სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 30 პროცენტს ქერტლი აქვს, ხოლო 50 პროცენტი მას ერთხელ მაინც შეუწუხებია. განასხვავებენ მშრალ და ცხიმიან ქერტლს. ცხიმიანი ქერტლი კანის მომატებული ცხიმიანობისას ჩნდება, მშრალი - კანის სიმშრალისას და თან ახლავს ქავილი. ქერტლი ასუსტებს თმის ძირებს და თმის ცვენას უწყობს ხელს.
თანამედროვე მედიცინა ქერტლის წარმოშობის ძირითად მიზეზად ასახელებს სოკოს - Pityrosporum Ovales, რომელიც ყველა ჩვენგანის თავის კანზე ბინადრობს, მაგრამ მრავლდება მხოლოდ ხელსაყრელ პირობებში, მაგალითად, თავის კანის მომატებული ცხიმიანობისას, თუმცა კანის დაავადებებმა - დერმატიტმა, სებორეულმა ეგზემამ, ფსორიაზმა, მიკროსპორიამ - ასევე შეიძლება ქერტლი გამოიწვიოს. ქერტლის წარმოქმნას ხელს უწყობს კანში ცხიმის გამომუშავების დარღვევა, რაც ხშირად ახლავს თან საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან დაკავშირებულ პრობლემებს, ჰორმონულ ძვრებს, სტრესებს, ქრონიკულ ინფექციებს, იმუნიტეტის დაქვეითებას, არასწორ კვებას, A და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტს, კანის გამოშრობას, თმის არასწორ მოვლას, ასევე - ორგანიზმის მემკვიდრეობითი თავისებურებები, თმის არასწორი მოვლა და ამინდის ცვლილებაც კი. ქერტლი ადვილად გადაედება, ამიტომ საჭიროა ინდივიდუალური სავარცხლის ხმარება.
ქერტლის დროს ზოგადი რეკომენდაციები ასეთია: