რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

ენციკლოპედია

შმაგა - atropa caucasica kreyer - Белладона кавказская

შმაგა სულ უმნიშვნელოდ განსხვავდება ბელადონასაგან. შმაგას ღეროს აქვს მტრედისფერი ნაფიფქი და შიშველია; ბელადონას ღეროს ნაფიფქი არ აქვს, ზედა ნაწილში კი თითქოს ჯირკვლებით არის შებუსული, გვირგვინის შეფერილობა უფრო მუქი აქვს ვიდრე შმაგას.

ბელადონა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, ფესურითა და მრავალრიცხოვანი მსხვილი დატოტვილი ფესვით. ღეროები სქელია და წვნიანი, წებოვან-ბუსუსოვანი, იზრდებიან თითო-თითოდ ან რამდენიმე ერთად, სიმაღლით 1-2 მ. მცენარის ზედა ნაწილში ტოტები კვლავ იტოტებიან. ფოთლები ხშირია, მუქი მწვანე. ისინი მორიგეობითია და დაწყვილებული. წყვილში შემავალი ერთი ფოთოლი სიდიდით ყოველთვის მნიშვნელოვნად აღემატება მეორეს, ხოლო ღეროზე ისეთნაირად არიან განლაგებულნი, რომ ერთმანეთს არ ფარავენ და ქმნიან თავისებურ "ფოთლების მოზაიკას". დიდი ფოთლები ელიფსურია, მისი წყვილი პატარა კი - კვერცხისებური ფორმის, წამახვილებული. ყვავილი მარტოულია, თავდახრილი. ვითარდება ფოთლის უბიდან. ჯამი ხუთკბილაა, გვირგვინი სწორია, მილისებრი, ხუთი, ოდნავ გადაღუნული ფრთით, მორუხო-მელნისფერი, ფუძისაკენ შედარებით ღია ფერის. მტვრიანა - 5, ნასკვი ზედაა. ყვავილობს ივნის-ივლისში. ნაყოფი - ორბუდიანი, მბრწყინავი, შავი, წვნიანი, მრავალთესლიანი კენკრაა, ზომით ალუბლის ნაყოფის ოდენა, მუქი მელნისფერი წვენით. თესლი მომრგვალოა დიამეტრით 2 მმ-მდე, შავი, უსწორმაწორო ზედაპირით. კენკრას აქვს მოტკბო-მომჟავო გემო.

ნაყოფი ისევე, როგორც მთელი მცენარე, შხამიანია.

ორივე სახეობა ველურად იზრდება ან ერთეული ეგზემპლარის სახით, ან ქმნიან მცირერიცხოვან ბარდებს ტყის პირას, ველობში, გზის ნაპირებში, მდინარის გასწვრივ, ზღვის დონიდან არაუმეტეს 200 მ-სა.

როგორც ყველა შხამიანი მცენარე, ბელადონაც ყოველთვის იქცევდა ადამიანთა ყურადღებას. ამ მცენარით მოწამლვა იწვევს თავბრუსხვევას, აზრების სწრაფ ცვლას, მრავალსიტყვაობას. სმენით და ბგერით ჰალუცინაციებს, აღგზნებასა და ბოლოს - დეპრესიას. ყოველივე ამის გამო თვლიდნენ, რომ ბელადონას და მის მსგავს მცენარეებს: ლენცოფას, ლემას, მანდრაგორს - ავი სულები მფარველობენ და ამიტომ მათ კრეფას

თან ახლდა მთელი რიგი რიტუალები.

მცენარის სახელწოდება წარმოქმნილია იტალიური სიტყვებისაგან - bella- "ლამაზი" და donna- "ქალი". ქალები მცენარის წვენს იწვეთებდნენ თვალში, რის შედეგადაც თვალის გუგა ფართოვდებოდა და თვალი იღებდა განსაკუთრებულ ბრწყინვალებას, ხოლო წითელი ნაყოფით ლოყებს იზელდნენ.

ნედლეულად იყენებენ ფოთოლსა და ფესვს. ყვავილობის დასაწყისში კრეფენ მხოლოდ ქვედა ფოთლების ღეროს დატოტვის დაწყებამდე. ყვავილობის ბოლოს კი - ახლად წამოზრდილი ტოტებიდან, თესლის წარმოქმნის დაწყებისას მცენარეს მთლიანად თიბავენ მიწის ზედაპირიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე, ახალი ყლორტების ამოყრის შემდეგ კვლავ კრეფენ ფოთლებს ერთხელ ან ორჯერ, მოთიბულ ბალახს ჭრიან 4 სმ-ის სიგრძეზე და აშრობენ.

5-6 წლის მერე ბელადონას კულტივირებას წყვეტენ. შემოდგომაზე მიწიდან იღებენ ფესვებს, ჭრიან 10-20 სმ სიგრძის ნაჭრებად და სიგრძეზე სერავენ.

ფოთოლსა და თვით მცენარეს აშრობენ სწრაფად, დაახლოებით 40 გრადუსზე, ფესვის გაშრობა ჰაერზეც შეიძლება.

ბელადონას ყოველი ნაწილაკი შეიცავს ალკალოიდებს. ფოთლები შეიცავენ 0,15-დან 1,2%-მდე ალკალოიდებს, ხოლო ფესვები - 0,05-1,3%-ს.

ბელადონას ძირითადი ალკალოიდია _ ატროპინი.

ბელადონას პრეპარატებს იყენებენ როგორც სპაზმოლიტურ, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას კუჭ-ნაწლავის დაავადებისა და კუნთების სპაზმების დროს. იგი იხმარება მორფინითა და სოკოებით მოწამლვის შემთხვევაშიც. ბელადონას ფესვზე დამზადებულ პრეპარატს "კორბელა"-ს იყენებენ პარკინსონის დაავადების წინააღმდეგ. ბელადონა შედის აგრეთვე აბებში "ბელოიდი", სანთელში - "ანუზოლი" და სხვა.

შმაგა - atropa caucasica kreyer - Белладона кавказская - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები