პარანეფრიტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

პარანეფრიტი - paranephritis - паранефрит
პარანეფრიტი თირკმლისირგვლივი ცხიმოვანი ქსოვილის ანთებითი დაავადებაა. თირკმელების გარშემო ყოველთვის არის გარკვეული რაოდენობის ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც ასრულებს თირკმელების დამჭერ და ამორტიზაციულ ფუნქციას - ახდენს მათ ნორმალურ ადგილას ფიქსირებას და იცავს თირკმელებს ტრავმისგან.
პარანეფრიტს იწვევს იგივე მიკროორგანიზმები, რომლებიც პიელონეფრიტს, ყველაზე ხშირად - სტაფილოკოკი და ნაწლავის ჩხირი.
დღესდღეობით, ანტიბიოტიკების ფართო გამოყენების წყალობით, პარანეფრიტი იშვიათია.

სიმპტომები და მიმდინარეობა
პარანეფრიტი შეიძლება იყოს პირველადიც და მეორეულიც.
პირველადია პარანეფრიტი, თუ თირკმელები ჯანმრთელია და თირკმლისირგვლივ ქსოვილში მიკრობები ორგანიზმში არსებული სხვა ანთებითი კერიდან (ფურუნკული, ოსტეომიელიტი, ჩირქოვანი ანთება) ხვდება სისხლის მეშვეობით.
პირველადი პარანეფრიტის განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის დამცველობითი ძალების დასუსტება, რასაც იწვევს ორგანიზმის გადაცივება, გადახურება და იმუნიტეტის დაქვეითება. პარანეფრიტი შეიძლება აღმოცენდეს წელის არის ტრავმირების ან ამ მიდამოში შემავალი ჭრილობის არსებობის შემთხვევაში. ზოგჯერ პარანეფრიტს იწვევს მეზობელი ორგანოების (საკვერცხეების, საშვილოსნოს, სწორი ნაწლავის, აპენდიქსის) ანთებითი დაავადებებიც.
მეორეული პარანეფრიტი თირკმელებში მიმდინარე ჩირქოვან-ანთებითი პროცესის (თირკმლის აბსცესი, თირკმლის კარბუნკული, პიონეფროზი) გართულებას წარმოადგენს. პროცესის თირკმლის ქსოვილში მდებარეობის კვალობაზე, პარანეფრიტი შეიძლება იყოს წინა, უკანა, ზედა, ქვედა და ტოტალური. უკანასკნელ შემთხვევაში ზიანდება მთელი თირკმლისირგვლივი ქსოვილი.
პარანეფრიტის მიმდინარეობა შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული. თუ პარანეფრიტი დიდხანს დარჩა მკურნალობის გარეშე, შესაძლოა ანთება გავრცელდეს ირგვლივ არსებულ ქსოვილებსა და ორგანოებზე და გამოიწვიოს პერიტონიტი (მუცლის ფარის ანთება), თირკმლისირგვლივი ქსოვილიდან ჩირქი შესაძლოა შეიჭრას ნაწლავში, პლევრის ღრუში, შარდის ბუშტში. დაავადების საწყის ეტაპზე ავადმყოფს შესაძლოა ჰქონდეს მაღალი (38-400C) ტემპერატურა, ამცივნებდეს, უჩიოდეს უგუნებობას. წელის არეში ტკივილი შესაძლოა მოგვიანებით (ზოგჯერ - 4-5 დღის შემდეგ) აღმოცენდეს.
მწვავე პარანეფრიტის დროს ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფმა შესაძლოა მიიღოს იძულებითი პოზა: წევს, ხოლო მტკივან მხარეს ფეხი მოხრილი აქვს მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსარში; მისი გაშლის მცდელობას მკვეთრ ტკივილამდე მივყავართ. შემდგომ წელის მიდამოში, მტკივან მხარეს, შესაძლოა განვითარდეს შეშუპება და შეწითლება.
ზოგჯერ პარანეფრიტი ერევათ მწვავე აპენდიციტში, დიაფრაგმისქვეშა სივრცის აბსცესში, პნევმონიაში.
ქრონიკული პარანეფრიტი, წესისამებრ, უმნიშვნელო გამოვლინებებით მიმდინარეობს. ანთებითი კერების ადგილას თანდათანობით ყალიბდება შემაერთებელი ქსოვილი, თირკმლისირგვლივი ცხიმოვანი ქსოვილი სქელდება და საბოლოოდ თირკმელი სკლეროზირებული ქსოვილის მკვრივ შრეში ეხვევა.

დიაგნოსტიკა
პარანეფრიტის დიაგნოსტიკა ხდება რენტგენოლოგიური მეთოდებით. ულტრაბგერითი გამოკვლევა ცხიმოვან ქსოვილში ჩირქოვანი ანთებითი კერის არსებობას ადასტურებს. დიაგნოზის დასამოწმებლად ტარდება თირკმლისირგვლივი ქსოვილის პუნქცია, აღებული მასალის გამოკვლევა მიკროორგანიზმებსა და მათ მგრძნობელობაზე ანტიბიოტიკების მიმართ. გაცილებით რთული სადიაგნოზოა ქრონიკული პარანეფრიტი - ზოგჯერ დიდხანს ვერ ხერხდება მისი ამოცნობა.

მკურნალობა
თუ პარანეფრიტი ანთებითი პროცესის განვითარების ადრეულ სტადიაში გამოვლინდა, პაციენტის სრული გამოჯანმრთელებისთვის საკმარისია ანტიბიოტიკებით მკურნალობა. ხშირად ინიშნება პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, ცეფალოსპორინები (ცეფოტაქსიმი, ცეფაკლორი), მაკროლიდები (ერითრომიცინი, აზითრომიცინი), ამინოგლიკოზიდები და ფთორქინოლის ჯგუფის პრეპარატები. აუცილებელია ორგანიზმში არსებული სხვა ანთებითი კერების მკურნალობა და იმუნიტეტის ამაღლება. თუ პარანეფრიტი მძიმედ მიმდინარეობს, ტარდება ოპერაცია - ჩირქოვანი კერა იხსნება და იდგმება დრენაჟი. თუ ჩირქოვანი კერა მცირე ზომისაა, შეიძლება ჩატარდეს პუნქცია და ჩირქოვანი შიგთავსი გამოღებულ იქნეს ულტრაბგერითი კვლევის კონტროლის ქვეშ. ქრონიკულ პარანეფრიტსაც ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მკურნალობა გაცილებით ხანგრძლივია და მასში ჩართულია ფიზიოთერაპიული პროცედურებიც.

დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად