ტონზილიტი მწვავე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020
ტონზილიტი მწვავე
ტონზილიტი სასის ნუშისებრი ჯირკვლების ანთებაა. ის მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.

მწვავე ტონზილიტი
მწვავე ტონზილიტი (ანგინა) სასის ნუშისებრი ჯირკვლების მწვავე ანთებაა. ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა: მოზრდილებში ავადობა 4-5%-ს შეადგენს, ბავშვებში - დაახლოებით 6%-ს.
ანგინა შესაძლოა გამოიწვიოს მიკრობმა, ვირუსმა, სოკომ. ყველაზე გავრცელებული გამომწვევია A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. ხშირია ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ფორმაც.
წარმოშობის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ ანგინის სამ ფორმას:
-ეპიზოდურს, როდესაც არახელსაყრელი პირობების ზემოქმედებით, მაგალითად, გაციების შედეგად, აქტიურდება ორგანიზმში არსებული მიკროფლორა;
-ეპიდემიურს, როდესაც დასნებოვნება ხდება ანგინით დაავადებულისგან;
-ქრონიკული ტონზილიტის გამწვავების შედეგს.
სასის ტონზილების ინფიცირება შესაძლებელია რამდენიმენაირად:
-ჰაერწვეთოვანი გზით (დაავადების გამომწვევი ვრცელდება ჰაერით);
-ალიმენტური გზით (დაავადების გამომწვევი ხახაში ხვდება საკვებთან ერთად);
-აუტოინფექციის შედეგად (დაავადება უმეტესად ხახაში მუდმივად მობინადრე მიკრობებით თვითდასნებოვნების შედეგად ვითარდება. ამ პროცესს ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტება განაპირობებს).
ანგინის განვითარებას ხელს უწყობს გადაცივება, გადახურება, იმუნოგლობულინების დეფიციტი, ჰიპოვიტამინოზი, ცხვირისა და დანამატი წიაღების, პირის ღრუს, ღრძილების დაავადებები.
არსებობს ანგინის რამდენიმე ფორმა, რომლებსაც რამდენადმე განსხვავებული მიმდინარეობა ახასიათებს:
-კატარული ანგინა. იწყება მწვავედ, ყელში სიმშრალისა და წვის შეგრძნებით (ხახის უკანა კედელი და სასის ტონზილები გაწითლებული და შეშუპებულია). შემდეგ აღინიშნება ზომიერი ტკივილი ყლაპვისას, აგრეთვე - თავის ტკივილი და ტეხის შეგრძნება. ტემპერატურა, ჩვეულებრივ, 37 გრადუსს არ აღემატება. კატარული ანგინა, წესისამებრ, 3-5 დღეში თავისთავად იკურნება. ის მსუბუქ დაავადებად არის მიჩნეული, მაგრამ მაინც საჭიროა სიფრთხილე, ვინაიდან შესაძლოა გართულდეს.
-ფოლიკულური ანგინა. ეს არის ტონზილების ლიმფოიდური ფოლიკულების ჩირქოვანი ანთება. ტონზილები გადიდებულია და მათ ზედაპირზე ქინძისთავისოდენა თეთრი ბურთულების სახით მოჩანს დაჩირქებული ფოლიკულები. ავადმყოფობა იწყება ტემპერატურის მომატებით 38-390C-მდე, ძლიერი ყელის ტკივილით, განსაკუთრებით - ყლაპვისას, ხშირად - ირადიაციით ყურში. აღინიშნება ზოგადი სისუსტე, თავის, წელის ტკივილი. ბავშვებში დაავადება უფრო მძიმედ, ხშირად ღებინებით მიმდინარეობს. კისრის ლიმფური კვანძები გადიდებულია. ავადმყოფობა, ჩვეულებრივ, ერთ კვირას გრძელდება.
-ლაკუნური ანგინა. ამ დროს ჩირქი ტონზილის ზედაპირზე საცობებად მოჩანს. ჩივილები და ხანგრძლივობა ისეთივეა, როგორიც ფოლიკულური ანგინის დროს.
-ვირუსული ანგინა უმეტესად ვითარდება ზედა სასუნთქი გზების რესპირაციული ვირუსული ინფექციის ფონზე. ხშირად იწვევს გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი.
-სოკოვანი ანგინა საფუარა სოკოთია გამოწვეული. ამ ტიპის სოკო ადამიანის პირის ღრუში მუდამ არის, ხოლო ორგანიზმის დასუსტებისას, აგრეთვე ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენებისას აქტიურდება და პათოგენურ აგენტად გარდაიქმნება. უმეტესად ავადდებიან პატარა ბავშვები. სიმპტომები მკაფიოდ არ არის გამოხატული. ტონზილებზე შესაძლოა გაჩნდეს ხაჭოსებრი ნადები, რომელიც ადვილად სცილდება. დიაგნოზი დაისმის ხახიდან აღებული მასალის გამოკვლევის შედეგად.
ანგინა ხშირად რთულდება პარატონზილიტით - სასის ტონზილასა და ხახის გვერდით კედელს შორის ჩამოყალიბებული აბსცესით. უფრო იშვიათია პარაფარინგული აბსცესი (ამ შემთხვევაში აბსცესი სცილდება ხახის კედელს და გადადის კისრის სტრუქტურებში). ზოგადი გართულებებიდან დამახასიათებელია: ინფექციური პოლიართრიტი, რევმატიზმი, პიელონეფრიტი, ქოლეცისტიტი, ორქიტი, იშვიათად - ტონზილოგენური სეფსისი.

მკურნალობა
ანგინას სიმძიმის შესაბამისად მკურნალობენ. ანტიბიოტიკებით თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია. ანტიბიოტიკის დანიშვნისა და შერჩევის პრივილეგია ექიმს ეკუთვნის. ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება უფრო მეტად ასუსტებს ორგანიზმს.
ანგინის დროს საჭიროა წოლა, ბევრი სითხის სმა, სავლებების, საწუწნი აბების, საინჰალაციო საშუალებების გამოყენება.
მცენარეული პრეპარატებიდან კარგია გვირილის, ევკალიპტის, სალბის ნაყენი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხახის სანაციისთვის როგორც ანგინის, ასევე ქრონიკული ტონზილიტის დროს. კარგია თაფლიც - ერთი საჩაროზე კოვზი ჭამის წინ დღეში სამჯერ, პირში 1-2 წუთს გაჩერებით (ალერგიის შემთხვევაში ეს მეთოდი მიუღებელია), ასევე - ლიმონიანი ჩაი ან უშაქრო ლიმონის დაღეჭვა.
ანგინის პროფილაქტიკა გულისხმობს: ორგანიზმის გაკაჟებას, სწორ კვებას (მათ შორის - ჩვილის ძუძუთი კვებას), ინფექციის კერების (ღრძილების და კბილების დაავადებები, სინუსიტები, ადენოიდები, რაქიტი) დროულ გამოვლენასა და მკურნალობას.

გართულება
მწვავე ტონზილიტის ყველაზე გავრცელებული ადგილობრივი გართულებაა პარატონზილიტი (სასის ნუშურასა და ხახის გვერდით კედელს შორის ჩამოყალიბებული აბსცესი (ჩირქგროვა). უფრო იშვიათია პარაფარინგული აბსცესი. ამ შემთხვევაში ჩირქგროვა სცილდება ხახის კედელს და კისრის სტრუქტურებში გადადის).
ზოგადი გართულებები ახასიათებს როგორც მწვავე, ისე ქრონიკულ ტონზილიტს. ესენი გახლავთ ინფექციური პოლიართრიტი, რევმატიზმი, პიელონეფრიტი, ქოლეცისტიტი, ორქიტი, იშვიათად ტონზილოგენური სეფსისი.


დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად