრამს შეადგენს.

გავრცელებული უმთავრესად დასავლეთ საქართველოში, უმეტესად წიფლნარ და ნაძვნარ-სოჭნარ ტყეებში მარადმწვანე ქვეტყის სახით. მცირე რაოდენობით გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლისა და კახეთის) ზოგ რაიონში.

როგორც დეკორატიულ, მარადმწვანე მცენარეს, ფართოდ იყენებენ ბაღ-პარკების მშენებლობაში.

ნედლი ფოთლები გამოიყენება მედიცინაში, კერძოდ მისგან გამოხდილ "წავის წყალს" გამაყუჩებელ (დასალევ) საშუალებად ხმარობენ. მისი სამკურნალო ზემოქმედება გლიკოზიდ ამიგდალინის შემცველობითაა განპირობებული, რომლის დაშლითაც კუჭში წყალბადციანმჟავა გამოიყოფა, რომელსაც მაანესთეზირებელი თვისება გააჩნია.

"წყავის წყალს" სხვადასხვა წამლების გემოს გასაუმჯობესებლადაც იყენებენ. ნაყოფი იხმარება ხილად, რომელიც მუცლის აშლისას იჩენს შემკვრელ მოქმედებას.

 

წყავი - Laurocerasus officinalis Roem - Лавровишня лекарственная - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები