-სალამი, ბოლო რამდენიმე თვეა სკალპზე გამიჩნდა უჩვეულო პრობლემა, კერძოდ, თავის დაბანიდან თითქმის მეორე დღესვე მიჩნდება უსიამოვნო სუნი. ცხიმიანი სკალპი სულ მქონდა და გარკვეული დოზით უსიამოვნო სუნი ალბათ, ბუნებრივიცაა, მაგრამ ეს არის მძაფრი, რომელიც დისკომფორტს მიქმნის. ბევრჯერ გამოვცვალე შამპუნიც, თმის ბალზამიც და ყველა პროდუქტი. სავარცხელს თითქმის ყოველ კვირა ვრეცხავ, ბალიშის პირსაც ხშირად ვცვლი, სკალპის მასაჟორიც ვიყიდე, ერთი სიტყვით სკალპთან და თავთან კონტაქტი რასაც აქვს ყველაფრის კონტროლი ვცადე და შედეგი არაფერს გამოუღია. მაინტერესებს, რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი, რით შეიძლება ვუშველო, ან რამდენად არის დერმატოლოგიური პრობლემა, რის ექიმს მივმართო ამისთვის? მადლობა წინასწარ.