პოლიფეპანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

პოლიფეპანი - POLIFEPAN - ПОЛИФЕПАН

საერთაშორისო დასახელება: Lignin hydrolised

მოქმედი ნივთიერება: ჰიდროლიზური ლიგნინი

სამკურნალაწამლო ფორმა:

გრანულები სუსპენზიის დასამზადებლად ან შიგნით მისაღებად, პასტა სუსპენზიის დასამზადებლად ან შიგნით მისაღებად, ფხვნილი სუსპენზიის დასამზადებლად ან შიგნით მისაღებად, ფხვნილი შიგნით მისაღებად, აბები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მცენარეული წარმოშობის პრეპარატი, რომელიც მიიღება ჰიდროლიზური ლიგნინისგან. ბოჭავს  სხვადასხვა მიკროორგანიზმებს,  მათი ცხოველქმედების პროდუქტებს, ეგზოგენური და ენდოგენური ბუნების ტოქსინებს, ალერგენებს,  კსენობიოტიკებს, მძიმე ლითონებს, რადიოაქტიურ იზოტოპებს, ამიაკს, ორვალენტიან კათიონებს და ხელს უწყობს მათ გამოყოფას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით. აწარმოებს ენტეროსორბირებად, დეზინტოქსიკაციურ, დიარეის საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ, ჰიპოლიპიდემიურ და კომპლექსწარმომქმნელ ქმედებას.

აკომპენსირებს ადამიანის საკვებში ბუნებრივი კვებითი ბოჭკოების უკმარისობას, დადებითად მოქმედებს სწორი ნაწლავის მიკროფლორაზე და არასპეციფიკურ იმუნიტეტზე. ანტიბაქტერიული სამკურნალწამლო საშუალებებისგან განსხვავებით არ იწვევს დისბიოზის განვითარებას.

ჩვენებები:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ეტიმოლოგიის მწვავე და ქრონიკული დაავადებები:  დისპეფსიური აშლილობები, კვებითი ტოქსიკოინფექცია, დიარეა, ნაწლავის დისბაქტერიოზი, ვირუსული ჰეპატიტი, დიზენტერია, სალმონელოზი, ქოლერა, კოლიტები. მწვავე დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ინტოქსიკაცია, გესტოზი, ღვიძლისა და თირკმელის უკმარისობა.
  • ალერგიული დაავადებები (ანგიონევროტული შეშუპება, კვებითი და წამლის ალერგია), ლიპიდური ცვლის დარღვევა (ათეროსკლეროზი, გაცხიმოვნება),  მდგომარეობა ქიმიო - და სხივური თერაპიის შემდეგ.
  • ონკოლოგიური დაავადებები (ბაქტერიული კოლპიტი, ცერვიციტი, ბაქტერიული ვაგინიტი, კანდიდოზი).
  • სტომატოლოგიური დაავადებები (გენერალიზებული პაროდონტიტი, პერიოდონტიტი, სტომატიტი).
  • რადიონუკლიდებისა და კსენობიოტიკების გამოყვანის აუცილებლობა.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა, ყაბზობა, ანტაციდური გასტრიტი. სიფრთხილით : შაქრიანი დიაბეტი (გრანულები შეიცავენ შაქარს).

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები, ყაბზობა.

მიღების წესები და დოზები:

შიგნით, საკვების მიღებამდე 1-1,5 საათით ადრე. დღიური დოზა მოზრდილთათვის - 4,8-6,4გრ (12-16 აბი), ბავშვებისათვის - 3,8-4გრ.

მწვავე მდგომარეობებისას მკურნალობის კურსი - 3-7 დღე (ინტოქსიკაციის სიმპტომების გაქრობამდე,  კუჭის მოქმედების ნორმალიზაციამდე), ქრონიკულის დროს -  10-15 დღიანი კურსები და 7—10 დღის მონაცვლეობით.

პასტის, ფხვნილის ან გრანულების ფორმით მოზრდილებს უნიშნავენ 0,5-1 გრ/კგ 3-4-ჯერ დღეში (1 სუფრის კოვზს ხსნიან 200მლ წყალში 2 წუთის განმავლობაში), ბავშვებს 1 წლამდე - 1 ჩაის კოვზი ერთ მიღებაზე, 1-7 წლისა - 1 დესერტის კოვზი, 7 წლისა და ზემოთ - 1 სუფრის კოვზი.

შეყავთ დრენაჟული სისტემებით და ზონდებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა განყოფილებებში (კუჭი, წვრილი და მსხვილი ნაწლავი გასტრო-, ენტერო- და ცეკოსტომებით, ასევე მაღალი ოყნების ფორმით).

ზონდური შეყვანის შემთხვევაში აზავებენ სასმელი წყლით თანაფარდობით 1:5-1:10 შეყვანის მოცულობისა და  ადგილზე დამოკიდებულებით.

გინეკოლოგიაში პასტას ნიშნავენ ადგილობრივად, 10-15გრ (1-1,5 სუფრის კოვზი), თანაბრად ანაწილებენ საშოს კედლებზე და (წინასწარი ტუალეტის შემდეგ), შემდეგ შეყავთ ტამპონი 2-2,5 საათით. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურას იმეორებენ იგივე დღეს, 12 საათის შემდეგ წინა დოზის მოშორების შემდგომ.

მკურნალობის კურსი - 10 შეყვანაა, გენიტალური დისბაქტერიოზისას - 20.

განსაკუთრებული მითითებები:

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღების შემთხვევაში მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არაუმცირეს 1 საათისა. ხანგრძლივ მიღებას უთავსებენ В, К, D, Е ვიტამინებისა და Ca2+. შეყვანას.

არ არის განკუთვნილი ექიმის დანიშნულების გარეშე მისაღებად.

დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად