ჰელმიზოლი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

ჰელმიზოლი - HELMIZOL - ГЕЛЬМИЗОЛ

მწარმოებელი: BIOFARMA, Turkey.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰელმინთური პრეპარატი

შემადგენლობა:
1 აბი შეიცავს 200 მგ ალბენდაზოლს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ჰელმიზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის ჯგუფის, ფართო მოქმედების სპექტრის მქონე პრეპარატს. ახდენს ჰელმინთის ფერმენტ – მალეატდეჰიდროგენაზას ბლოკირებას, რის შედეგადაც ირღვევა გლუკოზის აბსორბცია, ჰელმინთი იფიტება და კვდება. პერორალური მიღებისას კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
მაქსიმალური კონცენტრაციას აღწევს 2 სთ-ის შემდეგ. მისი ნახევარდაშლის პერიოდი 8,5 სთ-ია. პრეპარატი გამოიყოფა შარდით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პრეპარატის მიღება არ საჭიროებს დიეტას, კვების რეჟიმის დაცვას და ეფექტურია, როგორც მონო, ასევე პოლიინვაზიების დროს.

ჩვენებები:
  • პრეპარატი გამოიყენება ნემატოდოზების, ცესტოდოზების და ექინოკოკოზის სამკურნალოდ. მის მიმართ მგრძნობიარენი არიან: Ascaris lumbricoides, Enterobius vermicularis, Ancylostoma duodenalis, Necator americanus, Trichuris trichuria, Strongiloides stercoralis, Taenia saginata, Taenia solium, Hymenolepis nn.Trichostrongylus spp, Trichinella spirale, Gnatostoma spinigerum, Toxocara canis, Echinoccocus granulosus, Echinococcus multilocularis.

გამოყენების წესი და დოზირება:
ნემატოდოზების და ცესტოდოზების სამკურნალოდ 2 წლამდე ინიშნება 200 მგ ერთხელ დღეში 1-3 დღე, ხოლო 2 წლის ზემოთ და მოზრდილებში 400 მგ ერთხელ დღეში 1-3 დღე. სასურველია 21 დღის შემდეგ მკურნალობის კურსის გამეორება.

ექინოკოკოზის სამკურნალოდ ინიშნება: 12 წლამდე 7,5 მგ კგ-ზე 2-ჯერ დღეში 8-30 დღე. ტარდება 3 კურსი 14 დღიანი ინტერვალებით. 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში 400 მგ 2-ჯერ დღეში 30 დღის განმავლობაში. აუცილებელია 3-6 კურსის ჩატარება 14 დღიანი ინტერვალებით.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევებისას (ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში).

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათად აღინიშნება გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, ანორექსია, თავბრუსხვევა,
თავის ტკივილი, ნეიტროპენია.

გამოშვების ფორმა:
ჰელმიზოლი 200 მგ აბები #6 და #40.

დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად