ბრილიანტის მწვანე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

ბრილიანტის მწვანე - VIRIDENITENS - Зеленка (бриллиантовый зеленый)

მწარმოებელი: დსს სსც “ბორშჩაგოვოს ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მოქმედი ნივთიერება: 1 მლ ხსნარი შეიცავს 0.01 გ ბრილიანტის მწვანეს;
დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი 60%.
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის, სპირტიანი 1%.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური საშუალება:

ანტისეპტიკური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ახდენს მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედებას, არ გააჩნია გამაღიზიანებელი ეფექტი (არ იწვევს ქსოვილშიდა წნევის მომატებას).

ჩვენებები:
პრეპარატი გარეგანად გამოიყენება კანის მსუბუქი ჩირქოვან-ანთებითი პროცესების დროს (პიოდერმია, ფურუნკულოზი, კარბუნკულოზი, მეიბოლეიტი, ფლებარიტი), ასევე საოპერაციო მიდამოს, ოპერაციებისა და ტრავმების შემდეგ კანის საფარის დასამუშავებლად.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარტის კომპონენტების მიმართ. უჩვეულო რეაქციების გამოვლენისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ერთდროულად ხმარებისას გარეგანი გამოყენების პრეპარატებთან, რომლებიც ორგანულ ნაერთებს შეიცავს, შესაძლებელია ცილების დენატურაცია, ახალი ნაერთების წარმოქმნა.

განსაკუთრებული მითითებები:.
არ შეიძლება ხსნარის ლორწოვან გარსებზე მოხვედრა, ვინაიდან შემადგენლობაში შემავალმა სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობები, ძლიერი გაღიზიანებები.
პრეპარატის აქტივობა მნიშვნელოვნად მცირდება სისხლის შრატის არსებობისას.
მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანთა რეაქცაიზე, არ არსებობს.

გამოყენების წესი და დოზები:

წაისმევა კანის ზედაპირზე, მისი მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში ჯანმრთელი ქსოვილების მოცვით.
თვალების დაავადებებისას წაისმევა ქუთუთოების კიდეებზე.
ჭარბი დოზის მიღება შეუძლებელია.
გვერდითი ეფექტები:.
ალერგიული რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციება). ხსნარის თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას იწყება წვა, ცრემლდენა, შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობები.

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.

გაცემის
პირობები:

რეცეპტის გარეშე.

დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება