Online Mkurnali

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

ენციკლოპედია

აბსცესი ტვინის - Abscessus cerebri - абсцесс мозга

აბსცესი ტვინის - Abscessus cerebri - абсцесс мозга

ტვინის აბსცესი ტვინის ქსოვილში გაჩენილი ჩირქით სავსე შემოფარგლული ღრუა. მის წარმოსაქმნელად აუცილებელია, ჩირქმბადი მიკრობი (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი) ტვინის ქსოვილში მოხვდეს.

აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიური აგენტები, როგორიცაა სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები და ნაწლავის ჩხირები, არ მხოლოდ პირდაპირ მოქმედებენ პათოლოგიურ მდგომარეობაზე, არამედ შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ ორგანიზმში არსებულ ხანგრძლივ ინფექციებთან, მაგალითად, ქრონიკული ანთებით დაავადებებთან.

.

  • ინფექციის გავრცელების გზები

ინფექციის გავრცელება შესაძლებელია არა მხოლოდ ტრავმული, არამედ ხანგრძლივი ანთებითი დაავადებების არსებობის პირობებშიც, როგორიცაა დიაბეტი ან იმუნოდეფიციტის მდგომარეობა.

მიკრობი ტვინში იჭრება:

    • თავის ქალას ღია დაზიანების (ტრავმის, ოპერაციის) დროს თმიდან, ტანსაცმლიდან, ძვლის ნატეხებიდან;
    • ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი ანთებითი კერიდან (ფილტვების ანთება, წითელი ქარი, ფურუნკულოზი, ანგინა, დაავადებული კბილი) სისხლის ან ლიმფის საშუალებით;
    • ცხვირის ღრუდან (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) ან შიგნითა ყურიდან (ოტიტი) თხელი ძვლოვანი ძგიდის გავლით, რომელიც მათ ქალას ღრუსგან გამოყოფს.

ტვინის აბსცესს რიგი თავისებურება ახასიათებს. კერძოდ, განსაზღვრულ პირობებში (ძლიერი ანტიბიოტიკების მიღებისას) ინფექციის კერა შესაძლოა ჩაიპარკოს - მის ირგვლივ წარმოიქმნას გამმიჯნავი გარსი, რომლის მიღმაც ინფექცია დიდხანს იქნება მთვლემარე მდგომარეობაში და ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების დაქვეითებისას (გაციება, სტრესი, შიმშილი, სიბერე) აბსცესის ხელახალ განვითარებას გამოიწვევს.

.

  • სიმპტომები და მიმდინარეობა

ტვინის აბსცესის დროს ავადმყოფი შესაძლოა დიდხანს უჩიოდეს თავის ტკივილს, გულისრევას, თავბრუხვევას, ტემპერატურის მატებას, სხეულის ამა თუ იმ ნაწილის სისუსტეს, ძილად იყოს მივარდნილი ან, პირიქით, აგზნებული იყოს. მოგვიანებით ფსიქიკური დარღვევები ღრმავდება: თავს იჩენს ჰალუცინაციები, ბოდვა, დეზორიენტაცია, გონების დაბინდვა თანდათან ღრმავდება. უმწვავეს სტადიაში იწყება შეუკავებელი (ტვინისმიერი) ღებინება, ვითარდება დამბლა, სოპორი (ძლიერი ძილიანობა) და ბოლოს - კომა.

ტვინის აბსცესის დროს ინფექციის გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს სერიოზულ გართულებები, როგორიცაა ტვინის შეშუპება, ინფექციის სხვა ორგანოებში გავრცელება და სისტემური დაზიანებები.

.

  • დიაგნოსტირება

დიაგნოზის დასმა ძნელია, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ყელ-ყურ-ცხვირისა და კბილის დაავადებებმა, ფილტვების ანთებამ, თავის ტრავმამ, ფურუნკულმა შესაძლოა ტვინის აბსცესი გამოიწვიოს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ თუ თავის ტკივილი თორმეტ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მით უმეტეს, თუ ამას ტემპერატურის მატება, ფსიქიკის მოშლა, გონების დაბინდვაც დაერთო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივმართოთ ექიმს (გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება).

.

  • მკურნალობა

მკურნალობა ქირურგიულია, პროგნოზი - მძიმე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხოლოდ ქირურგიული მკურნალობა თავისთავად არ არის საკმარისი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ანტიბიოტიკოთერაპია ვერ ხორციელდება დროულად.

დროული ქირურგიული ჩარევა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს, ხელს უწყობს მეხსიერებისა და ფსიქიკური ფუნქციების აღდგენას და ამცირებს ფატალური შედეგების ალბათობას.

აბსცესი ტვინის - Abscessus cerebri - абсцесс мозга - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები