ვალუპროპოლი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

ვალუპროპოლი - ValuPropol - ВалуПропол
შემადგენლობა: სიროფის 40 მლ შეიცავს: თაფლი - 3, 95მგ; ვიტამინი C - 400მგ; პროპოლისი (დინდგელი) - 380მგ; მრავალძარღვა - 315მგ; გრინდელია – 315მგ; ევკალიპტი - 70მგ; თუთია - 2,5მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ფიტოპრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვით ძალებს და წარმოადგენს იმუნიტეტის სტიმულატორს. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ამოსახველებელი მოქმედება.

თაფლი - აუმჯობესებს მეხსიერებას და ამშვიდებს ნერვებს, რაც დაკავშირებულია ანტიოქსიდანტების არსებობასთან.
თაფლს შეუძლია ეფექტურად შეებრძოლოს ქრონიკული სურდოს გამომწვევ ბაქტერიებს. თაფლი კურნავს ჭრილობებს და წყლულებს.

ვიტამინი C - მონაწილეობს უჯრედში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლოვან ცვლის რეგულაციაში, სისხლის შედედებაში, სტეროიდული ჰორმონების ბიოსინთეზში, ქსოვილების რეგენერაციაში, კოლაგენის სინთეზში, კაპილარების განვლადობის ნორმალიზაციაში. ხელს უწყობს რკინის შეთვისებას და ჰემოგლობინის სინთეზს.

დინდგელი ანუ პროპოლისი - ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელსაც ფუტკრები გამოიმუშავებენ. ის შეიცავს 70%-მდე მცენარეულ, წებოვან ნივთიერებასა და ფუტკრის ჯირკვლების გამონაყოფს, აგრეთვე - ვიტამინებს: B1, B2, B6, PP, E.

პროპოლისი ამჟღავნებს მიკრობსაწინააღმდეგო მოქმედებას 100-ზე მეტ ბაქტერიების სახეობაზე, სოკოებსა და ვირუსებზე (მათ შორის ტუბერკულოზის, სიფილისის, დიფტერიის).
პროპოლისის მიღება ასევე ზრდის ორგანიზმის დამცავ ფუნქციას და გააჩნია იმუნომასტაბილიზირებელი მოქმედება. ზოგადად, პროპოლისი წარმოადგენს მიკრობებისათვის საშიშ, გადაულახავ ძალას. მასთან, ბაქტერიებსა და ვირუსებს არ შეუძლიათ დინდგელის მიმართ გამოიმუშავონ შეგუება. პროპოლისს მნიშვნელოვნად აქვს გამოხატული სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ის თრგუნავს სიმსივნის უჯრედების განვითარებას.

მრავალძარღვა - აქვს ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აძლიერებს ბრონქების ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას და ლორწოს სეკრეციას. იწვევს ნახველის გათხევადებას და აადვილებს მის გამოყოფას. აქვს სპაზმოლიზური მოქმედებაც.

გრინდელია - ახასიათებს ანტიბაქტერიული, სიმსივნის საწინააღმდეგო (კუჭის კიბოს შემთხვევაში), ამოსახველებელი და სპაზმოლიზური მოქმედება.

ევკალიპტი - ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება.

ჩვენებები:

• გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

• სხვადასხვა ქრონიკული დაავადების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობა.

• ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი.

უკუჩვენება: 1 წლამდე ასაკის ბავშვები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

1-დან 3 წლამდე ბავშვებში 1ჩაის კოვზი (5მლ) 1-2ჯერ დღეში.

3 წლის ზემოთ 1 ს/კ (10მლ) 1-2ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა: 150მლ სიროფი.

შენახვის წესები: ინახება მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილზე.

მწარმოებელი: ValueMed Pharma S.r.l. (იტალია)
  • Add to Phrasebook
    • No word lists for English -> Russian...
    • Create a new word list...
  • Copy
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად