ხოფიტოლი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ხოფიტოლი - CHOPHYTOL - ХОФИТОЛЬ

საერთაშორისო დასახელება:
extractum Cynara

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა: Lavoratoires ROSA-PHYTOPHARMA
საფრანგეთი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები 60 და 180ც;
ხსნარი შინაგანი გამოყენებისათვის .......... 120მლ
აქტიური ნივთიერება:
ცინარას ნედლი ფოთლების წვენის მშრალი ექსტრაქტი…. 1 ტაბ…. . . 200მგ;
ხსნარი შინაგანი განოყენებისათვის 1მლ. . . 200მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის ფარმაკოლოგიური ეფექტი განპირობებულია მინდვრის ცინარას შემადგელობაში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსით. ცინარინი კაფეოლოქინინის მჟავეებთან ერთად ავლენს ნაღველმდენ და ჰეპატოპროტექტულ მოქმედებას. ცინარას შემადგენლობაში შემავალი ასკორბინმჟავა, კაროტინი, ვიტამინები B1, B2, ინულინი განაპირობებს ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას.
ხოფიტოლი ზრდის ჰეპატოციტების მიერ კოფერმენტების გამომუშავებას და ზეგავლენას ახდენს ლიპიდების, ქოლესტერინისა და კეტოსხეულების მეტაბოლიზმზე. ხასიათდება დეტოქსიკაციური თვისებებით ღვიძლისა და თირკმლების პარენქიმის მიმართ ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას, მათ შორის: ნიტროშენაერთების, ალკალოიდების, მძიმე ლითონთა მარილების.
ხოფიტოლი იწვევს დიურეზის მატებას და აძლიერებს შარდოვანას გამოყოფას.
ჩვენებები:
  • სანაღვლე გზების დისკინეზიის (ჰიპოკინეტური ტიპის) კომპლექსური მკურნალობა; თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული ნეფრიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, აცეტონემია, სიყვითლე,
  • ქრონიკული ინტოქსიკაცია ნიტროშენაერთებით, ალკალოიდებით, მძიმე ლითონთა მარილებით.
ორსულობის დროს რეკომენდებულია:
  • გესტოზების პროფილაქტიკისთვის მათი განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებში;
  • ორსულთა ღებინების აღმოფხვრისათვის;
  • ორსულთა სიყვითლის დროს;
  • გესტოზების პრეკლინიკურ სტადიაში;
  • ფეტოპლაცენტარული უკმარისობის პროფილაქტიკისთვის;
  • ორსულთა ღვიძლშიდა ქოლესტაზის დროს.
მიღების წესები და დოზები:
მოზრდილებში: 2-3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-4კვირას.
ბავშვებში: 6 წლის ასაკიდან 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამადე 15-20 წუთით ადრს. ხსნარი შინაგანი გამოყენებისთვის :
ბავშვებში: 0-12 თვემდე 0,3-0,5 მლ ( 5-10 წვეთი) ხსნარი; 1-5 წლამდე 0,5-1მლ (10-20 წვეთი) ხსნარი; 6-12 წლამდე ½1/2 ჩაის კოვზი (2-3მლ) ხსნარი ; 12 წლის ზევით 1/2½-1 ჩაის კოვზი ხსნარი

გვერდითი მოვლენები:
მაღალ დოზებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია დიარეის გავითარება.

უკუჩვენება:
* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* ნაღველკენჭოვანი დაავადება; სანაღვლე გზების გაუვალობა;

ორსულობა და ლაქტაცია:
ხოფიტოლის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით
შენახვის პირობები და ვადები:
ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C-ისა.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად