რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

ენციკლოპედია

ვენები - venae - вены

(მრავლ.) სისხლძარღვები, რომლებითაც სისხლი ორგანოებიდან და ქსოვილებიდან მიედინება გულისაკენ. სისხლის მიმოქცევის დიდი წრის ვენებს მარჯვენა წინა გულში გადააქვს ნახშირორჟანგით, ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებით, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ჰორმონებიტა და სხვ. ნივთიერებებით გაჯერებული სისხლი, ხოლო მცირე წრის ვენებს მარცხენა წინაგულში – ფილტვებიდან ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი. კარის ვენის სისტემით სისხლის საერთო ნაკადს გადაეცემა ის საკვები პროდუქტები, რომლებიც კუჭ–ნაწლავის ტრაქტში შეიწოვება. ვენური სისტემა იწყება კაპილარული ქსელიდან, სადაც ყალიბდება ვენულები, რომელთა შეერთება ქმნის ვენებს. არტერიების კედლებთან შედარებიტ ვენების კედლები უფრო თხელი და პლასტიკურია, წნევა ვენებში ძალიან მცირეა დიდ ვენებში კი – ატმოსფერულზე უფრო დაბალი. სისხლის დინებას ხელს უწყობს გულმკერდის მოძრაობას, კიდურების ღრმა ვენებში – კუნთების შეკუმშვა. ვენების კედლებში (შიგნიდან ) განლაგებული ნამგლისებური სარქველები სისხლს ატარებს მხოლოდ გულისკენ.

 

იხ. ენციკლოპედიაში:

ვენების (ღრმა) გაგანიერება

ვენების თრომბოზი

ვენური უკმარისობა

 

ვენები - venae - вены - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები