ჰექსეტიდინი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

ჰექსეტიდინი - HEXETIDINE - ГЕКСЕТИДИН

კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური, ანტიპროტოზოული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ანტიმიკრობულ საშუალებას. იგი მიეკუთვნება სარეზერვო ანტიბაქტერიულ პრეპარატთა ჯგუფს. მის მიმართ რეზისტენტულია: Proteus mirabilis, Klebsiella pneumoniae, Enterobacter cloacae, Pseudomonas aeroginosa. დღეისათვის არ არის ცნობილი მის მიმართ ჯვარედინი რეზისტენტობის განვითრების შემთხვევები.

ფარმაკოკინეტიკა:

არ მოიპოვება მონაცემები ვაგინალური ანთებითი ლორწოვანის გარსიდან პრეპარატის აბსორბციის ხარისხის შესახებ, ისევე როგორც მისი ორგანიზმში განაწილების, მეტაბოლიზმის ან ელიმინაციის შესახებ.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ტრადიციული თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში, როდესაც დაავადება გამოწვეულია მის მიმრთ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. მაგალითად, ვაგინიტები გამოწვეული: შერეული, არასპეციფიკური ინფექციებით (Candida albicans), ტრიქომონადული ინფექციებით; ანტიბიოტიკებით და სტეროიდებით მკურნალობის შემდეგ.

დოზირება:

ინიშნება 1 ტაბლეტი 2–ჯერ დღეში დილას და საღამოს. ტაბლეტი შეჰყავთ მწოლიარე მდგომარეობაში ღრმად ვაგინალურ არხში.

მკურნალობა გრძელდება სრული 6 დღე, გვერდითი მოვლენის (ქავილი) განვითარების მიუხედავად. ხანმოკლე თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების რეციდივი.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ მოიპოვება მონაცენები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ ნაყოფზე ორსულობის დროს, რის გამოც მისი გამოყენება შესაძებელია მხოლოდ აუცილებელი ჩვენების არსებობისას პირველი ტრიმესტრის შემდეგ. ლაქტაციის პერიოდში იგი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი დადებითი შედეგი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ახალშობილისათვის.

განსაკუთრებული მითითებები:

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ლოკალურ რეაქციებს კანის მხრივ, განსაკუთრებით სენსიბილიზირებულ პირებში, მიდრეკილებით ალერგიული რეაქციებისადმი. მათი მანიფესტაციის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა.

მკურნალობისას ყურადღება ექცევა ექსტრავაგინალურ არეს და პარტნიორს. სწრაფი სამკურნალო ეფექტის მისაღებად საჭიროა კოიტუსისაგან თავის შეკავება.  აღსანიშნავია, რომ ვაგინალურმა სუპოზიტორიებმა შესაძლოა შეამცირონ ლატექსის განსაზღვრული ნაწარმის დამცავი ეფექტი (ე.წ. ვაგინალური დიაფრაგმების ან კონდომების). მკურნალობის პროცესში აუცილებელია სპეციფიკური ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება წარმატებული მკურნალობის მიზნით (პირადი ჰიგიენა, საცვლების ყოველდღიური ცვლა და ა.შ.).

მკურნალობა არ წყდება მენსტრუაციის დროს და პრეპარატით მკურნალობის 6 დღის მანძილზე. თუ მკურნალობა შეწყდება, შესაძლებელია რეციდივის განვითარება. რეკომენდებულია, რომ პარტნიორიც დაექვემდებაროს მკურნალობას შესაბამისი საშუალებით. პრეპარატმა შესაძებელია გამოიწვიიოს საცვლების დასვრა, რის გამოც საჭიროა ჰიგიენური საფენების (არა ტამპონების) გამოყენება.

ჭარბი დოზირება:

ადგილობრივი ვაგინალური გამოყენებისას ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. მშრალ ვაგინაში რამდენიმე ტაბლეტის მოხვედრისას ისინი კარგად არ იხსნებიან, ხოლო ვაგინაში დიდ რაოდენობით სითხის არსებობისას ჭარბი აქტიური ინგრედიენტები გამოირეცხება გარეთ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვაგინალურ სანთლებს ახასიათებს შეუთავსებლობა გარკვეული სახის ლატექსთან (ვაგინალური დიაფრაგმა, კონდომები) და შეუძლია გამოიწვიოს მათი სტაბილურობის შემცირება.

დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად