რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

ენციკლოპედია

ბეგქონდარა - Thymus serpyllum - Чабрец

ბეგქონდარა შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა, ამიტომ მის გარშემო ყოველთვის ბევრი პეპელა და ფუტკარია. ეს გარემოება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ძველ ბერძნებს. მთა ქიმეტორი ბერძნებში ცნობილი იყო შესანიშნავი მარმარილოთი და თაფლით. თაფლისთვის მტვერს ფუტკრები ბეგქონდარაზე აგროვებდნენ. ამ შეუხედავ მცენარეს თაყვანს სცემდნენ როგორც შრომისმოყვარეობის სიმბოლოს. ფუტკრებით გარშემორტყმული ბეგქონდარას ტოტები რაინდების შარფების ყველაზე გავრცელებული სამკაული იყო.

ბეგქონდარა განეკუთვნება ტუჩოსანთა ოჯახს. გვარის დასახელება წარმომდგარია ბერძნული სიტყვისაგან thymos "ძალა", "სული" ამგზნები მოქმედების გამო, ხოლო სახეობისა - ლათინური სიტყვისაგან -serpere-  "ჯგუფურად, გადაბმულად ცოცვა", მცენარის ზრდის ხასიათის გამო. მცენარის ანტიკური სახელწოდებაა - herpyillos.

ბეგქონდარა მრავალწლიანი ნახევარბუჩქია, მისი ღერო მიწაზე გართხმული, ადგილ-ადგილ ფესვგადგმული, დატოტვილი, ქვენა ნაწილში გახევებულია, მოწითალო-მორუხო, მრავალრიცხოვანი შეფოთლილი და ყვავილიანი მოკლე ტოტით. ფოთლები მოპირისპირეა, წვრილი, ოვალური, კვერცხისებრი ან ლანცეტისებრი, მთლიანკიდიანი, მოკლე ყუნწიანი, დაფარულია ლუპაში შესამჩნევი ღრმულებით, რომლებშიც მოთავსებულია ჯირკვლები ეთერზეთით; ფუძესთან აქვს რამდენიმე გრძელი ჯაგარის მაგვარი, თვალით შესამჩნევი ბეწვი. წვრილი ორტუჩიანი მელნისფერ-წითელი ყვავილები შეკრებილია ტოტების ბოლოში ცრუ რგოლებად.

მცენარე ძალიან არომატულია. ყვავილობს თითქმის მთელი ზაფხული. იგი ხარობს ღია, ქვიშიან ადგილებში, მშრალ ფიჭვნარში, განსაკუთრებით ბევრია სტეპებში. ცნობილია ბეგქონდარას მსგავსი მრავალი სახეობის მცენარე, მაგრამ მათი ქიმიური შემადგენლობა არ არის საკმარისად შესწავლილი.

ნედლეულად აგროვებენ ღეროებს ტოტებიანად ყვავილობის პერიოდში. გაშრობის შემდეგ ღერებს აცილებენ ფოთლებს ან ამტვრევენ და ცხრილავენ რკინის ბადიან საცერში, უხეში ღეროებისა და ფესვების მოსაცილებლად. რეკომენდებულია ბალახის მოჭრა დანით ან ნამგლით, რადგან მოგლეჯის შემთხვევაში იგი მიწიდან ფესვებიანად ამოდის. ბეგქონდარა ნელა იზრდება, ცუდად მრავლდება და ბუნებრივია, ფესვებიანად ამოთხრის შემთხვევაში, შესაძლებლია მისი გადაშენება.

ბეგქონდარას ბალახი შეიცავს 0,5-1% ეთერზეთს. ეთერზეთი ძირითადად შედგება არომატული ნახშირწყალბადის თიმოლისაგან. ეთერზეთის სამედიცინო გამოყენება განპირობებულია მასში ფენოლების (60%), კრისტალური თიმოლისა და თხევად კარვაკროლის არსებობით. თიმოლს აქვს ძლიერი ბაქტერიოციდული მოქმედება. ბეგქონდარას შემადგენლობაში შედის მწარე სათრიმლავი ნივთიერებები.

ბეგქონდარას იყენებენ როგორც ამოსახველებელ, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, რადიკულიტებისა და ნევრიტების დროს ნახარშისა და ექსტრაქტების სახით. ბეგქონდარას ექსტრაქტი შაქართან ერთად შედის ყივანახველის საწინააღმდეგო პრეპარატში ("პერტუსინი").

ხალხურ მედიცინაში ბეგქონდარას ნახარშს იყენებენ საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის, ნაწლავების შებერვის, ხველის, მკერდის არეში ტკივილისა და უძილობის დროს. აგრეთვე, როგორც შარდმდენ და კუჭის გასამაგრებელ საშუალებას. გარეგანად ხმარობენ არომატიზირებული აბაზანების სახით ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ტკივილების დროს. კომპრესებისა და საფენების სახით – ჭრილობის შესახორცებლად და თვალის ტკივილის დროს. ფხვნილი გამოიყენება საყნოსავად გრძნობის დაკარგვისას.

ბეგქონდარას იცნობდნენ ძველ აღმოსავლეთშიც.

ავიცენა წერდა, რომ ძმარში მოხარშული და ვარდის ზეთში შერეული ბეგქონდარას ნაყენის თავის კანში შეზელვა შველის მეხსიერების დაკარგვისა და ფსიქიკური პათოლოგიების დროს. გარდა ამისა, ბეგქონდარა ათავისუფლებს ქალს მკვდარი ნაყოფისაგან, ხელს უწყობს შარდის გამოყოფასა და მენსტრუაციას. ველური ბეგქონდარას ფოთლების საფენის შუბლზე და თავზე დადება აყუჩებს თავის ტკივილს.

ბეგქონდარა - Thymus serpyllum - Чабрец - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები