ჰელიპაკი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
ჰელიპაკი - HeliPac - ХелиПак

მწარმოებელი: Cilpa LTD India

შემადგენლობა:

თითეული კომპლექტი შეიცავს:

ომეპრაზოლის 2 კაფსულას;

თითეული კაფსულა შეიცავს:

Omeprazole BP    20მგ.

(ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული გრანულები).

 

ტინიდაზოლს 2 ტაბლეტს.

თითეული ფირფიტოვანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

Tinidazole BP   500მგ.

 

ამოქსაცილინის ტრიჰიდრატის 2 ტაბლეტს.

თითეული უგარსო ტაბლეტი შიცავს: Amoxacillin trihydrate BP

ექვივალენტური ამოქსაცილინის 750 მგ–ისა.

აღწერილობა:

ჰელიპაკი წარმოადეგენს კომბინირებულ კომპლექტს, რომლის ერთი კომპლეტი შეიცავს: ომეპრაზოლის 2 კაფსულას. 2 ტაბლეტ ტინიდაზოლსა და 2 ტაბლეტ ამოქსაცილინის და შედგება 7 ასეთი კომპლექტისაგან, რაც უზრუნველყოფს სრულ თერაპიულ კურსს Helicobater pylori –ის ერადიკაციის მიზნით წყლულოვანი დაავადების დროს.

ფარმაკოლოგია:

Helicobater pylori წარმოადგენს ერთერთ ყველაზე გავრცელებულ ბაქტერიულ ინფექციას დაახლოებით 50% გავრცელებით მსოფლიო მასშტაბით, Helicobater pylori არის ადამიანებში გასტრიტებისა და პეპტიური წყლულების ეტიოლოგიური ფაქტორი.

H2 –რეცეპტორების ანტაგონისტები ვერ ახდენენ მის სუპრესიას და ერადიკაციას. მას ახასიათბს წყლულის რეციდივის მაღალი სიხშირე. მონოთერაპია ბისმუტის შენაერთების ან ანტიმიკრობული აგენტების გამოყენებით არ არის ეფექტური. ერადიკაციის სიხშირე ამ დროს არ აღმატება 15–20%. ბისმუტის ნაერთებისა და ანტიმიკრობული საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს Helicobater pylori –ის ერადიკაციის სიხშირე მხოლოდ 50%–ია.დამტკიცებულია, რომ სტანდარტული სამკომპონენტიანი თერაპია, რომელიც მოიცავს ბისმუტის მარილს, მეტრონიდაზოლს ან თინიდაზოლს და ტეტრაციკლინს ან ამოქსიცილინის – ეფექტურია Helicobater pylori–ის ერადიკაციის თვალსაზრისით, მაგრამ ბისმუტის შემცველი სამმაგი თერაპიის მთავარი ნაკლი ისაა, რომ მისი ეფექტურობისათვის პაციენტმა უნდა მიიღოს 15 ტაბლეტი დღეში, რაც იწვევს მნიშვნელოვან გვერდით ეფექტებს: სისუსტე, პირის სიმშრალე, დიარეა, გულისრევა და დისულფირამის  მსგავსი რეაქციის შესაძლებლობა, როდესაც მეტრონიდაზოლი და ალკოჰოლი მიიღება ერთდროულად. აღნიშნულმა შეიძლება საკმაოდ მძიმე ეფექტი გამოიწვიოს.

უახლესი სამკომპონენტიანი თერაპია, რომელიც მოიცავს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს – ომეპრაზოლს, თინიდაზოლს და ამოქსაცილინს – უფრო ხანმოკლე, მარტივი და ეფექტური რეჟიმია Helicobater pylori–ის ერადიკაციისთვის.

ომეპრაზოლი ბენზიმიდაზოლის ჩანაცვლებული აგენტია კუჭზე ანტისეკრეტორული მოქმედებით. ომეპრაზოლი უკავშირდება H+ , K+, ATP–აზას კუჭის პარიეტულ უჯრედებში და ამ ფერმენტული სისტემის ინაქტივაცია აბლოკირებს მარილმჟავას სეკრეციის საბოლოო სტადიას უჯრედებში. ომეპრაზოლი ასევე აქვეითებს კუჭის წვენის ბაზალური და სტიმულირებულ სეკრეციას, ომეპრაზოლის მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაცია Helicobater pylori–ისთვის არის 25მგ/ლ.

ომეპრაზოლის Helicobater pylori–ისადმი სელექტიური მოქმედება, მისი ანტიურეაზული ეფექტი და სტაბილურობა, მჟავა და ნეიტრალურ გარემოში მნიშვნელოვანი ფაქტორია Helicobater pylori ინფექციის მკურნალობაში.

ტინიდაზოლი – 5–ნიტროიმიდაზოლი, უფრო მძლავრი და ხანგრძლივი მოქმედების აგენტია მეტრონიდაზოლთან შედარებით. იგი აქტიურია უმარტივესებისა და ანაერობების წინააღმდეგ, ასევე აქტიური ანტიმიკრობული აგენტია Helicobater pylori–ისთან მიმართებაში და ახდენს სწრაფ ბაქტერიციდულ მოქმედებას. ტინიდაზოლი მოქმედებს დნმ–ის ჯაჭვების დაზიანების ან მათი სინთეზის ინჰიბირების გზით.

ამოქსაცილინი ახორციელებს თავის ანტიბაქტერიულ მოქმედებას ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირების გზით. ამოქსიცილინს გააჩნია ძლიერი in vitro აქტიობა Helicobater pylori–ის საწინააღმდეგოდ.

ჩვენებები:

ჰელიკაპი ნაჩვენებია Helicobater pylori–ის ერადიკაციის მიზნით ქრონიკული გასტრიტების, 12–გოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ჰელიპაკის ერთი კომპლექტი შეიცავს ომეპრაზოლის (20მგ) 2 კაფსულას, 2 ტაბლეტ ტინიდაზოლს (500მგ) და 2 ტაბლეტ ამოქსიცილინს (750მგ). ერთი კომპლექტი გამიზნულია მკურნალობის ერთი დღისთვის.

ამ სპეციალურად შედგენილი კომპლექტიდან ომეპრაზოლის 1 კაფსულა, 1 ტაბლეტი ტინიდაზოლი და 1 ტაბლეტი ამოქსიცილინი მოზრდილებში მიიღება დილით და ანალოგიურად თითეული – საღამოს.

უკუჩვენებები:

ომეპრაზოლის, ტინიდაზოლის ან ამოქსიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

ამოქსიცილინი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პერნიცილინის ჯგუფის ნებისმიერ წარმომადგენელზე.

გაფრთხილება: ამოქსიცილინს გააჩნია პენიცილინის მსგავსი ტოქსიკური ეფექტი, ჰიპერმგრძნობელობის (ანაფილაქსიური) რეაქციის ჩათვლით. ჰელიპაკის მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა დადგინდეს წარსულში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების არსებობა პენიცილინზე, ცეფალოსპორინებზე ან სხვა ალერგენებზე. თუ გამოვლენილია ალერგიული რეაქცია, ჰელიპაკის მიღება წყდება და დგინდება სათანადო მკურნალობა.

სიფრთხილის ზომები:

ურთიერთქმედება:

– ომეპრაზოლმა შეიძლება გაახანგრძლიოს დიაზეპამის, ვარფარინის და ფენიტოინის ელიმინაცია, წამლებისა, რომლებიც მეტაბოლიზდება ღვიძლში ოქსიდაციის გზით. ჩვეულებრივ ურთიერთქმედება არ აღინიშნება თეოფილინთან ან პროპრანოლოლთან, თუმცა არსებული კლინიკური მონაცემებით ადგილი აქვს სხვა წამლებთან ურთიერთქმედებას, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ P–450 სისტემით (ციკლოსპორინი, დისულფირიმი, ბენზოდიაზეპინები). საჭიროა პაციენტების მონიტორინგი, რომ განისაზღვროს შეიცვალოს თუ არა აღნიშნული პეპარატის დოზები, როდესაც მათი მიღება ხდება ომეპრაზოლთან ერთად.

კეტოკონაზოლი, ამპიცილინის ეთრები, რკინის მარილები: ომეპრაზოლი იწვევს კუჭის წვენის სეკრეციის ღრმა და ხანგრძლივ ინჰიბირებას. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია მან გავლენა მოახდინოს ჩამოთვლილი პრეპარატების აბსორბციაზე.

ალკოჰოლი: ალკოჰოლის მიღებამ ამ კომბინაციასთნ ერთად შიძლება გამოიწვიოს ანტაბუსის ეფეტი და ამიტომ თავიდან უნდა იქნას მისი მიღება აუცილებელი.

დისულფირამი: ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დელირიუმი და გონების დაბინდვა.

ორსულობა:

ჰელიპაკის გამოყენება ორსულობის დროს არ არის მიზანშეწონილი.

ლაქტაცია:

ცნობილი არ არის ექსკრეტირდება თუ არა ომეპრაზოლი, ტინიდაზოლი ან ამოქსიცილინი დედის რძეში. პრეპარატის მიღება მეძუძურ დედებში ხდება სიფრთხილით.

თირკმლის და ღვილის უკმარისობა:

პაციენტებში თირკმლისა და ღვძლის ფუნქციის დარღვევითა და დაავადებებით, ჰელიპაკი ინიშნება სიფრთხილით.

ფსევდომემბრანული კოლიტი – აღნიშნულია თითქმის ყველა ანტიბაქტერიულ აგენტებთან დაკავშირებით ამოქსიცილინის ჩათვლით და სიმძიმის მიხედვით მერყეობს საშუალოდან სიცოცხლისათვის საშიშ ფორმამდე. მნიშვნელოვანია, განხილულ იქნას აღნიშნული დიაგნოზის შესაძლებლობა პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ დიარეა ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღების შემდეგ.

გვერდითი ეფექტები:

ცენტრალური და პეიფერიული ნერვული სისტემა:

ართრალგია, კუნთების სისუსტე, მიალგია, ცნობიერების შექცევადი მოშლილობა, ეიფორია, დეპრესია და ჰალუცინაციები, შფოთვა, ინსომნია, კონვულსია, ქცევის ცვლილებები, თავბრუსხვევა, ატაქსია, თავის ტკივილი, ჰიპერსთეზია, პარესთზია, პერიფერიული ნევროპათია, სენსორული დარღვევები, ვერტიგო, ლითონის გემო, ჰიპერემია.

გასტროინტესტინალური:

პირის სიმშრალე, სტომატიტი და გასტრიოინტესტინალური კანდიდოზი, გულისრევა, ღებინება, დიარეა და ჰემორაგიული ფსევდომემბრანოზული კოლიტი, აბდომინალური ტკივილი, ანორექსია, ნადები ენაზე, გლოსიტი.

ღვიძლის მხრივ:

ენცეფალოპათია იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ გადატანილი ღვიძლის დაავადება სიყვითლით ან მის გარეშე მიმდინარე ჰეპატიტიები. ღვიძლის უკმარისობა, აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების მატებაც.

ენდოკრინული:

გინეკომასტია;

ჰემატოლოგიური:

ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ეოზინოფილია და აგრანულოციტოზი.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:

შრატის დაავადების მსგავსი რეაქციები, ერითემატოზული მაკროპაპულარული გამონაყერი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, ჰიპერმგრძნობელობითი ვასკულიტი და ურტიკარია, კანის გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია და ანგიონევროზული შეშუპება.

რენალური:

კრისტალურია და მუქი შარდი.

კუჭის წვენის ინჰიბირებასთან დაკავშირებული ეფექტები:

ხანგრძლივი მკურნალობისას უფრო ხშირად აღინიშნება კუჭის ჯირკვლოვანი კისტები. ეს ცვლილებები შექცევადია და კუჭის წვენის სეკრეციის გამოხატული ინჰიბირების ფიზიოლოგიური შედეგია.

კუჭის წყლულის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნის შესაძლებლობა, რადგან მკურნალობას შეუძლია შენიღბოს სიმპტომები და შეაფერხოს დიაგნოსტიკა.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ჭარბი დოზირების მართვა გულისხმობს სიმპტომურ და შემანარჩუნებელ თერაპიას.

აღწერა:

წითელი პორცია მიანიშნებს დილის დოზირებას, რომელიც მიიღება საუზმემდე, იგი შეიცავს 1 კაფსულას, 1 ყვითლ ტაბლეტს, 1 ღია ყვითლ ტაბლეტს.

ლურჯი პორცია მიანიშნებს საღამოს დოზირებას, რომელიც მიიღება ვახშმამდე, იგი შეიცავს: 1 კაფსულას, 1 ყვითელ ტაბლეტს, 1 ღია ყვითელ ტაბლეტს.

შენახვის პირობები: ინახება 8–15 0C ტემპერატურაზე, მზის სხივებისა და ნესტისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: გაიცემა რეცეპტით.

დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად