რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

ენციკლოპედია

იოდინოლი - IODINOLUM - ЙОДИНОЛ

საერთაშორისო დასახელება: Iodine+Potassium iodine

მწარმოებელი: BORISOV PLANT, ბელორუსია

მოქმედი ნივთიერება: იოდი+კალიუმის იოდიდი კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიური საშუალება; გამოშვების ფორმა: ხსნარი ადგილობრივი და გარეგანი გამოყენებისათვის. ფარმაკოლოგიური თვისებები: იოდინოლი წარმოადგენს სადეზინფექციო ხსნარს, რომელსაც გააჩნია ფართო სპექტრის ანტიმიკრობული, ანტიფუნგინური, ანტიპროტოზოული აქტივობა. ჩვენებები:

  • კანის ზედაპირის სადეზინფექციოდ ინექციის და ქირურგიული ჩარევის წინა პერიოდში;
  • ჭრილობის ასეპტიკური დამუშავებისათვის;
  • კანის ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ;
უკუჩვენებები: * ჰიპერმგრძნობელობა იოდის მიმართ; * ჰიპერთირეოზი; ფარისებრი ჯირკვლის ადენომა; დერმატიტი; * თირკმელების უკმარისობა; * რადიაქტიური იოდის შეყვანის წინ; * ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობა. გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები. გამოყენების წესი და დოზირება: ადგილობრივად (გამორეცხვა, მარლის სალფეთქების დაფენა, ნუშურებზე წასმა). ქრონიკული ტონზილიტის დროს რეცხავენ ნუშურების ლაკუნებს და სუპრატონზილარულ სივრცეს. აწარმოებენ 4–5 გამორეცხვას 2–3 დღიანი ინტერვალით. ერთჯერადი დოზა – 50მლ. ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტის დროს: ყოველდღიური ჩაწვეთება 5–8 წვეთი მეზოტიმპანიტისა და გამორეცხვა ეპიტიმპანიტის დროს. მკურნალობის კურსი – 2–4 კვირა. ქრონიკული ატროფიული რინიტის დროს (ოზენა) ფუფხის წინასწარი დარბილებისა და მოშორების შემდეგ აწარმოებენ ცხვირის ღრუსა და ხახის პულვერიზაციას 2–3–ჯერ კვირაში 2–3 თვის მანძილზე. ტროფიკული და ვარიკოზული წყლულის დროს წყლულის ზედაპირზე ადებენ პრეპარატით დასველებულ მარლის სალფეთქს (3 ფენა),  (კანს წინასწარ ასუფთავებენ საპნიანი თბილი წყლით, ხოლო კანს წყლულის ირგვლივ უსვამენ თუთიის მალამოს). გადახვევას აწარმოებენ დღში 1–2–ჯერ, ამ დროს წყლულის ზედაპირზე დაფენილ მარლას არ ხსნიან, ისევ ჟღინთავენ ხსნარით. 4–7 დღის შემდეგ ნიშნავენ საერთო ან ადგილობრივ აბაზანას, შემდეგ ისევ აგრძელებენ მითითებულ მკურნალობას. ჩირქოვანი ჭრილობებისა და ინფექციური დამწვრობის დროს იყენებენ პრეპარატით გაჟღენთილი ფაშარი მარლის სახვევს. ახლად მიღებული I-II ხარისხის თერმული და ქიმიური დამწვრობის დროს ასევე იყენებენ პრეპარატით გაჟღენთილი მარლის სახვევს. გარედან, საოპერაციო ველს წინასწარი დაბანის გარეშე, ამუშავებენ ორჯერადად 5–7 მლ 1% ხსნარით (კანის დამატებითი დამუშავება ეთანოლით საჭირო არ არის). 1% ხსნარს (აქტიური იოდის მიხედვით) ამზადებენ სტერილური ან ანადუღარი გასუფთავებული წყლით განზავებით 1:4.5. ოპერაციის ბოლოს კანს, ჭრილობის გარდა განმეორებით ამუშავებენ 5–7 მლ 1% ხსნარით. განსაკუთრებული მითითება: მოერიდეთ თვალში მოხვედრას. სინათლეს და 400C მაღალ ტემპერატურას, რათა არ მოხდეს აქტიური იოდის დაშლა. გამოიყენება მხოლოდ სტაციონარის პირობებში. განზავებული ხსნარი ხანგრძლივ შენახვას არ ექვემდებარება. ხსნარს უნდა ჰქონდეს მუქი–ყავისფერი შეფერილობა. 

დეფლორაცია - defloratio - дефлорация, изнасилование - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები