ვალუდორმი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

ვალუდორმი - ValuDorm - ВалуДорм
შემადგენლობა: 20 წვეთის შემცველობა: მელატონინი - 1მგ, პასიფლორა - 25მგ. ცაცხვის ყვავილი - 25მგ. გვირილა - 25მგ. ეშოლცია - 25მგ. მაგნიუმი - 22,5მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დამამშვიდებელი და საძილე საშუალება, ფიტოპრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ჩაძინების პროცესს და ძილის ფაზებს, ხსნის უძილობას, აქვს სედაციური მოქმედება. მელატონინი ასევე ამაღლებს იმუნიტეტს და ცნობილია, როგორც ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი.

პასიფლორას აქვს დამამშვიდებელი, მსუბუქი საძილე, ასევე შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ხსნის შინაგანი ორგანოების ნეიროგენული წარმოშობის სპაზმს.

ცაცხვის ყვავილს გააჩნია ნერვული აგზნების, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე აქვს გამოხატული საძილე ეფექტი.

გვირილას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება და გამოიყენება ბავშვებში მუცლის ტკივილის დასაამებლად.
უძილობა ბავშვებში ხშირად კუჭ-ნაწლავის დისფუნქციით არის განპირობებული, ამიტომ თანამედროვე მიდგომებით, გვირილას შემცველობა მეტად მნიშვნელოვანია საძილე პრეპარატებში. ეშოლციას, ალკალოიდების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, გააჩნია დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

მაგნიუმი უზრუნველყოფს ნეირონების მიერ ნერვულ იმპულსთა მიღება-გატარებას და მისი დეფიციტი ორგანიზმში განაპირობებს აგზნებას, სტრესისადმი მიდრეკილებას.

ჩვენებები:

• მოუსვენრობა, შფოთვა
• მომატებული აღგზნებადობა, გაღიზიანებადობა
• ძილის მოშლა
• ნევრასთენიის მსუბუქი ფორმა, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში ან დათრგუნვა
• კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევები

უკუჩვენება: 3 თვემდე ასაკის ბავშვები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

• ბავშვებში 2 წლამდე 10-15 წვეთი ძილის წინ 30 წუთით ადრე, ერთხელ დღეში.
• 2 წლის ზემოთ ბავშვებში 15-20 წვეთი ძილის წინ 30 წუთით ადრე, 1-2ჯერ დღეში. რეკომენდებულია პრეპარატი ჩავაწვეთოთ წყალში, რძეში, ან დავაწვეთოთ შაქრის ნატეხზე.

გამოშვების ფორმა: 30მლ. წვეთები, მარწყვის არომატით.

შენახვის წესები: ინახება 10-250C ტემპერატურაზე. მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ValueMED pharma S.r.l. (იტალია)
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად