ადენოფორტი ინექცია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ადენოფორტი ინექცია - ADENOFORT injection - АДЕНОФОРТ инекция

მწარმოებელი: Star Laboratories (Pvt) Ltd., პაკისტანი.

შემადგენლობა: ინექცია შეფუთულია ორ ორმაგ ამპულად;

ყოველი 1მლ–იანი ამპულა შეიცავს:

აქტიურ ინგრედიენტებს: ციანკობალამინს  (USP)     1000მკგ

არააქტიურ ინგრედიენტებს:

მეთილპარაბენი (BP)                            1,49 მგ

პროპელ პარაბენი (BP)                         0,2მგ

ნატრიუმის ქლორიდი (USP)                8 მგ

წყალი ინექციისათვის (USP)                1მლ

ყოველი 2მლ ამპულა შეიცავს:

ადენოზინ ტრიფოსფატი    (MS)        10მგ

თიამინის   HCl  (USP)                    100მგ.

პირიდოქსინის   HCl  (USP)           100მგ.

ნიკოტინამიდი (BP)                             60მგ

არააქტიური ინგრედიენტები:

ბენზილის სპირტი (MS)                   40მგ

მანიტოლი (BP)                                  50მგ

დიეთანოლამინი  HCl  (USP)          25მგ

წყალი ინექციისათვის (USP)          2მლ

აღწერილობა:

B1, B6 და B12 ნეიროტროპული ვიტამინების კომბინაცია. ადენოზინ ტრიფოსფატსა და ნიკოტინ ამიდთან ერთად. ადენოფორტი გამოიყენება როდესაც წყალში ხსნადი ვიტამინების ნაკლებობაა ან მათზე მოთხოვნაა გაზრდილი.

მოქმედება:

ვიტამინები: B1, B6 და B12 და ატფ აუცილებელია ნორმალური მეტაბოლიზმის მიმდინარეობისათვის. განსაკუთრებით ნერვულ უჯრედებში.

ATP–ს კომბინაცია 3 ვიტამინ B ფაქტორთან ხშირად მნიშვნელოვან თერაპიულ ეფექტს განაპირობებს. იგი განსაკუთრებით ეფექტურია მწვავე შემთხვევებში, როდესაც სასურველია სწრაფი შედეგი.

ადენოზინ ტრიფოსფატი წარმოადგენს უჯრედის ენერგიის წყაროს და ამ მიზეზით ატფ ჩვეულებრივ ენერგიის აკუმულატორად (დამგროვებლად) მიიჩნევა. იგი ორგანიზმს ამარაგებს ფოსფორის მჟავით, რომელიც მნიშვნელოვანია კუნთების შეკუმშვისათვის, განსაკუთერებით გულის კუნთის შემთხვევაში. ატფ ხელს უწყობს ცხიმებისა და ვიტამინების ტრანსფორმაციას (გარდაქმნას) მათ აქტიურ ფორმად. ატფ ასევე მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში, მოქმედებს უშუალოდ კუნთებზე, არტერიულ სისტემაზე, ვაზომოტორულ ცენტრებზე ზემოქმედების გარეშე. მას გააჩნია უშუალო მასტიმულირებელი მოქმედება თირკმელზედა ჯირკვალის ქერქზე, რითაც ხელს უწყობს სტეროიდული ჰორმონების ბიოსინთეზს, ატფ მოქმედებს, როგორც ცხიმის მეტაბოლიზმის კატალიზატორი, მისი ეფექტურობა მნიშვნელოვნად იზრდება ვიტამინ B–კომპლექსთან ურთიერთობაში.

ჩვენებები:

  • ნევრიტი და სხვადასხვა გენეზის ნევრალგიები, ტოქსიკური და არატოქსიკური წარმოშობის პოლინევრიტი, რადიკულიტი,ლუმბაგო; მიალგია, იშიალგია, ბურსიტები და ტენდინიტები: პერნიციოზული ანემია, ალკოჰოლური პერიფერიული ნევრიტი. დიაბეტური ნევრიტი, ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები, ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა.

მიღების წესი და დოზირება:

შეჰყავთ კუნთებში თითოეული ამპულა ცალ–ცალკე 10 ინექცია 2–3 დღიანი ინტერვალით. შემდგომში 1 ინექცია 1–2 თვეში ერთხელ.

უკუჩვენებები:

* იგი უკუნაჩვენებია თიამინის ან ციანკობალამინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

* არ უნდა გამოიყენონ პაცოენტებმა, რომელბიც იტარებენ ლევოდოპით თერაპიას.

გვერდითი ეფექტები:

შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობა იმ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა თიამინისა და ციანკობალმინის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის მიზანშეწონილი სასიცოცხლო ჩვენების გარდა.

სიფრთხილე: ერთ შპრიცში მოხვედრა (ვიტამინ B1+ B6+ B12) თავიდან უნდა იქნას აცილებული შესაძლო ალერგიული რეაქციების და მათ მოქმედების  ურთიერთინაქტივაციის გამო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვიტამინი B6 ამცირებს ლევოდოპას თერაპიულ ეფექტს, თუ პაციენტს ასევე მიღებული აქვს დოპადეკარბოქსილაზას იჰიბიტორი. ნეომიცინმა, ქლორამფენიკოლმა, ამინოსალიცილის მჟავამ და ჰისტამის H2–ბლოკატორმა შესაძლოა შეამციროს მისი შეთვისების უნარი.

შენახვის პირობები:

ინახება: +80C       +150C ტამპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:

2 წელი.

გაცემის წესი:

რეცეპტით.

დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად