შალფეი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

შალფეი - SALBEI - ШАЛФЕЙ

სამკურნალწამლო ფორმა: საწუწნი ტაბლეტები

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება :

სალბის მშრალი ექსტრაქტი ......   12,50 მგ

ესენციური სალბის ზეთი  ........    2,40 მგ

დამხმარე ნივთიერებები : ასკორბინის მჟავა ,   ვაშლის მჟავა , ასპარტამი , სორბიტი , სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი ,   მაგნიუმის სტეარატი ,   საქარინი , სორბიტოლი , მაგნიუმის სტეარატი , საღებავი E -104, საღებავი E -132, არომატული დანამატი ,, თაფლი ".

აღწერილობა:

ბრტყელი , დაქანებული კიდეებით , მოცისფრო - მომწვანო ფერის , სპეციფიკური სუნის მქონე ტაბლეტები , შედარებით უფრო ღია და მუქი ფერის ჩანართებით . ტაბლეტის ორივე მხრეზე არის გრავირება << NP >> ხის ფონზე

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მცენარეული წარმოშობის ანტისეპტიკური საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატი , რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს . ავლენს ანთების საწინააღმდეგო ანტიმიკრობულ და ამოსახველებელ მოქმედებას . გააჩნია შემახორცებელი თვისებები .

გამოყენების ჩვენება:

გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების ( ანგინა , ლარინგიტი , ფარინგიტი და სხვ .), პირის ღრუს ( სტომატიტი , გინგივიტი ) სამკურნალოდ , კომპლექსურ თერაპიაში .

უკუჩვენება;

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე .

მიღების გზები და დოზირება:

საჭიროა პირის ღრუში გაჩერება სრულ გაწოვამდე . – მოზრდილები დღეში 6 ტაბლეტი 2 საათის ინტერვალით .

-           5 წლამდე ბავშვები : დღეში 2 ტაბლეტი , 4 საათზე მეტი ინტერვალით ;

-           5- დან 10 წლამდე ბავშვები : დღეში 3 ტაბლეტი , 4 საათიანი ინტერვალით .

გვერდითი ეფექტები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები .

განსაკუთრებული მითითებები:

ეფექტის არარსებობისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია .

გამოშვების ფორმა:

10 ტაბლეტი პვქ / ალ ბლისტერში ან 2, 4, 6, 8 ტაბლეტი ალ / ალ სტრიპში .

1, 2, 3, 4, 5 ბლისტერი ან სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

10, 12 ტაბლეტი ალ / ალ სტრიპი ; 10, 15 ბლისტერი ან სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე , სინათლისგან დაცულ ადგილას .

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

შენახვის ვადა:

3 წელი ;

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება .

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ურეცეპტოდ

მწარმოებელი :

ნატურ პროდუკტ ევროპა ბ . ვ ., ნიდერლანდები

დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად