საერთაშორისო დასახელება:
LANSOPRAZOLE
მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი
მოქმედი ნივთიერება: ლანსოპრაზოლი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება.
გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 14 ც.
1 კაფს.
ლანსოპრაზოლი .......... 30 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
აპრაზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის წარმოებულს, რომელიც აქვეითებს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას. ლანსოპრაზოლი კუჭის პარიეტულ უჯრედში მეტაბოლიზირდება და იწვევს სულფონჰიდრილური ჯგუფების H+ K+ ატფ-აზის ინაქტივაციას, რითაც აბლოკირებს მარილმჟავას წარმოქმნას ბოლო ეტაპზე. ამცირებს პეპსინის გამომუშავებას. კუჭის ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციის გაუმჯობესებითა და ბიკარბონატების სეკრეციის გაზრდით ახორციელებს დაცვით ფუნქციასაც. აპრაზოლს ახასიათებს ანტიჰელიკობაქტერიული აქტივობა.
აპრაზოლის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1.5-2.2 სთ-ის განმავლობაში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.3-1.7 სთ-ს. მისი 97-99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. აპრაზოლი მეტაბოლიზირდება ღვიძლში, გამოიყოფა თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.
მიღების წესები და დოზირება:
12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და სტრესული წყლულების შემთხვევაში ინიშნება 30 მგ დღეში (ერთ მიღებაზე დილით), 2-4 კვირის განმავლობაში.
კუჭის წყლულოვანი დაავადებისა და ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტის დროს ინიშნება 30 მგ დღეში, 4-8 კვირის განმავლობაში. საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 60 მგ-მდე დღეში.
კუჭის ლორწოვანში Helicobacter pylori-ს აღმოჩენისას ინიშნება 30 მგ 2-ჯერ დღეში ანტიბიოტიკებთან (კლარითრომიცინი, ამოქსიცილინი) კომბინაციაში, 10-14 დღის განმავლობაში. ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, მჟავიანობის 10 მმოლ/სთ-ში დონის მიღწევამდე პრეპარატი ინიშნება დილით ჭამის წინ.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, მიალგია.
განსაკუთრებული მითითებები:
ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროჟანგის შემცველი ანტაციდები ინიშნება აპრაზოლის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აპრაზოლი არ ახდენს გავლენას ვარფარინის, პრედნიზოლონის და დიაზეპამის მეტაბოლიზმზე. პერორარულ კონტრაცეპტივებთან კომბინაციაში არ იწვევს ენდოგენური ჰორმონების დონის ცვლილებას.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.