Online Mkurnali

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

ენციკლოპედია

აბსცესი ღვიძლის - Abscessus hepatis - абсцесс печени

აბსცესი ღვიძლის - Abscessus hepatis - абсцесс печени

ღვიძლის აბსცესი ამებური დიზენტერიის, ზოგადი ჩირქოვანი ინფექციის, პიელონეფრიტის, ჩირქოვანი ქოლანგიტის გართულების შედეგად ვითარდება. განასხვავებენ მის სამ ძირითად სახეს: ამებურს და ჩირქოვანს (პიოგენური აბსცესი). ღვიძლის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე ტრავმები, დაავადებები და ინტოქსიკაცია ღვიძლის აბსცესის რისკფაქტორებს წარმოადგენს.

.

  • სიმპტომები და მიმდინარეობა

საწყის სტადიაზე დაავადება მკვეთრად გამოხატული არ არის. მერე და მერე მისი ნიშნები უფრო შესამჩნევი ხდება, მაგრამ საერთო მდგომარეობის სიმძიმის გამო კლინიკური სურათი მაინც დაბინდულია. ღვიძლის აბსცესი ნელა ვითარდება. სიმპტომატიკაც თანდათანობით ვლინდება. ავადმყოფი მარჯვენა ფედქვეშა არეში ძლიერ და მუდმივ ტკივილს უჩივის. აბსცესის ზრდის კვალდაკვალ ტკივილი ძლიერდება და მჭრელი ხდება. მუცლის მარჯვენა ნახევარსა და გულმკერდში შეიგრძნობა სიმძიმე და დაძაბულობა, რომელიც თანდათან იმატებს. ადამიანი ზოგავს მტკივან მხარეს, რის გამოც სიარულისა და წოლის მანერას იცვლის. ნებისმიერი მოძრაობა ღვიძლის ტკივილს იწვევს.

.

პიოგენური აბსცესისა და მეორეული ინფექციის შემთხვევაში აღინიშნება მძიმე ჩირქოვანი ინტოქსიკაცია. მუცლის კუნთები მარჯვნივ ოდნავ დაჭიმულია, შეხებისას აბსცესის საპროექციო არეში ძლიერი ტკივილი შეიგრძნობა. პულსი სუსტია, მაგრამ ხშირი - 120-140 დარტყმა წუთში. არტერიული წნევა დაქვეითებულია. კლინიკური სურათი სეფსისის მძიმე შემთხვევას მოგვაგონებს.

.

  • დიაგნოსტიკა

ღვიძლის აბსცესის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები: ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია), კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), პუნქცია (ეს ინვაზიური მეთოდია, რომელიც მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში გამოიყენება), სისხლ ლაბორატორიული გამოკვლევები, ენდოსკოპიური გამოკვლევები (საჭიროების შემთხვევაში).

.

ღვიძლის კვლევისთვის ულტრასონოგრაფია და CT არის ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდები, რადგან ზუსტ ინფორმაციას იძლევიან ღვიძლის აბსცესის ზომის, ლოკალიზაციის და ხასიათის შესახებ. რთულ შემთხვევებში MRI და დამიზნებითი პუნქცია გამოიყენება.

.

  • მკურნალობა

ღვიძლის აბსცესის მკურნალობა კომპლექსურია და დამოკიდებულია აბსცესის ტიპზე (ამებური ან პიოგენური), სიმძიმეზე და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. თანამედროვე მიდგომა მოიცავს მედიკამენტურ მკურნალობას, დრენირებას და ქირურგიულ მკურნალობას, რომელთა კომბინაცია გამოიყენება ინდივიდუალურად.

.

    • მედიკამენტური მკურნალობა:

ა) ანტიბიოტიკოთერაპია (პიოგენური აბსცესისთვის)'

ბ) ანტიპარაზიტული მკურნალობა (ამებური აბსცესისთვის);

გ) სიმპტომური თერაპია (საჭიროების შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებლები, სიცხის დამწევები, გადასხმები პაციენტის დეჰიდრატაციისა და ელექტროლიტური დისბალანსის აღმოსაფხვრელად).

.

    • აბსცესის დრენირება

აბსცესის დრენირებას მიმართავენ პიოგენური აბსცესის დროს (გამოიყენება სპეციალური ნემსი ან დრენაჟის მილი, რომლითაც აბსცესის შიგთავსი გამოედინება).

.

ამებური აბსცესის დროსდრენაჟი ინიშნება მხოლოდ დიდი ზომის აბსცესების ან გართულებების შემთხვევაში.

,

    • ქირურგიული ჩარევა

ქირურგიული ჩარევა (მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ აბსცესი რთული ფორმისაა ან დრენირება ვერ მოხერხდა),

.

ამებური აბსცესის დროს ქირურგიული ჩარევა იშვიათადაა საჭირო. მედიკამენტურ თერაპიას ხშირად საკმარისად მიიჩნევენ.

,

    • რეაბილიტაცია და მონიტორინგი

მკურნალობის შემდეგ პაციენტს უტარდება პერიოდული კვლევები (ულტრასონოგრაფია ან CT) პროგრესის შესაფასებლად. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება გამაჯანსაღებელი თერაპია, ვიტამინები და დიეტა (ცილისა და ნახშირწყლების დაბალანსებული მიღება). პარაზიტების პროფილაქტიკა, თუ საქმე ეხება ამებური აბსცესის.

აბსცესი ღვიძლის - Abscessus hepatis - абсцесс печени - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები