სევორანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

სევორანი - SEVORANE - СЕВОРАН

მწარმოებელი : აესიკა კვინბორო ლტდ , დიდი ბრიტანეთი / Aesica Queenborough Ltd, United Kingdom.
შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: 1 ფლაკონი შიცავს არა ნაკლებ 99,9875% და არა უმეტეს 100% სევოფლურანს;

წამლის ფორმა: ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

საშუალება ზოგადი ანესთეზიისათვის.

ჩვენებები:

მოზრდილ პაციენტებში და ბავშვებში სტაციონარული და ამბულატორიული ოპერაციების დროს ზოგადი ანესთეზიის ინდუქცია და შენარჩუნება.

უკუჩვენებები:

სევორანი არ შეიძლება დაენიშნოს პაციენტებს, რომლებსაც სევოფლურანის ან სხვა ჰალოგენის შემცველობის საანესთეზიოს მიმართ მომატებული მგრძნობელობა გააჩნიათ, სევორანი ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებში დამტკიცებული ან საეჭვო გენეტიკური მიდრეკილებით ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მიმართ.

გამოყენების წესი და დოზები:

სევორანის შეყვანა აუცილებლად უნდა მოხდეს სპეციალურად კალიბრირებული ამაორთქლებლის საშუალებით, რათა ზუსტად გაკონტროლდეს კონცენტრაცია, რომელიც მიეწოდება პაციენტს, დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და გაიზარდოს სასურველ ეფექტამდე, პაციენტის ასაკისა და კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად, ნარკოზის ინდუქციისათვის შეიძლება შეყვანილი იქნას ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატი ან სხვა ინტრავენური საშუალება, რის შედეგადაც სევოფლურანი შეყავთ ინჰალაციის გზით, სევოფლურანი შეიძლება შეყვანილი იქნას ჟანგბადთნ ერთდ ან ჟანგბათან და აზოტის

ქვეჟანგთნ კომბინაცში, მოზრდილებში სევოფლურანის საინჰალაციო კონცენტრაცია 5%–მდე ჩვეულებრივ იწვევს ქირურგიულ ანესთეზია, 2 წთ–ზე ნაკლებ დროში, ბავშვებში სევოფლურანის 7%–მდე საინჰალაციო კონცენტრაცია ჩვეულებრივ იწვევს ქირურგიულ ანესთეზიას, 2 წუთზე ნაკლებ დროში, ალტერნატიულად, პაციენტებში ოპერაციისათვის მედიკამენტოზური მომზადების გარეშე, ნარკოზში შყვანისათვის შეიძლება გამოყენეული იქნას სევოფლურანის კონცენტრაცია 8%–მდე.

შენარჩუნება:

ანესთეზიის ქირურგიული დონე შეიძლება შენარჩუნდეს სევოფლურანის კონცენტრაციის დახმარებით 0,5–დან 3%–მდე თანმდევი აზოტის ქვეჟნგით ან მის გარეშე, ხანდაზმულ პაციენტებში სხვა საინჰალაციო საშუალებით ქირურგიული ანესთეზიის შენარჩუნებისათვის ჩვეულებრივ გამოიყენება სევოფლურანის ნაკლები კონცენტრაცია, სევოფლურანის მინიმალური ალვეოლური კონცენტრაცია (მაკ) დაბლა იწევს ასაკთან ერთად და აზოტის ქვეჟანგის  დამატებისას. ცხრილში მოცემულია მაკ–ის საშუალო მაჩვენებლები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის:

სევოფლურანის მაკ - ი მოზრდილებში და ბავშვებისათვის პაციენტის ასაკის მიხედვით

პაციენტის ასაკი

სევოფლურანი ჟანგბადში

სევოფლურანი 65%N2O/35%O2*

0-1 თვე

3,3 %

არ არის მონაცემები

1 თვე -<6 თვე

3,0%

არ არის მონაცემები

6 თვე _< 3 წელი

2,8%

2, 0%

3-12 წელი

2,5%

არ არის მონაცემები

25 წელი

2,6%

1,4 %

40 წელი

2,1 %

1,1%

60 წელი

1,7%

0, 90%

80 წელი

1,4%

0, 70%

პედიატრიული პაციენტებისათვის ასაკით 1–<3 წელი გამოიყენება N2O/40%O2,

დროული ახალშობილები. დღენაკლულ ახალშობილებში მაკ–ი არ არის განსაზღვრული.

ანესთეზიიდან გამოსვლა:

პაციენტები, ჩვეულებრივ სწრაგფად გამოდიან სევოფლურანით გამოწვეული ზოგადი ანესთეზიიდან, სევოფლურანით ნარკოზი შემდეგ კრიტიკული პერიოდი ჩვეულებრივ ხანმოკლეა, ამგვარად, პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ადრეული ოპერაციის შემდგომი გაუტკივარება.

გვერდითი ეფექტები:

ისევე როგორც ყველა ძლიერმოქმედი საინჰალაციო საანესთეზიო საშუალება სევოფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი სისტემის და გულის მუშაობის დოზადამოკიდებული დათრგუნვა. გვერდითი ეფექტების უმეტესობა მსუბუქი და ზომიერია, ასევე გარდამავალია. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ხშირად აღინიშნება გულის რევა და ღებინება, რომელთა პროცენტი, სხვა საინჰალაციო საანესთზიო საშუალების გამოყენებისას, რეგისტრირებული მოვლენების პროცენტის მსგავსია.

პრეპარატის გამოყენების პოსტმარკეტინგული გამოცდილება . გვერდით ეფექტების

შესახებ ცნობები დაფიქსირდა სპონტანური შეტყობინებიდან, თუმცა სიხშირის და

მიზეზობრივ შედეგობრივი კავშირის დადგენა შეუძლებელია.

დარღვევა იმუნური სისტემის მხრიდან : ანაფილაქტოიდური რეაქციები ,

ანაფილაქსიური რეაქციები და ჰიპერმგრძნობელობა ( შეიძლება ასოცირდებოდეს

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებთან , განსაკუთრებით საინჰალაციო

საანესთეზიოს ხანგრძლივი გამოყენებისას).

დარღვევები სასუნთქი სისტემის , გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების

მხრიდან : ბრონქოსპაზმი , სუნთქვის მოშლა , სტრიდორი ( შეიძლება ასოცირდებოდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებთან განსაკუთრებით საინჰალაციო საანესთეზიოს

ხანგრძლივი გამოყებისას ).

ჰეპატობილიარული სისტემის ფუნქციის მოშლა : ჰეპატიტი , ღვიძლის უკმარისობა და

ღვიძლის ნეკროზი , თუმცა სევოფლურანთან მათი კავშირი საბოლოოდ არ არის

დამტკიცებული .

ცვლილება კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან : გამონაყარი , ჭინჭრის გამონაყარი , ქავილი , კონტაქტური დერმატიტი , შეშუპება სახის არეში .

საერთო მოშლილობები : ავთვისებიანი ჰიპერთერმია , დისკომფორტი გულ - მკერდის არეში . 

გვერდითი ეფექტები , რომლებიც აღინიშნება ავადმყოფების კლინიკური კვლევების

დროს:

გვერდითი ეფექტები განაწილებულია ორგანოების სისტემებისა და მათი წარმოქმნის

სიხშირის მიხედვით (10% მეტი -ძალიან ხშირად .1-10%- ხშირად , 0,1-1%- არც ისე ხშირად , 0,1-0,01 %- ერთეული , ნაკლებად 0,01%- იშვიათად ).

სევოფლურანთან დაკავშირებული უფრო ხშირი გვერდითი მოვლენა , გულისრევა და

ღებინებაა , ასევე შესაძლოა გაძლიერებული ხველა და არტერიული ჰიპოტენზია. 

მოზრდილ პაციენტებში ძალიან ხშირად აღინიშნებოდა გულისრევა , ღებინება ,

არტერიული ჰიპოტენზია, ხანდაზმულ პაციენტებში – არტერიული ჰიპოტენზია ,

გულისრევა , ბრადიკარდია , ბავშვებში ხშირი იყო ღებინება, აგზნებადობა , გაძლიერებული ხველა . გვერდითი ეფექტების სახე , სიმძიმე და სიხშირე იმ პაციენტებში ,

რომლებშიც გამოიყენეს სევოფლურანი , ასევე იმ პაცინეტებში ,

რომლებშიც გამოიყენეს სხვა საანესთეზო პრეპარატები მოცემულია ქვემოთ: 

კუჭ - ნაწლავის მხრივ მოშლილობები : 10% მეტი - გულისრევა და ღებინება , ხშირად - ჰიპერსალივაცია .

კარდიალური მოშლილობები : ბრადიკადია , არტერიული ჰიპოტენზია - 10%- ზე მეტი , იშვიათად - ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია.

ნევროლოგიური მოშლილობები : 10% მეტი – აგზნებადობა , ხშირად - თავბრუსხვევა , ძილიანობა .

დარღვევები სასუნთქი გზების სისტემის მხრიდან : 10 % მეტი - ხველა , ხშირად - სუნთქვის , მოშლა ლარინგოსპაზმის .

საერთო მოშლილობები : ხშირად - ციებ - ცხელება .

ლაბორატორიული კვლევები :

ხშირად – სისხლის შრატში გლუკოზის დონის შეცვლა ; იშვიათ შემთხვევებში

აღინიშნებოდა ღვიძლის ფერმენტების დონის ტრანზიტორული ცვლილებები ,

ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილება, სისხლის შრატში არაორგანული

ფტორიდების დონის გარდამავალი ზრდა ( ჩვეულებრივ არაორგანული ფტორიდების უმაღლესი კონცენტრაცია მიიღწევა 2 საათის შემდეგ სევოფლურანით

ანესთეზიის დამთავრებისას და 48 საათის შემდეგ უბრუნდება ოპერაციის

წინა დონე).

ჭარბი დოზა:

ჭარბი დოზის შემთხვევაში (სუნთქვისა და გულის მუშაობის დათრგუნვა)

აუცილებელია შემდეგი ზომების მიღება: უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება, ჩაიდგას სტერილური სასუნთქი მილი და დაიწყოს ხელოვნური დამხმარე ან საკონტროლო ვენტილაცია სუფთა ჟანგბადით , რომლითაც

შენარჩუნდება ადეკვატური გულ - სისხლძარღვთა ფუნქცია.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში .

ორსულებში სევოფლურანის გამოყენების კარგად კონტროლირებადი ადეკვატური

კვლევები არ მოიპოვება , ამიტომაც იგი ორსულებში გამოიყენება მხოლოდ

აუცილებლობის შემთხვევაში . დედებისა და ახალშობილებისთვის სევოფლურანის უსაფრთხოება დამტკიცებული იყო კლინიკურ კვლევებში საკეისრო

კვეთის დროს . მშობიარობისას მისი უსაფრთხო   გამოყენება   არ არის შესწავლილი .

არ არის ცნობილი პერპარატი გამოდის თუ არა დედის რძიდან , ამიტომაც მეძუძურმა

ქალებმა , იგი სიფრთხილითუნდა გამოიყენონ .

ბავშვები . სევორანის გამოყენება შესაძლოა დღესრულ ახალშობილ ბავშვებში .

გამოყენების განსაკუთრებულობები .

სევორანი , შეიძლება შეიყვანონ იმ პირებმა , რომლებიც მომზადებულები არიან ზოგადი ანესთეზის ჩასატარებლად. აუცილებელია სასუნთქი გზების გამავლობის შემანარჩუნებელი , ფილტვების

ხელოვნური ვენტილაციის , ჟანგბადის მისაწოდებელი და სისხლის ცირკულაციის

აპარატურა . სევორანის შეყვანა უნდა მოხდეს სპეციალურად კალიბრირებული

ამაორთქლებლის საშუალებით , რათა კონცენტრაცია , რომელიც მიეწოდება პაციენტებს , ზუსტად გაკონტროლდეს . ანესთეზიის გაძლიერებასთან ერთად იზრდება

ჰიპოტენზიის და სუნთქვის დათრგუნვის საშიშროება .

არსებობს შეტყობინება იმის შესახებ , რომ საანესთეზიოების გამოყენებისას რომლებიც

შეიცავენ   ჰალოგენიზირებულ ნახშირწყალბადებს , განსაკუთრებით თუ

ინტერვალი გამოყენებას შორის 3 თვეზე ნაკლებია , შეიძლება გაიზარდოს ღვიძლის

დაზიანების პოტენციური რისკი .

ანესთეზიის შენარჩუნებისას სევოფლურანის კონცენტრაციის გაზრდა იწვევს

არტერიული წნევის დოზა დამოკიდებულ დაქვეითებს . არტერიული წნევის

მკვეთრი შემცირება შეიძლება დაკავშირებული იყოს ანესთეზიის სიღრმესთან .

ასეთ შემთხვევაში მისი კორექტირება შეიძლება შესუნთქული   სევოფლურანის

კონცენტრაციის შემცირებით. ავადმყოფებში გულის იშემიური დაავადების მქონე

პაციენტებში ანესთეზიის ჩატარებისას , პრეპარატის გამოყენებისას

მნიშვნელვანია ჰემოდინამიკის პარამეტრების ნორმალური მნიშვნელობის შენარჩუნება

მიოკარდის იშემიის თავიდან ასაცილებლად .

აუცილებელია საგულდაგულოდ შეფასდეს გამოღვიძება ანესთეზიის შემდეგ , სანამ

პაციენტის გამოყვანა მოხდება ოპერაციის შემდგომი პალატიდან .

სევორანის , ისევე როგორც სხვა ზოგადი საანესთეზიო საშუალებების გამოყენების

შემდეგ , შესაძლოა ინტელექტუალური ფუნქციის   2-3 დღით დაქვეითება , ასევე შეიძლება აღინიშნოს ხასიათის უმნიშვნელო ცვლილებები .

 

ავთვისებიანი ჰიპერთერმია .

მის მიმარ მიდრეკილ სუბიექტებში , ძლიერმოქმედმა საანესთეზიო საინჰალაციო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ ძვალ– კუნთოვანი სისტემის ჰიპერმეტაბოლური

მდგომარეობის ინიცირება, რის შედეგადაც იზრდება ჟანგბადის მიმართ მოთხოვნილება

და ვითარდება კლინიკური სინდრომი , ცნობილი , როგორც ავთვისებიანი ჰიპერთერმია . ამ სინდრომს თან ერთვის ისეთ არასპეციფიკური სიმპტომები და ნიშნები ,

როგორიცაა : კუნთების რიგიდობა,ტაქიკარდია , ტაქიპნოე , ციანოზი , არითმია და

არასტაბილური არტერიული წნევა ( უნდა აღინიშნოს , რომ ამ არასპეციფიკური ნიშნის უმეტესობა შეიძლება წარმოიშვას ზედაპირული ნარკოზის

დროს , მწვავე ჰიპოქსიისა და სხვამდგომარეობაში ). ამ სინდრომს მკურნალობენ

დანტროლენ ნატრიუმის ინტრავენური შეყვანით . მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს

თირკმელის უკმარისობა , რის გამოც   აუცილებელია   მონიტორინგ და თუ შესაძლებელიაშარდის გამოყოფის სტიმულირება .

პაციენტები თირკმელის უკმარიოსობით .

თირკმელის უკმარისობით გამოკვლეული პაციენტების რაოდენობის სიმცირესთან   დაკავშირებით ( შრატში კრეატინინის საწყისი დონე 133 მკმოლ / ლ (1,5 მგ / ს ))

სევორანის უსაფრთხო გამოყენება ამ ჯგუფში ბოლომდე არ არის დადგენილი .

ამგვარად , პაციენტებს თირკმელის უკმარისობით სევორანი უნდა დაენიშნოთ

სიფრთხილით .

სევორანი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს ქალას შიდა წნევის მომატების

რისკით და ამ დროს გამოყენებულუნდა იქნას , მაგალითად ჰიპერვენტილაცია .

სევოფლურანის CO2 – აბსორბენტებთან პირდაპირი კონტაქტის შემთხვევაში წარმოიქმნება ნაერთი A- ს უმნიშვნელო რაოდენობა ( პენტა ფლუოროიზოპროპენილფლუორომეთილ ეთერი

( PIFE ) და ნაერთი B  უმნიშვნელ ორაოდენობა

( პენტა ფლუორომეთოქსიიზოპროპილფლუორომეთილ ეთერი  PMFE ).

ნაერთი A–ს დონე მატულობსკონტეინერის ტემპერატურის მომატებისას ;

ანესთეზირებული კონცენტრაციის გაზრდა . CO2 აბსორბენტების შეცვლა,

რომლებიც გაშრა , აუცილებლად უნდა ჩატარდეს სევორანის მიღებამდე , რათა

თავიდან ავიცილოთ ,სევოფლურანის დეგრადაციის გასაძლიერებელი , ეგზოთერმული

რეაქციები .

ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექნიზმებთან მუშაობის დროს რეაქციის სისწრაფეზე ზემოქმედებისუნარი

სევოფლურანით ანესთეზიის შემდეგ პაციენტებმა არ შეიძლება მართონ ავტომობილი ან იმუშაონ მექანიზმებთან იმდროის განმავლობაში , რომელსაც   მათთვის ინდივიდუალურად ექიმი განსაზღვრავს .

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედება;

სევოფლურანი ხელს უწყობს არამადეპოლარიზებადი მის რელაქსანტების მოქმედების

გაძლიერებას , ამასთან დაკავშირებით სევოფლურანთან ერთად გამოყენებისას

აუცილებელია ამ საშუალებების დოზის კორექტირება .

სევოფლურანი იზოფლურანის მსგავსად ამაღლებს მიოკარდის მგრძნობელობას

ადრენალინის არითმოგენური ეფექტის მიმართ .

ისევე , როგორც სხვა საშუალებების გამოყენებისას , საანესთეზიო საშუალების ინტრავენურად შეყვანის შემდეგ , მაგ .პროპოფოლი , შეიძლება საჭირო გახდეს სევოფლურანის

ნაკლები კონცენტრაცია .

სევოფლურანი უსაფრთხო და ეფექტურია ქირურგიულ პრაქტიკაში მისი დანიშვნისას

ხშირად გამოყენებად პრეპარატებთან ერთად , როგორიცაა :

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალება , მიორელაქსანტები ,ანტიმიკრობული პრეპარატები , ამინოგლიკოზიდები , ჰორმონები , მათი   სინთეზური შემცვლელები , სისხლის დერივატები და გულ – სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი პრეპარატები ,

ეპინეფრინის ჩათვლით .

ბარბიტურატები . სევორანი ბარბიტურატებთან ერთობლივ კომბინაციაში ფართოდ

გამოიყენება ქირურგიულპრაქტიკაში .

ბენზოდიაზეპინები და ოპიოდები .   მოსალოდნელია სევორანის მაკ – ის დაწევა , როგორც სხვა საინჰალაციო საანესთეზიოებთან ;

სევორანი შეთავსებადია ბენზოდიაზეპინებთან და ოპიოდებთან კომბინაციაში და ხშირადგამოიყენება ქირურგიულ პრაქტიკაში .

აზოტის ქვეჟანგი . ისევე , როგორც სხვა საინჰალაციო საანესთეზიოების გამოყენებისას ,

სევოფლურანის მაკ - ი ქვემოთ იწევს ( მოზრდილ 50% პაციენტებში და 25% - ით ბავშვებში ).

ნერვკუნთოვანი ბლოკატორები . ისევე , როგორც სხვა საინჰალაციო საანესთეზიოები ,

სევოფლურანი მოქმედებს ,ნეიროკუნთოვანი ბლოკადების ინტენსოვობაზე ,

ასევე მის ხანგძლივობაზე , რომელიც გამოწვეულია ნერვ–კუნთოვანი გამტარობის

არამადეპოლარიზებადი ბლოკატორებით, მიორელაქსანტებით . საინჰალაციო

საანესთეზიო საშუალებები ასოცირდება სისხლის პლაზმაში კალიუმის მომატებასთან ,

რაც შეიძლება გამოვლინდეს არითმიებში და   ბავშვებში სიკვდილიანობის

შემთხვევებით პოსტოპერაციულ პერიოდში . მათ მიმართ განსაკუთრებით მგძნობიარე არიან პაციენტები ლატენტური ან გამოვლენილი ნერვ–კუნთოვანი დაავადებებით ,

განსაკუთრებით დიუშევის ნეიროკუნთოვანი დისტროფიით .

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა ასოცირდება სუქცინილქოლინის

გამოყენებასთან . ასევე ამ პაციენტებს აღენიშნებათ სისხლის პლაზმაში კრეატინფოსფაკინაზას დონის მნიშვნელოავნი მომატება , ზოგიერთ შემთხვევაში – მიოგლობინურია .     რეკომენდებულია ჰიპერკალიემიის ადრეული კორექცია და

არითმიის მკურნალობა .

ალფენტანილი - N2O   დამატებითი ანესთეზიის გამოყენების შემთხვევაში სევოფლურანი აძლიერებს გამოწვეულ ნერვ–კუნთოვან ბლოკადას , პანკურონიუმით , ასევე ვეკურონიუმით ,

ატრაკურიუმით . სევოფლურანის ზემოქმედება  სუქცინილქოლინის ეფექტზე და ნერვ–კუნთოვანი ბლოკატორების ზემოქმედების ხანგრძლივობაზე არ არის შესწავლილი.

ნერვკუნთოვანი გამტარობის ბლოკატორების დოზის შემცირება ანესთეზიის ინდუქციის დროს იწვევს , ინტუბაციისთვის ან არაადეკვატური კუნთოვანი რელაქსაცისთვის ,

საჭირო მდგომარეობის დადგომის გახანგრძლივებას .

შესწავლილი იყო ურთიერთქმდება მადეპოლარიზებული ბლოკატორების

პანკურონიუმის , ვეკურონიუმის, ატრაკურიუმის ნეიროკუნთოვანი გამტარობისა .

სპეციალური მითითებების არ ქონისას ენდოტრაქეალური ინტუბაციისთვის

არ შეამციროთ არადეპოლიზირებული კუნთოვანი რელაქსანტების დოზა , ანესთეზიის

შენარჩუნებისას არადეპოლიზირებული კუნთოვანი რელაქსანტების დოზა აუცილებელია შემცირდეს , როგორც N2O /ოპიოიდური ანესთეზისას . კუნთოვანი რელაქსანტების

დამატებითი დოზა გამოიყენება მხოლოდ ნეიროსტიმულაციაზე პასუხის შეფასების

შემდეგ .

ფარმაკოლოგიური თვისებები .

ფარმაკოდინამიკა . პრეპარატის საინჰალაციო გამოყენება ნარკოზის ინდუქციისთვის

იწვევს ცნობიერების სწრაფ გათიშვას , რომელიც მალევე აღდგება ანესთეზიის

დასრულებისთანავე . ინდუქციურ ნარკოზს თან ახლავს მინიმალური აგზნებადობა და ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანების ნიშნები , რაც არ იწვევს

ტრაქეობრონქული გზების მომატებულ სეკრეციას და ცენტრალური ნერვული

სისტემის სტიმულაციას . პედიატრიულ კვლევებში ( ნარკოზის შეყვანა

ნიღბის საშუალებით ) სევოფლურანის გამოყენებისას ხველა შედარებით ნაკლები იყო ,

ვიდრე ჰალოტანის გამოყენებისას . ისევე , როგორც სხვა საინჰალაციო ნარკოზი ,

სევოფლურანი იწვევს სასუნთქი ფუნქციის დოზაზე დამოკიდებულ დათრგუნვასა

და არტერიული წნევის დაწევას . პაციენტებში სევოფლურანის ზღურბლოვან დონე ,

რომელიც განაპირობებს არითმიის განვითარებას ადრენალინის მოქმედების , შეესაბამება იზოფლურანის იმავე დონეს და აღემატება ჰალოტანის ღრუბლოვან დონეს .

სევოფლურანი მინიმალურად   მოქმედებს ქალა შიდა წნევაზე და არ ამცირებს CO2 ზე

რეაქციას . სევოფლურანი არ ავლენს კლინიკურად მნიშვნელოვან მოქმედებას

ღვიძლის ან თირკმელის ფუნქციაზე და არ იწვევს ღვიძლისა და თირკმელის

უკმარისობის გაძლიერებას . სევოფლურანი არ მოქმედებს თირკმლის კონცენტრაციის

უნარზე ხანგრძლივი ნარკოზის დროსაც კი ( დაახლოებთ 9 საათამდე ).

ფარმაკოკინეტიკა: სისხლში სევოფლურანის სუსტი ხსნადობის შედეგად , ალვეოლებში

მისი კონცენტრაცია სწრაფად იზრდება შეყვანის შემდეგ და სწრაფად მცირდება

საანესთეზიო საშუალების შეყვანის შეწყვეტის შემდეგ .

ადამიანებში მეტაბოლიზდება სევოფლურანის <5%, რომელიც აბსორბირდება .

სევოფლურანის ფილტვებით სწრაფი და ექსტენსიური გამოყოფა ხელს უწყობს

საანესთეზიო საშუალების რაოდენობის მინიმიზაციას , რომელსაც შეუძლია მეტაბოლიზება . სევოფლურანის დეფტორირდება ციტოქრომ P450 (CYP) 2E1 საშუალებით , რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ჰექსაფლუროიზოპროპანოლი ( HFIP ) არაორგანული ფტორიდის და

ნახშიროჟანგის აირის გამონთავისუფლებით ( ან ერთი ნახშიროჟანგის ნაწილით ).

შემდგ  HFIP სწრაფად უერთდება გლუკორონის მჟავას  და გამოდის შარდთან ერთად .

სხვა გზით სევოფლურანის მეტაბოლიზმი არ იყო აღნიშნული . ეს ერთადერთი

ფტორირებული მფრინავი საანესთეზიო , რომელიც არ მეტაბოლიზდება ტრიფტორ

ძმარ მჟავემდე .

ფტორიდ– იონის კონცენტრაცია დამოკიდებულია ანესთეზიის ხანგრძლივობაზე ,

სევოფლურანის კონცენტრაციაზე დაანესთეზიის ნარევის შემადგენლობაზე .

დეფტორირებული სევოფლურანი არ ინდუცირდება ბარბიტურატებით .დაახლოებით 7% მოზრდილ პაციენტებში კლინიკური პროგრამის დროს განსაზღვრული იყო

არაორგანული ფტორიდის შემადგენლობა კონცენტრაციით 50 mM, თუმცა კლინიკური

ზეგავლენა თირკმელის ფუნქციაზე არ იყო გამოვლენილი .

ვარგისიანობის ვადა . 3 წელი;

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25 0 C. გაყინვა არ შეიძლება .ინახება მჭიდროდ დახურული .

შეფუთვა . 100 მლ ან 250 მლ პლასტიკურ ფლაკონებში #1   მუყაოს ყუთში .

გაცემის კატეგორია . რეცეპტით (II ჯგუფი ).


დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად