რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

ენციკლოპედია

კლდის დუმა - Sedum Caucasicum [Grossh.] Boris - Очиток кавказский

სქელფოთლიანთა ოჯახში შედის. სწორმდგომი მარტივღეროიანი, 30-70 სმ სიმაღლის მრავალწლიანი სეკულენტურფოთლებიანი (სქელხორცოვანფოთლებიანი) მცენარეა. კვერცხისებრი ან უკუკვერცხისებრი, უთანაბროდ დაკბილული ან თითქმის კიდემთლიანი მჯდომარე ფოთლები ჯვარედინმოპირისპირედაა განლაგებული ღეროზე.

მომწვანო-თეთრი ყვავილები (ზოგი ეგზემპლარი გვხვდება მომწვანო-ყვითელი ან მოწითალო-ვარდისფერი ყვავილებითაც), კენწრულ ფარისებრ საგველედაა შეკრებილი. მკრთალი შეფერილობის, ძირში შეზრდილი ჯამის ფოთლები სამკუთხაა, წაწვეტებული. გვირგვინის ფურცლები ნავის მოყვანილობისაა. გვირგვინის ფურცლებიც და ჯამის ფოთლებიც ხუთ-ხუთია, მტვრიანათა რაოდენობა კი - 10. იზრდება მშრალ, ქვიან ადგილებში. უპირატესად ტყის შუა და ზედა სარტყელში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში, თაფლოვანი მცენარეა.

ადრინდელ მედიცინაში მიწისზედა ნაწილები და ფესვები გარეგან სახმარ საშუალებად გამოიყენებოდა მეჭეჭების და მაზოლების მოსაცილებლად, აგრეთვე ჭრილობების და დამწვრობის სამკურნალოდ. ეპილეფსიის სამკურნალოდ კი მცენარის წვენს ასმევდნენ.

ხალხურ მედიცინა ნედლ დანაყილ კლდის დუმას ურჩევს მტკივნეულ სახსრებზე შემოსაფენად. ამავე მიზნით ხმელი ბალახის გამონახარშის ცხელი საფენებიც გამოიყენება. ამ საშუალებებს უფრო მეტად ქრონიკული რევმატიზმის დროს სახსრებში ტკაცანისებრი ხმაურიანი ტკივილების დასაწყნარებლად იყენებენ.

ზოგი ექიმბაში წინათ კლდის დუმას ნაყენს ასმევდა უნაყოფო ქალებს, ამასვე ურჩევდნენ სუსტ სქესობრივ ქმედობაუნარიან მამაკაცებსაც. ზოგან მკერდის არეში არსებული ტკივილების სამკურნალოდაც სვამდნენ.

ჭრილობებსა და დამწვრობიან კერებზე სუფთად გარეცხილ, ნედლ ფოთლებს იდებდნენ. დანაყილი ნედლი ფოთოლი მართლაც კარგად აცილებს კოჟიჟებს ფეხებზე, ხანგრძლივი ხმარების შემთხვევაში კოჟიჟი უვნებელი ხდება, თეთრდება და ადვილად ვარდება კანის სიღრმიდან.

 

კლდის დუმა - Sedum Caucasicum [Grossh.] Boris - Очиток кавказский - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები