პრეპარატს ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი და ნაღვლმდენი მოქმედება ხსნის შეშუპებებს, აძლიერებს იმუნიტეტს, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას.
გამოიყენება მასტიტების, მასტოპათიების, ჭრილობების, კანისა და ლორწოვანის ჩირქოვანი და ანთებითი პროცესების დროს.
პირის ღრუს, სასუნთქი და საშარდე სისტემის ჩირქოვანი ანთებითი დაავადების: ბრონქიტის, რინიტის, გინგივიტის, პარადონტიტის, პიელონეფრიტის, კოლპიტის, ენდომეტრიოზის, პროსტატიტის, ცისტიტის, შარდის შეუკავებლობის, ქოლიცისტიტის, კოლიტის, ბუასილის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოსაწესრიგებლად, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.
* მკურნალობის დროს წინააღმდეგ ნაჩვენებია ალკოჰოლის, მწარე და ცხარე საჭმლის, ღორის და ცხვრის ხორცის მიღება.
მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაასხით 0.5ლ წყალი, აადუღეთ 1-2წუთი, გადმოდგით და უმალ ჩაყარეთ 1 გრ (1 ფლაკონი) ფხვნილი, მოურიეთ, კარგად, დაახურეთ და გააცივეთ (ნაყენი შეგიძლიათ გაწუროთ ორმაგ მარლაში).
მომზადებული ნაყენი ინახება 48 საათი გრილ ადგილას.
ერთი კოლოფი საკმარისია 10 დღე.