იმუნოლოკალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

იმუნოლოკალი - IMMUNOLOCAL - ИМУНОЛОКАЛ

სავაჭრო დასახელება :

იმუნოლოკალი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება :

დექსამეტაზონი + ფურაზოლიდონი + ქლორფენირამინი

Dexamethasone+Furazolidon+Chlorpheniramine

წამლის ფორმა : ვაგინური სუპოზიტორია

შემადგენლობა :

ერთი სუპოზიტორია შეიცავს :

აქტიური ნივთიერებები :

დექსამეტაზონ ფოსფატნატრიუმი     0.5 მგ

ფურაზოლიდონი                    5.0 მგ

ქლორფენირამინის მალეატი          25.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები : ვიტეპსოლი - H15

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, H1 -ჰისტამინმაბლოკირებელი, ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები :

ფარმაკოდინამიკა :

იმუნოლოკალი ადგილობრივი მოქმედების კომბინირებული პრეპარატია; გამოიყენება გინეკოლოგიურპრაქტიკაში. პრეპარატი ხასიათდება ბიოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრით (იმუნომამოდულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიპროლიფერაციული და სხვ.) პრეპარატიმუნოლოკალს აქვს კარგად გამოხატული იმუნომამოდულირებელი ეფექტი.

დექსამეტაზონი სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია – ფუროპრედნიზოლონის მეთილირებულიწარმოებული. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი დაკავშირებულია ეოზინოფილების მიერ ანთებისმედიატორის გამოთავისუფლების დათრგუნვასთან, ლიპოკორტინების წარმოქმნის ინდუცირებასთან დაჰიალურონის მჟავას გამომყოფი პოხიერი უჯრედების შემცირებასთან, კაპილარების განვლადობისშემცირებასთან და უჯრედის მემბრანების სტაბილიზაციასთან. პრეპარატის ანტიალერგიული ეფექტიგანპირობებულია ცირკულირებადი ბაზოფილების რაოდენობის შემცირებით, რაც იწვევს ალერგიისმედიატორების გამოყოფის დათრგუნვასა და   ეფექტორულ უჯრედებზე მათი გავლენის შემცირებას.

ფურაზოლიდონი ანტიმიკრობული საშუალებაა, ნიტროფურანების წარმოებული. აქტიურიაგრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკრობების მიმართ, Trichomonas spp., Giardia lamblia. სუსტადმოქმედებს ჩირქოვანი და ანაერობული ინფექციის გამომწვევებზე. მიკროორგანიზმების მდგრადობავითარდება ნელა. ახდენს MAO-ს ბლოკირებას. ნიტროფურანები არღვევენ მიკროორგანიზმებისუჯრედული სუნთქვის პროცესებს, თრგუნავენ სამნახშირბადიან მჟავათა ციკლს (კრებსის ციკლი), აგრეთვე თრგუნავენ მიკროორგანიზმების სხვა ბიოქიმიურ პროცესებს, რის შედეგადაც ხდება მათიგარსების ან ციტოპლაზმური მემბრანის რღვევა.

ქლორფენირამინი H1 - ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი, აქვს ალერგიის საწინააღმდეგომოქმედება, ამცირებს ადგილობრივ ექსუდაციურ გამოვლინებებს, შეშუპებასა და საშოს ლორწოვანიგარსის ჰიპერემიას; ამცირებს ქავილის შეგრძნებას.

ფარმაკოკინეტიკა :

მონაცემები პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე არ არის წარმოდგენილი.

პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის, სისტემური აბსორბაციის შესახებმონაცემები არ არის.

ჩვენება :

იმუნოლოკალი გამოიყენება ზრდასრულებში ინფექციურ - ანთებითი დაავადებების კომპლექსური  თერაპიის დროს ქალებში ASA ანტისხეულების ლოკალური სტატუსის შესამცირებლად და ზედა სასქესოგზებში, ცერვიკალურ არხსა და ენდომეტრიუმში სპერმატოზოიდების შესაღწევად. ამცირებს ქალისგენიტალურ ტრაქტში იმუნოლოგიური შეუთავსებლობის – იდიოსინკრაზიის ფაქტორს. ნაჩვენებიაბაქტერიული ვაგინიტებისა და ვაგინოზების სამკურნალოდ.

უკუჩვენება :

უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს ; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გაფრთხილება :

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.

გვერდითი ეფექტი :

არ არის დადგენილი

გამოყენება და დოზები :

პრეპარატი იმუნოლოკალი გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე კომპლექსური მკურნალობისდროს :

- ავტოიმუნური დაავადებების კომპლექსური მკურნალობის დროს ქალებშიანტისპერმული ანტისხეულების მაღალი მაჩვენებლის   დროს გამოიყენება ვაგინალურად,პირველი ხუთი დღის განმავლობაში თითო სანთელი დილა - საღამოს;

- პროფილაქტიკური კურსის სახით ქალებში, ვაგინალურად ერთი სანთელი საღამოს,ათი დღის განმავლობაში.

დაავადების ქრონიკული ფორმების მკურნალობის დროს პრეპარატი კარგად შეთავსებადია სხვასამკურნალო საშუალებებთან ( ვაგინალური ტაბლეტები, ლინიმენტები ).

ჭარბი დოზირება :

ჭარბი დოზირების საშიშროება დგება არამიზანმიმართული გამოყენებისას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

იმუნოლოკალი კარგად შეთავსებადია ყველა იმ სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენებააღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ (ანტიბიოტიკები და სხვა ანტიბაქტერიული საშუალებები )

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს :

არ არის რეკომენდებული

გამოშვების ფორმა :

#10 1.6 გრ სუპოზიტორია ბლისტერზე, მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები :

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ბნელ ადგილზე,4 - 10 ° C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა :

12 თვე გამოშვების თარიღიდან.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობა : ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი :     შ. პ. ს.,, გეომედი ”

მისამართი :        ქ. თბილისი, გოთუას ქ. #3

დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად