რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

ენციკლოპედია

ადენოვირუსული ინფექცია - Adenovirus infection - аденовирусная инфекция

ადენოვირუსული ინფექცია - Adenovirus infection - аденовирусная инфекция

ადენოვირუსული ინფექცია სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ნაწლავების ლორწოვანი გარსის და ლიმფური კვანძების დაზიანებაც ახასიათებს. ის წელიწადის ყოველ დროს გვხვდება, მაგრამ ხშირდება შემოდგომა-ზამთარში. ყველაზე მეტად 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებშია გავრცელებული. დაავადების გადატანის შემდეგ ასიდან 95 შემთხვევაში ორგანიზმში რჩება ადენოვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ამიტომ მოზრდილებს, რომლებმაც ბავშვობაში იავადმყოფეს, იშვიათად ხვდებათ ან თითქმის უსიმპტომოდ გადააქვთ ეს დაავადაება.

რა იწვევს დაავადებას

დაავადების გამომწვევია ადენოვირუსი, რომელსაც ახასიათებს:

  • სასუნთქი გზების, თვალისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის დაზიანება;
  • მაღალი ტოქსიკურობა;
  • გარემო პირობებისადმი გამძლეობა (რამდენიმე დღეს ძლებს წყალში, მედიკამენტურ ხსნარებში, საყოფაცხოვრებო საგნებზე);
  • დაბალი ტემპერატურის ამტანობა.

56 გრადუსზე ადენოვირუსი 30 წუთს ძლებს. იღუპება ულტრაიისფერი სხივებისა და ქლორის შემცველი პრეპარატის ზემოქმედებით. ადენოვირუსი ორგანიზმზე სხვადასხვაგვარ ზემოქმედებას ახდენს. ზოგ შემთხვევაში ის ზემო სასუნთქი გზების კატარს იწვევს, ზოგში - კონიუნქტივიტს, პნევმონიას, ფარინგიტს ან სხვა დაავადებას. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც ცხვირ-ხახიდან ან განავლის მეშვეობით გამოყოფს ვირუსს. ინფექცია უმთავრესად გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, შედარებით იშვიათად - საკვების, წყლისა და ვირუსით დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით.

დაავადების ნიშნები

გამომწვევის ორგანიზმში მოხვედრის წუთიდან მის გამოვლენამდე 2-12 დღე გაივლის. დაავადება მეტწილად მწვავედ იწყება, მაგრამ სიმპტომები თანმდევრულად ჩნდება. ჩვეულებრივ, ადენოვირუსული ინფექციის პირველი ნიშნებია:

  • სხეულის ტემპერატურის მატება. ხშირად ტემპერატურა თანდათანობით იმატებს და მეორე-მესამე დღეს 38-40 გრადუსს აღწევს;
  • ზემო სასუნთქი გზების კატარული მოვლენები (გამონადენი ცხვირიდან, ხველა);
  • კონიუნქტივიტი;
  • ინტოქსიკაცია (მოთენთილობა, უმადობა, თავის ტკივილი, ზოგჯერ - ღებინება);
  • ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფადენიტი).

ორგანიზმში ინფექცია უმეტესად ზემო სასუნთქი გზებიდან ხვდება, იშვიათად - თვალიდან ან ნაწლავებიდან. თავდაპირველად ზიანდება ცხვირისა და ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსი და ნუშურა ჯირკვლები. პირველივე დღეებში ჩნდება ჭარბი გამონადენი ცხვირიდან, რომელიც მალე ჩირქოვანი ხდება. ბავშვი ღია პირით სუნთქავს. ყელი გაწითლებული და შეშუპებულია. ადენოვირუსული ინფექციის ხშირი სიმპტომია ხველა, რომელიც პირველივე დღეებიდანვე ნახველიანია. ადენოვირუსული ინფექციის დამახასიათებელი ნიშანია თვალის ლორწოვანი გარსის ანთება - კონიუნქტივიტი. მას ამ დაავადების ერთგვარ სავიზიტო ბარათად მიიჩნევენ. ის დაავადების პირველსავე დღეებში იჩენს თავს. ჯერ ერთი თვალი ზიანდება, შემდეგ პროცესი მეორეზეც ვრცელდება. ავადმყოფი უჩივის თვალის წვას, თვალში უცხო სხეულის შეგრძნებას. ქუთუთო ზომიერად გაწითლებული და შეშუპებულია. თანდათან პროცესში ერთვება ლიმფური კვანძები. ადენოვირუსს აქვს ფილტვებში შეღწევის უნარი. ის ბრონქების ლორწოვან გარსსადა ალვეოლებში მრავლდება და პნევმონიას იწვევს. ფეკალურ-ორალური გზით ინფიცირებისას ადენოვირუსი ნაწლავებში ხვდება. ასეთ დროს ინფექცია ფაღარათით მიმდინარეობს. ადენოვირუსული ინფექციის დროს ხშირია მუცელის ლიმფური კვანძების გადიდება (მეზადენიტი), რასაც თან სდევს მუცლის ძლიერი შეტევითი ტკივილი და მწვავე აპენდიციტის გამორიცხვას მოითხოვს. ტემპერატურა ნორმას უმეტესად 5-7 დღეში უბრუნდება, თუმცა 2-3 კვირასაც შეიძლება გაგრძელდეს. ზოგჯერ ტემპერატურა ტალღისებრია - იმატებს და იკლებს. სურდო 1-4 კვირას გრძელდება, კონიუნქტივიტი - 7 დღეს.

ახალშობილებსა და ჩვილებს შესაძლოა თანდაყოლილი ადენოვირუსული ინფექცია გამოაჩნდეთ. ნაყოფი ვირუსით მუცლადყოფნის პერიოდში ინფიცირდება. დაავადების პირველი ნიშნები დაბადებისთანავე იჩენს თავს. ის პნევმონიის ან ზემო სასუნთქი გზების კატარის მსგავსად მიმდინარეობს. სხეულის ტემპერატურა ნორმალური ან ოდნავ მომატებულია. დამახასიათებელია ხველა და სუნთქვის გაძნელება. ადენოვირუსული ინფექცია შეიძლება გართულდეს შუა ყურის ოტიტით, სინუსიტით ან პნევმონიით. ამიტომ აუცილებელი დროული და ადეკვატური მკურნალობა.

მკურნალობა

  • მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დროს - წოლითი რეჟიმი სახლში;
  • მცირე ასაკისა და რთული მიმდინარეობის შემთხვევაში - ჰოსპიტალიზაცია;
  • ვიტამინებით მდიდარი დიეტა, ინტოქსიკაციის პერიოდში - ხორცის შეზღუდვა;
  • ინტერფერონის ჯგუფის პრეპარატები;
  • ცხელებასთან ბრძოლა (სპირტით დაზელა, სიცხის დამწევი პრეპარატების მიცემა);
  • კონიუნქტივიტის დროს - ოქსოლინის თვალის მალამო, 0,2%-იანი დეზოქსირიბონუკლეაზას ხსნარი (ჩასაწვეთებლად).
  • ექიმის მიერ შერჩეული წვეთების ცხვირში ჩაწვეთება;
  • ამოსახველებელი პრეპარატები;
  • ანტიბიოტიკოთერაპია;
  • პოლივიტამინები;
  • ფიზიოთერაპია (მაგალითად, უმს (უვჩ - რუს.) სხივები ცხვირის მიდამოში)

პროფილაქტიკა:

  • ავადმყოფის იზოლაცია;
  • ოთახის ხშირად განიავება და სველი წესით დალაგება;
  • ავადმყოფის ჭურჭლისა და თეთრეულის დამდუღვრა;
  • ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ბავშვებისთვის - ინტერფერონი ან ლაფერონი (ცხვირში ჩასაწვეთებლად), ელეუტეროკოკი ან იმუნოლი;
  • ორგანიზმის გაკაჟება და ვიტამინები.

 

ადენოვირუსული ინფექცია - Adenovirus infection - аденовирусная инфекция - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები