ფილტვის ინფარქტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

ფილტვის ინფარქტი
ფილტვის ინფარქტი დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ფილტვის არტერიის ტოტების ემბოლიით ან თრომბოზით. მიიჩნევა, რომ ფილტვის ინფარქტი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ათიდან 10-25 შემთხვევაში ვითარდება.

მიზეზები
დაავადებას უმეტესად საფუძვლად უდევს დიდი წრის სისხლძარღვების - ქვედა კიდურების, მცირე მენჯის, თეძოს, ქვედა ღრუ ვენების და სხვათა - თრომბოზი, შედარებით იშვიათად - გულის მარჯვენა ღრუების თრომბოზი. პერიფერიული ფლებოთრომბოზების (ვენების თრომბოზი) განვითარებას ხელს უწყობს ქირურგიული ჩარევები, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ლულოვანი ძვლების მოტეხილობები, ავთვისებიანი სიმსივნეები, ხანგრძლივი იმობილიზაცია (კერძოდ, წოლითი რეჟიმი). ფილტვის სისხლძარღვების თრომბოზი ყალიბდება ფილტვებში შეგუბების ან სისხლის მიმოქცევის შენელების, სტაბილური ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის, ფილტვისმიერი ვასკულიტის ფონზე. თრომბით სისხლძარღვის სანათურის დახშობა ფილტვის არტერიულ სისტემაში იწვევს წნევის მატებას და ხელს უწყობს ფილტვის ქსოვილში სისხლის ჩაღვრას. ფილტვის ინფარქტის ფორმირება იწყება ფილტვის სისხლძარღვის დახშობიდან ერთ დღეში, მის მთლიანად ჩამოყალიბებას კი სჭირდება 7 დღე. ზოგ შემთხვევაში სისხლძარღვის ემბოლიამ შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვის არასრული ინფარქტი კეროვანი აპოპლექსიის სახით, რომელსაც არ ახლავს თან ფილტვის ქსოვილის შეუქცევადი ცვლილებები. ფილტვის ინფარქტის ინფიცირებას მოჰყვება პერიფოკალური პნევმონიის  განვითარება, რასაც არცთუ იშვიათად აბსცესის ჩამოყალიბებაც მოსდევს. ინფარქტის სუბპლევრალური ლოკალიზაციის შემთხვევაში  ვითარდება ფიბროზული ან ჰემორაგიული პლევრიტი.

სიმპტომები და მიმდინარეობა
ფილტვის ინფარქტის სიმპტომები და მიმდინარეობა დამოკიდებულია ობტურაციული სისხლძარღვების კალიბზრე, ობტურაცის ლოკალიზაციასა და სიხშირეზე, ასევე - კომპენსაციურ მექანიზმებზე, ფილტვებისა და გულის თანმხლებ დაავადებებზე.
ფილტვის ინფარქტის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია ქოშინის მოულოდნელი აღმოცენება (ან გაძლიერება), ტკივილი გულმკერდის არეში; სიფითრე და რუხი, იშვიათად კი ციანოზური კანი, ტაქიკარდია. გამორიცხული არ არის გულის რიტმის დარღვევა (ექსტრასისტოლია, იშვიათად - მოციმციმე არითმია), არტერიული ჰიპოტენზია და კოლაფსიც კი; ასევე მოსალოდნელია მიოკარდიუმის ჰიპოქსიის სიმპტომები, ცერებრული დარღვევები (ფსიქომოტორული აღგზნება, ტვინის შეშუპების ნიშნები, სისხლჩაქცევით განპირობებული ტვინის კეროვანი დაზიანება, პოლინევრიტები), სხეულის ტემპერატურის მატება, ხველა ლორწოვანი ან სისხლიანი ნახველით, სისხლის ამოხველება, სუნთქვის შესუსტება, სველი ხიხინი ფილტვების დაზიანებულ უბანში, ცალმხრივი ექსუდაციური პლევრიტი.
შედარებით იშვიათად შეინიშნება აბდომინალური სინდრომიც (მწვავე ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, ნაწლავების პარეზი, ლეიკოციტოზი, შეტევითი სლოკინი, ღებინება, დისგრაფია, თხიერი განავალი), ფილტვების მწვავე ჰიპერტენზიისა და გულის გადატვირთვის  სიმპტომები (გულის შეკუმშვათა გაძლიერება, გულის მარჯვენა საზღვრის გადიდება, პულსაცია მეორე ნეკნთაშუა სივრცეში, მარცხნივ, მარჯვენამხრივი უკმარისობის სურათი და სხვა).
ფილტვის ინფარქტის დიაგნოზის დასმაში ექიმს ეხმარება ეკგ-ზე გულის მწვავე მარჯვენამხრივი გადატვირთვის ნიშნების აღმოჩენა, რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომლითაც აღმოაჩენენ დიაფრაგმის ცალმხრივ პარეზს, ფილტვის ფუძის გაფართოება, ნებისმიერი ფორმის კეროვანი გამკვრივებები, პლევრიტის ნიშნები და სხვა. ფილტვის ინფარქტის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ფილტვების რადიოიზოტოპური სკანირება და ანგიოპულმოგრაფია.

მკურნალობა

ფილტვის ინფარქტის პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. მას უნდა გაუკეთდეს ფიბრინოლიზური (თრომბის დამშლელი) საშუალებები (სტრეპტოკინაზა, სტრეპტოდექსაზა, ალვეზინი, ფიბრინოლიზინი და ა.შ.) ჰეპარინთან, ეუფილინთან, რეოპოლიგლუკინთან, ანტიბიოტიკებთან ერთად. მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომების ალაგების შემდეგ მკურნალობა გრძელდება პნევმონიის დროს მიღებული თერაპიის მსგავსად.
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად